ახალი ამბები

სხვა სიახლეები
2025 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი 11.2%-ი...

საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 373.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.1 პროცენტით); მშენებლობა - 3 938.9 ლარი (გაიზარდა 17.2 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 747.7 ლარი (გაიზარდა 11.1 პროცენტით); სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 3 386.5 ლარი (გაიზარდა 31.8 პროცენტით).„2025 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 952.5 ლარი, ხოლო კაცების - 2 978.9 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 173.9 ლარი (9.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 325.1 ლარი (12.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2025 წლის IV კვარტალში სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 241.3 ლარით (10.2%) და 2 608.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 433.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.7 პროცენტით) და მშენებლობის (3 943.4 ლარი, გაიზარდა 17.2 პროცენტით) სფეროებში. 2025 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 254.8 ლარით (13.0%) გაიზარდა და 2 210.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია ქ. თბილისი და მცხეთა-მთიანეთი“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1773821251

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართ...

ეს არის უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის. ათწლეულების განმავლობაში პატრიარქი იყო საქართველოს სულიერი სიმტკიცის, ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლო.პატრიარქის ღვაწლი ქართული კულტურისა და განათლების განვითარებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში განუზომელია.ვუსამძიმრებთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს.მისი უკვდავი სახელი და დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიასა და ჩვენს გულებში, როგორც ქვეყნის სიყვარულისა და შემწყნარებლობის მაგალითი.

1773820791

SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა

ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.

1773759600

City Mall-ში საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათით შოპინგისას 10-ჯ...

23-დან 29 მარტის ჩათვლით, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები City Mall-ში გადახდისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ. შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია მაქსიმუმ 10,000 MR ქულის დაგროვება.ინფორმაციისთვის, აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია შეთავაზების წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და გადახდის განხორციელება Wallet-ში დამატებული ბარათით.აღნიშნული აქცია ვრცელდება მხოლოდ City Mall საბურთალოსა და გლდანში არსებულ მაღაზიებში და არ მოიცავს კვების ობიექტებს, აფთიაქებსა და მარკეტებს.აღსანიშნავია, რომ ბანკმა საკრედიტო Amex ბარათის აღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა.  მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ბარათი სრულად ციფრულად, მობილბანკიდან,  წამებში მიიღონ. ბარათის დამტკიცებისთანავე შესაძლებელია მისი დამატება Apple Pay-სა და Google Pay-ში და გადახდის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

1773751623

"ბოლო სამი წელია ბიზნესის მხრიდან სახელდება 2 მწვავე პრობლემა - სამუშა...

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა კადრების დეფიციტსა და კვალიფიციური კადრების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.,,ბოლო სამი წელია ბიზნესის მხრიდან სახელდება 2 მწვავე პრობლემა - სამუშაო ძალის და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. შემიძლია დავასახელო რამდენიმე სექტორი, სადაც არის ქრონიკული სამუშაო ძალის დეფიციტი 20 -22% -ის ფარგლებში - ეს ასევე დამოკიდებულია სეზონურ ფაქტორზეც, ზოგჯერ ეს მაჩვენებელი იწევს ზემოთ, ზოგჯერ ქვემოთ", - აცხადებს სოსო ფხაკაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესს აქვს მოთხოვნა კონკრეტულ უნარ-ჩვევებზე, მაგრამ იმ მუშახელს, რომელიც მაძიებელია სამსახურის ეს უნარები არ გააჩნია. ,,ბიზნესს აქვს მოთხოვნა კონკრეტულ უნარ-ჩვევებზე, მაგრამ იმ მუშახელს, რომელიც მაძიებელია სამსახურის ეს უნარები არ გააჩნია, სწორედ ამიტომ არის ეს პროგრამა მნიშვნელოვანი და აქტუალური", - განმარტავს სოსო ფხაკაძე. ცნობისთვის, პრეზენტაციას თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დედაქალაქის საკრებულოს წევრები და ბიზნესმენები ესწრებიან.

