აკადემიის დირექტორობიდან გათავისუფლების საქმის მოსამზადებელი სხდომა, ეპიზოდი მეხუთე
8 სექტემბერი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლეთა საზაფხულო შვებულებების შემდეგ, პროცესები ინტენსიურად ახლდება.
მათ შორის, ქართული სასამართლო აგრძელებს "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე გახმაურებული ბიზნესდავის სხვადასხვა ასპექტის განხილვას.
საუბარია "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" მინორიტარი აქციონერისა (30%) და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებულ დავაზე მაჟორიტარი აქციონერის (70%), "საქართველოს განათლების ჯგუფის" წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, ნათია ჯანაშიამ ეს დავა 2024 წელს წამოიწყო.
მხარეებს შორის რამდენიმე სასამართლო დავა მიმდინარეობს, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით.
2026 წლის 8 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ განაგრძო 8 ივლისს გადადებული მოსამზადებელი სხდომა საქმეზე, სადაც ნათია ჯანაშია “საქართველოს განათლების ჯგუფსა” და საჯარო რეესტრს უჩივის მასზედ, რომ ერთმა იგი უკანონოდ გაათავისუფლა დირექტორის პოზიციიდან, ხოლო მეორემ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ დაარეგისტრირა.
ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დირექტორის პოზიციაზე აღდგენას ითხოვს.
მოსამზადებელი სხდომის 8 სექტემბრის ეტაპი, მოულოდნელად ხანმოკლე გამოდგა. და სასამართლოს მიერ მხარეთა მიერ წარდგენილი მხოლოდ ერთი შუამდგომლობების განხილვით დასრულდა.
როგორც წინა სხდომაზე აღმოჩნდა, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებისთვის არ იყო ცნობილი ნათია ჯანაშიას მიერ დაზუსტებული სარჩელის წარდგენისა და “განათლების ჯგუფის” მიერ ამ სარჩელზე ასევე დაზუსტებული შესაგებელის წარდგენის ფაქტები, რეესტრის წარმომადგენლებმა სარჩელის გასაცნობად და საკუთარი პოზიციის სასამართლოსთვის მისაწოდებლად დრო ითხოვეს.
მათ ეს დრო მხოლოდ იმაში გამოიყენეს, რომ სარჩელს გაეცნენ, თუმცა სასამართლოს გარკვეული და ჩამოყალიბებული პოზიცია არ წარუდგინეს და მას სრულად მიანდეს საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
მოსარჩელის და მოპასუხის პოზიციების გაცნობის შემდეგ, სადაც ნათია ჯანაშიას მხარე ითხოვდა, რომ სწორედ დაზუსტებული სარჩელის განხილვა შემდგარიყო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ხოლო “განათლების ჯგუფის” იურისტები ამ პოზიციას არ იზიარებდნენ.
სასამართლო საქმის განხილვას მას შემდეგ განაგრძობს, რაც აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით განჩინებას გამოსცემს და მხარეებს გააცნობს.
როდის განახლდება სასამართლო განხილვა ამ საქმეზე, ამ ეტაპზე უცნობია.













