კონკრეტულად კი შპს ,,ავერსი-ფარმა“ იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის კალკულაციები გასცეს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით, კვირის ნებისმიერ დღეს.მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის ვადით.მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ და ავერსის სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ.
1774432958
მათივე ცნობით, განსაკუთრებით საყურადღებოა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მდგომარეობა.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გლობალური ფონდის დაფინანსებით, 2018 წლიდან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნულ ცენტრში მოწევის შეწყვეტის სერვისის კუთხით უმნიშვნელოვანესი პროგრამა ხორციელდებოდა. შედეგად, ამ ჯგუფში მწეველობა 2025 წელს, 20215 წლის მონაცემებთან შედარებით, 46%-დან 37%-მდე შემცირდა.„საქართველო, რომელიც ბოლო ათწლეულში თამბაქოს კონტროლის მიმართულებით რეგიონულ ლიდერად და ისტორიული პროგრესის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბდა, კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 100,000-ზე მეტით შემცირდა, საერთაშორისო დონორების, მათ შორის, გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლა და შიდა რესურსების კლება მიღწეულ შედეგებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.ბოლო მონაცემებით, თამბაქოს მოხმარება საქართველოში, ბოლო ათწლეულში 9%-ით შემცირდა, რითაც ათასობით სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტში ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა. თუმცა, პროგრესის ფონზე საგანგაშოა ახალი ტენდენციები: მწეველობის გავრცელება კვლავ მაღალია (24.8%), ხოლო მოზარდებში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარება გაორმაგდა ბოლო ხუთ წელიწადში და 14%-ს მიაღწია.განსაკუთრებით საყურადღებოა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მდგომარეობა. გლობალური ფონდის დაფინანსებით, 2018 წლიდან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების ეროვნულ ცენტრში მოწევის შეწყვეტის სერვისის კუთხით უმნიშვნელოვანესი პროგრამა ხორციელდებოდა. შედეგად, ამ ჯგუფში მწეველობა 2025 წელს, 20215 წლის მონაცემებთან შედარებით, 46%-დან 37%-მდე შემცირდა.გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის გამო, ამ სერვისების მდგრადობის საკითხი სრულიად გაურკვეველია. ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ათასობით პაციენტის ჯანმრთელობას, რადგან ტუბერკულოზით დაავადებულთათვის მოწევის შეწყვეტის სერვისის მომავალი გაურკვეველია.სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია ხშირად საპირისპირო შედეგს იძლევა. მიმდინარე წელს თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების სამოქალაქო მონიტორინგის დაფინანსება 33%-ით შემცირდა. მაშინ, როცა მონიტორინგის დახმარებით ბიუჯეტში ყოველწლიურად 4-5 მილიონი ლარი შედის, მხოლოდ გასულ წელს, რეგულაციების (მათ შორის სტანდარტიზებული შეფუთვის) არაჯეროვანი აღსრულების გამო, ქვეყანამ 5 მილიონ ლარამდე დაკარგა.პარალელურად, უკვე წელზე მეტია ჩავარდნილია საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიები, რასაც თამბაქოს ინდუსტრია ბავშვებისა და ახალგაზრდებისკენ მიმართული აგრესიული, უკანონო ინტერნეტ-რეკლამით პასუხობს.მიუხედავად 2019 წელს დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების უმოქმედობის გამო, მოწევის შეწყვეტის საშუალებები კვლავ დღგ-თი იბეგრება და ჯერაც არ შეუტანიათ ესენციური მედიკამენტების სიაში. ეს მნიშვნელოვნად აფერხებს მოწევისთვის თავის დანებების მსურველი მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას.არსებული მიღწევების შესანარჩუნებლად და ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მონიტორინგის გაძლიერება: სამოქალაქო მონიტორინგით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მოცვა შესაბამისი დაფინანსების უზრუნველყოფით. საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანია: ელ. სიგარეტებისა და ახალი პროდუქტების მავნებლობის შესახებ ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყება. საგადასახადო ცვლილებები: ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ბრძანების დამტკიცებით მოწევის შეწყვეტის სამკურნალო საშუალებების იმპორტის დღგ-სგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება მედიკამენტების ხელმისაწვდომობა: მოწევის შეწყვეტის საშუალებების შეტანა ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალში. ბიუჯეტი 2027: ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის მოწევის შეწყვეტის სერვისების შესანარჩუნებლად შესაბამისი დაფინანსებით უზრუნველყოფა. საქართველოს აქვს უნიკალური გამოცდილება რეგიონში, თუმცა შიდა რესურსების შემცირება და დონორი ორგანიზაციების გასვლის შემდგომი გაურკვევლობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მომავალს“,- აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.
