აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დაბლოკავს გარიგებას იაპონური Nippon Steel-ის მიერ ამერიკული ფოლადის კომპანიის United States Steel Corp-ის შესყიდვის შესახებ.
სამშაბათს წინა საბაზრო ვაჭრობაში US Steel-ის აქციები 8.2%-ით დაეცა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში Nippon Steel-მა გამოაცხადა, რომ შეიძენს თავის ამერიკელ კონკურენტს 14,1 მილიარდ დოლარად.
ტრამპმა სამშაბათს თავის Truth Social-ის ანგარიშზე დაწერა, რომ იგი ეწინააღმდეგება უცხოელი მოთამაშის მიერ US Steel-ის შეძენას და აპირებს მხარი დაუჭიროს მას საგადასახადო შეღავათებითა და ტარიფებით, ინდუსტრიის გაერთიანების პოზიციის შესაბამისად.
„მე სრულიად წინააღმდეგი ვარ, რომ ოდესღაც დიდი და ძლიერი ამერიკული US Steel შეიძინოს უცხოურმა კომპანიამ, ამ შემთხვევაში, Nippon Steel-მა, საგადასახადო შეღავათებისა და ტარიფების სერიის მეშვეობით, ჩვენ კვლავ გავხდით აშშ-ის ფოლადის ძლიერ და დიდებულს და ეს სწრაფად მოხდება. როგორც პრეზიდენტი, მე დავბლოკავ ამ გარიგებას“, - წერს ტრამპი
US Steel ჩამოყალიბდა 1901 წელს ფინანსისტის, ჯონ პირპონტ მორგანისა და ფოლადის მრეწველის ენდრიუ კარნეგის მონაწილეობით და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მე-20 საუკუნეში შეერთებული შტატების ინდუსტრიალიზაციაში. ის აღარ არის ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული კომპანია, მაგრამ რჩება ფოლადის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელად. მისი ძირითადი კლიენტები არიან საავტომობილო კომპანიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და საკვების შეფუთვის მწარმოებლები.
დარგის სხვა დასავლელი წარმომადგენლების მსგავსად, US Steel-იც სირთულეებს განიცდის მსოფლიო ბაზარზე იაფი ჩინური ფოლადის გამოჩენის გამო. 2024 წლის ცხრა თვის მონაცემებით, მისი შემოსავალი შემცირდა 12%-ით, 12,1 მილიარდ დოლარამდე, ხოლო წმინდა მოგება შემცირდა 51,5%-ით, 473 მილიონ დოლარამდე.