1773745288

გიორგი ცუცქირიძე: მოსალოდნელია შედარებითი სტაბილიზაცია და ფასების ნაწი...

„ნავთობის ფასი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი პირდაპირ ან ირიბად განსაზღვრავს წარმოების, ტრანსპორტისა და მომსახურების თითქმის ყველა სფეროს ხარჯებს. ენერგიის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნებში ნავთობის ფასების ზრდა ხშირად იწვევს ინფლაციას, რადგან ცვლილებები პირდაპირ აისახება ადგილობრივ საწვავის ფასებზე. შესაბამისად, ჩვენთანაც ნავთობის ფასი განიხილება ფაქტორად, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ინფლაციურ პროცესებს.ისტორიულად თუ რამდენჯერ გაიზარდა ნავთობის ფასი საომარი კონფლიქტების  დროს (1990, 2003, 2014, 2022) და რა მოხდა შემდეგ, ვფიქრობ, საინტერესოა, რადგან კარგად აჩვენებს რა ტენდენციას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.ექსპერტის განცხადებით, ისტორიულად, გლობალური ომები (ერაყის შეჭრა ქუვეითში, უდაბნოს ქარიშხალი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექცსია და სამხედრო ესკალაცია უკრაინაში) დასაწყისში ზრდის ფასს 30% დან 100%-მდე, შემდეგ ბაზარი ჩვეულებრივ სტაბილიზდება.„საერთაშორისო ბანკების ექსპერტების თვიალიან, რომ სპარსეთის ყურის კონფლიქტი, ისევე როგორც 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის სცენარია ენერგეტიკისთვის. ბოლო ათწლეულში ნავთობის ფასების ყველაზე შოკური, მკვეთრი ზრდის რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი შეიძლება გამოიყო:  2014 წელს, ყირიმის ანექსია-სა და საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებული მოლოდინების ფონზე, „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი წლის შუა პერიოდში ბარელზე 115-117 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა უკვე 2015 წელს, გლობალური მოთხოვნის შესუსტებისა და მიწოდების სიჭარბის პირობებში, ფასმა მკვეთრი ვარდნა განიცადა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ში შელფური ნავთობის მოპოვების ზრდა, რასაც დაემატა ოპეკის პოლიტიკა - ორგანიზაციამ, განსაკუთრებით საუდის არაბეთმა, არ შეამცირა წარმოება, რამაც ბაზარზე ჭარბი მიწოდების სიჭარბე შექმნა.2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, მარტში „ბრენტის“ ნავთობის ფასმა პიკს მიაღწია და ბარელზე 120–125 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა, რაც ბოლო 8-10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ზრდა იყო. საერთო ჭრილში, 2022 წლის ფასების ზრდა უნდა შეფასდეს, როგორც აღნიშნული პერიოდის ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური „შოკური“ მოვლენა, როგორც გლობალურ, ისე საქართველოს ბაზარზე. აღნიშნული შოკი ხასიათდებოდა ორმაგი ეფექტით - ერთი მხრივ, ფასების მკვეთრი და სწრაფი ზრდით, ხოლო მეორე მხრივ, მიწოდების ჯაჭვების დარღვევითა და დეფიციტის ფორმირებით, რამაც ბაზრის არასტაბილურობა მნიშვნელოვნად გააღრმავა. თუ იანვარში, „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ბარელი საშუალოდ 85-90 დოლარად ივაჭრებოდა, რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარტში ფასმა პიკს მიაღწია 120-125 დოლარამდე. შემდგომ პერიოდში, მიუხედავად სამხედრო კონფლიქტის გახანგრძლივებისა, ნავთობის ბაზარმა ეტაპობრივი ადაპტაცია დაიწყო. ფასები შედარებით დასტაბილურდა და სპარსეთის ყურის კრიზისამდე პერიოდში ბარელზე, დაახლოებით, 60-70 აშშ დოლარის დიაპაზონში მერყეობდა. აღნიშნული სტაბილიზაცია დიდწილად განპირობებული იყო ალტერნატიული მიწოდების არხების დივერსიფიკაციით, ლოჯისტიკური ქსელების ნაწილობრივი აღდგენითა და ბაზრის მონაწილეთა ადაპტაციური მოლოდინების ჩამოყალიბებით“, - მიაჩნია ცუცქირიძეს.