1774264662
მისი თქმით, ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო ქსელის შექმნას, თუმცა ქსელები ვალდებულები იქნებიან, ასეთი მედიკამენტებისთვის ცალკე ადგილი გამოყონ.„მედიკამენტებზე ფასები განსაკუთრებით მტკივნეულია. მიუხედავად იმისა, რომ 7000-ზე მეტ მედიკამენტზე გვაქვს რეფერენტული ფასები, ყველაზე მწვავედ მოსახლეობას სწორედ წამლების გაზრდილი ფასები უდგას. ამიტომ „ევროპელი სოციალისტები" გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც გამოუშვებს მედიკამენტებს, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს აუცილებლად ხარისხიანი, უსაფრთხო, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი.სახელმწიფოს ამოცანა არ იქნება მოგებაზე ორიენტირება და ფასები ხარისხიდან გამომდინარე, იქნება ისეთი, რომელიც საოცრად ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო ქსელის შექმნას, არამედ გულისხმობს მხოლოდ მედიკამენტების წარმოებას სახელმწიფოს გარანტიით ხარისხზე პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, ყველა სააფთიაქო ქსელი ვალდებული იქნება, ცალკე გამოყოს ადგილი ასეთი მედიკამენტებისთვის, სადაც ფასს განსაზღვრავს სახელმწიფო. შესაძლებელია ქსელებმა გარკვეული ფასნამატი ასევე სახელმწიფოსთან შეთანხმებით დაამატონ, რაც შეიძლება ოპერირების ხარჯებს უკავშირდებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ შექმნილი მედიკამენტები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - განაცხადა ბოჟაძემ.
1771497273
სიყვარულის ამბავი, ლეგენდა მილიონ ვარდზე და გრძნობაზე, რომელიც არასდროს ხუნდება.,,ავერსი“ მხარს უჭერს გიგი კურანიძის მოკლემეტრაჟან ფილმს, სადაც საუკუნის წინანდელმა სიყვარულმა ხელოვნური ინტელექტის წყალობით ახალი სიცოცხლე შეიძინა.უყურეთ პრემიერას და იმოგზაურეთ დროში წარსულისა და მომავლის ულამაზესი შეხვედრისას.#სიყვარულითავერსი ❤️
1771237547
უწყების ცნობით, ერთ ექიმს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, რვა ექიმს საქმიანობის უფლება ექვსი თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.„გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები, სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა.მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს. საბჭოზე კრიტიკული ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.დადგინდა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, ერთ პაციენტზე, ერთდროულად, გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და „ბაკლოფენი“. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევები საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, რომელიც განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. ამასთან, სამინისტრო მუშაობს ნორმატიული ბაზის განახლებაზე, რათა შემცირდეს მსგავსი რისკები და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები.საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი გაცემის პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია ექიმების როლი, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
1770369207
"არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.„არ სჭირდება დიდი სტატისტიკა და ანალიტიკა, ყველას გვინახავს, სახლთან ახლოს რამდენიმე დასახელების აფთიაქი გვერდი-გვერდ. რა საკვირველია ეს უცნაურად გამოიყურება, ყველამ ვიცით მაგალითად, ევროპის ქვეყნებში როგორ არის, მე პირადად არსად მინახავს რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთი აისახება ფასში", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
1770285406
მისივე თქმით, შეხვედრაზე შეთანხმებულ ფასებზე საუბარი არ ყოფილა.კურტანიძის განცხადებით, შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, ხოლო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები წარადგენენ წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მედიკამენტების გაიაფება.„შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა, მთავრობის წევრებმა და კომისიის წევრებმა მოგვისმინეს ძალიან ყურადღებით. ჩაინიშნეს ძალიან ბევრი საკითხი. ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა, რომ ჩვენ წარვადგინოთ ყველა ის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს მედიკამენტების გაიაფებას.შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მედიკამენტების ფასი, რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. ამას დაემატება სხვა სამინისტროებიც. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო. ჩვენ წერილობით წარვადგენთ წინადადებებს რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ წამლის ფასი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი მზადყოფნა, ეს შემუშავებული წინადადებები რეალურად განხორციელდეს.წინა მინისტრმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში წამლების რეგისტრაცია არის მსოფლიოში უმკაცრესი. ამიტომ, ბევრი მწარმოებლის წამალი უახლოეს ხანებში, ვინაიდან ეს დადგენილება ძალაში შედის, [ორჯერ მოხდა მისი გადავადება მაგრამ..] აღარ იქნება ქვეყანაში, რომლებსაც აქვთ შედარებით დაბალი ფასი. მოსახლეობას მოუწევს მის მაგივრად ძვირადღირებული ანალოგის ყიდვა. გაუქმდება, შეიცვლება თუ გადახედვა მოხდება, სწორედ ამაზე მოვისმინეთ მთავრობიდან, რომ მოხდება ამის განხილვა. ეს არის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება. ასეთი საშუალებები, რომ როგორმე კიდევ უფრო გაიაფდეს მედიკამენტები, ერთობლივი მუშაობით ნამდვილად ბევრი გამოიკვეთება.ამჟამად საქართველოში ბრუნვაში არის 10 ათასი მედიკამენტი. 7 000 უკვე რეფერენტული ფასია. იმ 3 ათასსაც თანდათან ამატებს სამინისტრო. 7 ათასი პოზიციიდან, დღეს სხდომაზეც აღვნიშნე, რომ 20%-ზე მეტს ფარმაცევტული კომპანიები კონკურენციიდან გამომდინარე უფრო იაფად ვყიდით, ვიდრე რეფერენტული ფასებია. კონკურენცია ფარმაცევტულ სფეროში უმწვავესია. შეთანხმებულ ფასებზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა“,- განაცხადა „ავერსის“ დამფუძნებელმა.
