შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლებს BAG ინდექსის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც დეტალურად იყო ასახული კერძო სექტორის მიმდინარე განწყობები, მოლოდინები და ეკონომიკური აქტივობის ძირითადი მაჩვენებლები.დისკუსიისას მხარეებმა სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შრომის ბაზარზე არსებული ვითარება, დასაქმების ბარომეტრი და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რომელიც ბიზნესსექტორისთვის ერთ-ერთ უმთავრესს გამოწვევად რჩება. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაფუძნებაზეც, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეს ინიციატივა დადებითად შეაფასა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან მექანიზმად დაასახელა.საუბარი შეეხო გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც და მის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და რეგიონულ ვაჭრობაზე. ამ კონტექსტში განიხილეს შუა დერეფნის მზარდი როლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, როგორც ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების უმთავრესი ფაქტორები.„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ფონდის მისიას გავუზიაროთ კერძო სექტორის ობიექტური შეფასებები, რომლებიც BAG ინდექსშია თავმოყრილი. შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრები და შრომის ბაზრის გამოწვევები, ისე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონული პროცესები, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და საინვესტიციო მიმზიდველობას განსაზღვრავს“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
1794564150
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
1794563728
„როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიტავისოთ. მაგალითად, თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის“, — აცხადებს კახა კალაძე.საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ და კვლევებმა მსგავსი მიდგომის არაეფექტურობა უკვე დაადასტურა, ხოლო გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების სწრაფ განვითარებაშია.„ჩემი აზრით, კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე არაერთი კვლევაც კი დაიდო, ჩვენთან არ უნდა შემოვიღოთ.მოკლედ რომ ვთქვა, კვლევების დასკვნა ასეთია: მსგავსი შეზღუდვები არ აუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას, არამედ ბევრი სხვა საკითხის გადაჭრასთან ერთად საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების გაცილებით სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პრაქტიკული განვითარება“, — აღნიშნავს მევლუდ მელაძე.
1794560466
ღონისძიება ორ სამუშაო სესიას მოიცავდა. პირველი სესიის ფარგლებში მონაწილეებმა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და არჩევნების მთლიანობის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოების მზადყოფნასა და მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე სესიაზე კი უშუალოდ შეფასდა ონლაინ საარჩევნო კამპანიის წარმოების პერიოდში, არსებული ქცევის კოდექსების გამოყენების გამოცდილება და მიღებული შედეგები.სამუშაო შეხვედრამ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგატებს, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია რეგულირების ფარგლებს მიღმა, საარჩევნო კამპანიების წარმოების, ახალი საფრთხეების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.„საერთაშორისო სამუშაო შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეუთოს წევრ ქვეყნებს ძირითადად აქვთ საერთო გამოწვევები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკავშირდება ციფრულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და მისგან მიღებულ შედეგებს, ასევე დაგვანახა რომ ის მიდგომები, რომლებსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით იყენებს, არის მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს საარჩევნო გარემოს დაცვასა და ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრა ალექსანდრე მაისურაძესთან, რომელიც ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ვიზიტის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში საარჩევნო ადმინისტრაციის ჩართვისა და მონაწილეობის შესაძლებლობებზე. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ეკატერინე ზოდელავა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.სამუშაო შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 10 ნოემბერს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილი და თამარ კაპანაძე აღნიშნულ ღონისძიებაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიწვევით იღებდნენ მონაწილეობას.
