"ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, საშუალო ზრდა ამ 4 წლის განმავლობაში იყო 9.8% და წლევანდელი 10 თვის საშუალო ზრდა არის 10%. ფართო რეგიონსა და ევროპაში ჩვენ ვართ პირველ ადგილზე.
ამ 4 წლის განმავლობაში იყო ნაცმაიდნის მოწყობის 4 მცდელობა და გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდა. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა.
რაც შეეხება ლარის კურსს, ოთხივე "ნაცმაიდნის" დროს იყო რყევა და შემდეგ ლარი დაუბრუნდა ძველ კურსს, ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როდესაც საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას.
ჩვენ ვთქვით, რომ არ ვუერთდებოდით სანქციებს და უნდა იცოდეთ, რომ პირველივე წელს სანქციებთან მიერთება გამოიწვევდა 10%-ის ეკონომიკის ვარდნას. ამას დახურულ კარს მიღმა და შემდეგ ოპოზიცია დაგვიყენეს", - განაცხადა კობახიძემ.