1769600009
მისივე თქმით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მუშაობის მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში.„სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, კომისიამ გააფართოვა თავისი მანდატი ორი მიმართულებით, ესენია მედიკამენტები და საწვავი. შეხვედრა იყო მედიკამენტების წარმომადგენლებთან, ასევე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან.შეხვედრაზე შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, შესაძლოა რეგულაციების ცვლილებაც, რასთან დაკავშირებითაც აქტიურად იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებაში და საბოლოო შედეგს მივაღწიოთ, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ თითოეულ მოქალაქეს სოციალური ხარჯი,“- აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
1769599832
როგორც მან მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო კომისიისა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, მედიკამენტებზე უნდა დადგინდეს „სამართლიანი ფასი“.„თანამშრომლობის საფუძველზე რესურსი ყოველთვის არსებობს, საუბარია სამართლიან ფასებზე, რომელიც უნდა იყოს. საქართველოში ფასთა წარმოქმნის რეგულაციის პროცესი უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია. ალბათ, საუბარი არის პროცესის უფრო მეტად დახვეწაზე, მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასა და მედიკამენტების შემდეგ ჯგუფებში გავრცელებაზე. საქართველოში დაახლოებით 7 ათასი მედიკამენტი უკვე არის რეფერენტული ფასების სიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფასი რეგულირდება გარე რეფერენტული სისტემით, მაგრამ კიდევ ერთი მაგდენი, სავარაუდოდ, რჩება მიღმა. ალბათ, პირველ ეტაპზე უპრიანია ვისაუბროთ რეცეპტორულ მედიკამენტებზე, რომელიც გამოიყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამის განვითარება, რაც მედიკამენტებზე წვდომას უზრუნველყოფს. მისი განმარტებით, „უნდა დადგინდეს ის სამართლიანი ფასი, რაც სახელმწიფომ და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადაიხადოს მედიკამენტებში“. ირაკლი მარგველაშვილის განცხადებით, არ არსებობს იაფი და ძვირის კატეგორია, არამედ არსებობს “სამართლიანი ფასი“.“სამართლიანი ფასი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს გეოგრაფიული მდებარეობიდან, მოწოდების გზებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. ზუსტად ამისთვის არის ეს შეხვედრები, რომ დადგინდეს ის ფასი, რომელიც სამართლიანი იქნება საქართველოსთვის”, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.
1769596200
როგორც კოხრეიძემ პრემიერ-მინისტრსა და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განმარტა, სავარაუდოდ, საუბარი იქნება არა მხოლოდ მედიკამენტების ფასებზე, არამედ ბავშვთა კვებაზეც."დაწყებულია წამლების შესახებ რეფორმა. სახელმწიფომ დააკორექტირა ფასი. დისტრიბუციაც და "რითეილიც" შეეგუა ამ ცვლილებას. ბოლო 2 წელია ჩვენ ამ ცვლილებებში ვართ. შესაბამისად, კიდევ მოვისმენთ, რა ცვლილებებზეა საუბარი. ორი სხვადასხვა თემაა, საკვები და წამლები. უკვე არსებობს სახელმწიფოს რეფორმა წამლების ფასთან დაკავშირებით, შესაბამისად, დღეს თუ რამე რესურსია და რამე უნდა სახელმწიფოს, რომ ამ მიმართულებით გაატაროს, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ და ვითანამშრომლოთ. 2 წლის წინ სახელმწიფო იყო ინიციატორი და ჩვენც ამ რეფორმას გავყევით, მტკივნეული იყო, მაგრამ გავყევით.საბოლოოდ, მოხდა კომპანიების გადაწყობა. თუ კიდევ რეფორმა იგეგმება, ჯერ არ ვიცით, პირველი შეხვედრა არის. ყველაფერი მორგებითია, თავიდანაც დაიწყო, იყო მთავრობასთან შეთანხმებული თემა და მივედით იმ დასკვნამდე, რომ დღეს მგონი წამლებზე უწყვეტობა არის და ყველაფერი ნორმაშია", - განაცხადა დავით კოხრეიძემ.მისი თქმით, მათ კომპანიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოკვლევა არ დაწყებულა.
1769593518
5 მილიონი ლარი ხელფასის სახით - ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის კონტრაქ...
1774337269
დიმიტრი ხუნდაძე: გთავაზობთ, რომ 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადა...
1773740822
საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში...
1773672180
პროკრედიტ ბანკი და EBRD მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 10 მილ...
1773928712
საქსტატის მონაცემებით, მოქალაქეების 95%-ზე მეტს არ აქვს საშუალება 6 წე...
1773652228