1794554494
პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა.შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება: 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
1794548400
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა დაახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ: მარიამ ჯანჯღავა - AI Products Owner ელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm School ანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორი სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
1794494160
დოკუმენტის თანახმად, სპეციალური დაცული სადგომი კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტების სკვერის მიმდებარედ, 7 874 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე მოეწყობა და სამართალდარღვევის შედეგად გადაყვანილი ავტომობილების განსათავსებლად იქნება გამოყენებული.მერიის განმარტებით, უკვე მომზადებულია სადგომის პროექტიც და მისი სრულფასოვნად განხორციელებისა და სადგომის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მოწყობისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.გარდა მოწყობის სამუშაოებისა, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, 2027 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში, „ობობას“ ტიპის ევაკუატორით სპეციალურ საჯარიმო სადგომზე საშუალოდ, 18 250 ავტომობილის გადაყვანაა გათვალისწინებული, რისთვისაც 3.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.აღსანიშნავია, რომ როგორც ვარკეთილში სპეციალური დაცული სადგომის მოწყობა, ისე ავტომობილების ევაკუაციის მომსახურება სრულად შესაბამისი სააგენტოს საკუთარი სახსრებიდან დაფინანსდება.რაც შეეხება თავად დედაქალაქის 2027 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტს, მისი საერთო მოცულობა 2.239 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (2.193 მლრდ ლარი) შედარებით 46.3 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.წყარო: bpn.ge
1794493814
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde.
1794490991
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დაკავშირებადობას, შუა დერეფნის განვითარებასა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობას. „ᲒᲐᲔᲠᲝᲡ ᲙᲚᲘᲛᲐᲢᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲘᲡ 31-Ე ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲡ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲡ 90-ᲛᲓᲔ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲘ, ᲠᲐᲪ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲡ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲔᲑᲗᲐᲜ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲝᲠᲛᲮᲠᲘᲕᲘ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲦᲠᲛᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐᲡ ᲐᲫᲚᲔᲕᲡ. ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲘᲗ ᲐᲦᲡᲐᲜᲘᲨᲜᲐᲕᲘᲐ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘᲡ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲘᲡ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢ ᲠᲔᲯᲔᲤ ᲗᲐᲘᲤ ᲔᲠᲓᲝᲦᲐᲜᲗᲐᲜ, ᲠᲝᲛᲚᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘᲪ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲔᲠᲗᲮᲔᲚ ᲒᲐᲔᲡᲕᲐ ᲮᲐᲖᲘ ᲝᲠ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲡᲢᲠᲐᲢᲔᲒᲘᲣᲚ ᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲝᲑᲐᲡ ᲓᲐ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲘᲗ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲒᲝᲛᲘ ᲒᲐᲦᲠᲛᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲑᲐᲡ“, - ᲐᲦᲜᲘᲨᲜᲐ ᲓᲐᲕᲘᲗ ᲡᲝᲜᲦᲣᲚᲐᲨᲕᲘᲚᲛᲐ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ ლიდერთა სამიტში მონაწილეობდა.კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა.
1794489660
შეხვედრა 15 ნოემბერს, 12:00 საათზე, Republic Event Hall-ში (რესპუბლიკის მოედანი 6) გაიმართება.ღონისძიება Nutrition Academy of Georgia-ს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტარდება. დასწრება თავისუფალია და ის 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის არის განკუთვნილი.შეხვედრის მთავარი თემა ბავშვებში ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება იქნება. თორნიკე მშობლებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს და ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბავშვის კვების რაციონი და მისი საჭიროებები, ვიტამინებისა და მინერალების მნიშვნელობა, ტკბილეულის გავლენა კვებით ჩვევებზე, საკვების ჯილდოდ გამოყენება და სადილის დროს ეკრანის მოხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობლების როლს ბავშვის კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. შეხვედრის მონაწილეები ასევე შეძლებენ, ნუტრიციოლოგს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან და კონკრეტულ საკითხებზე პასუხები მიიღონ.ინფორმაციისთვის თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr.Nutrition პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი და Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელია.შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციის ფორმაში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიუთითონ კითხვა ბავშვის კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც თორნიკე ენუქიძე შეხვედრისთვისწინასწარ მოამზადებს.რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე.
1794487013
ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...
1794472543
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
ნათია ჯანაშია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1793351751
აფბას მონიტორინგის სამსახურმა ნათია ჯანაშიას უძრავი ქონების შესწავლა ს...
1794207787
ქონების გადასახადის სახით, მარტო 2 სასახლეზე, ნათია ჯანაშიას 200 000 ლ...
1793955289