მისივე თქმით, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ენერგეტიკული შოკის გამოვლენისა სწორედ 2022 წელს ფიქსირდება, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რეაგირების ჯაჭვი მოჰყვა. აღნიშნულმა მოვლენებმა, რომლებიც ჯერ კიდევ გრძელდება, მნიშვნელოვნად ზეგავლენა მოახდინა საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე.„როგორც ანალიზი აჩვენებს, ნავთობის ფასების დინამიკა გლობალური შოკების პირობებში ხასიათდება ციკლური კანონზომიერებით: კონფლიქტების საწყის ფაზაში, როგორც წესი, მკვეთრად იზრდება „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასები, რაც განპირობებულია გაურკვევლობის ზრდითა და მიწოდების შესაძლო შეფერხებების მოლოდინით; შემდგომ ეტაპზე კი ფასები ეტაპობრივად სტაბილურდება და კლების ტენდენციას ავლენს. აღნიშნული კორექცია ძირითადად დაკავშირებულია ალტერნატიული მიწოდების არხების გააქტიურებასთან, მიწოდების ჯაჭვების გადალაგებასთან და ბაზრის მონაწილეთა ადაპტაციასთან ახალ რეალობასთან. ამგვარი გამოცდილების გათვალისწინებით, მიუხედავად სპარსეთის ყურეში არსებული მაღალი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ნავთობის ფასებზე ზეწოლას ახდენს, მოსალოდნელია, რომ პროცესები ანალოგიური სცენარით განვითარდეს - საწყისი შოკის შემდეგ ბაზარი თანდათან გადავა შედარებითი სტაბილიზაციის ფაზაში, რასაც ფიუჩერსების ბაზრის ტენდენციაც აჩვენებს.მარტისა და აპრილის ფიუჩერსული კონტრაქტები - შეთანხმება, რომლის მიხედვით ნავთობი იყიდება ან გაიყიდება მომავალში წინასწარ შეთანხმებულ ფასად - ასახავს არა მხოლოდ ნავთობის მიმდინარე სპოტ ფასს, არამედ ბაზრის მოლოდინებს, განსაკუთრებით გეოპოლიტიკურ რისკებთან, მიწოდების შესაძლო შეფერხებებთან და სტრატეგიული მარაგების გამოყენებასთან დაკავშირებით.მარტის ფიუჩერსული კონტრაქტი პრაქტიკულად ამოწურულია , მისი ბოლო ფასი კი დაახლოებით 70-100 აშშ დოლარის დიაპაზონში დაფიქსირდა. აპრილის ფიუჩერსი ამჟამად წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ აქტიურ კონტრაქტს, რომელიც ყველაზე ზუსტად ასახავს ბაზრის მიმდინარე მოლოდინებს, ფასდება დაახლოებით, 100 დოლარის ფარგლებში და მაღალ კორელაციაშია მიმდინარე სპოტ ფასებთან.მოცემულ ეტაპზე, ნავთობის ბაზარი აღიქმება, როგორც „შოკის ფაზაში“, რაც განპირობებულია ფასების მაღალი დონის და გაურკვევლობის ზრდით. ფიუჩერსული მრუდის ანალიზი აჩვენებს, რომ ბაზარი ამ ეტაპზე იმყოფება ორმაგი გაყიდვის პირობებში, რაც მიუთითებს, რომ მომავალი კონტრაქტების ფასები მაღლაა მიმდინარე სპოტ ფასზე. ეს სტრუქტურა ხშირად ასახავს ბაზრის მოლოდინებს ფასების შესაძლო სტაბილიზაციისა და მომავალი პერიოდისთვის მიწოდების დეფიციტის შემცირების შესახებ. შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში, მოსალოდნელია შედარებითი სტაბილიზაცია და ფასების ნაწილობრივი კორექცია“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

1773745064