ფინანსები
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები ოქტომბერში $83 მილიონით, $8.24 მილ...

როგორც სებ-ის სტატისტიკიდან ირკვევა, გასულ თვეში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქროს კიდევ ერთი პარტია შეისყიდა რის შედეგადაც ოქროს რეზერვების მოცულობამ 1.36 მილიარდ დოლარს მიაღწია, შედეგად მონეტარული ოქროს მოცულობა 250,000 უნციიდან 350,000 უნციამდე, ანუ 10.9 ტონამდე გაიზარდა. გასულ თვეში განხორციელებული ოქროს შესყიდვის ღირებულება 400 მილიონი დოლარია."ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება", - ნათქვამია სებ-ის გარვცელებულ ინფორამციაში.საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

1793958605

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ო...

ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროშიინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათიეფექტიანი მართვა სების ერთ-ერთი სტრატეგიულიპრიორიტეტია. მონეტარულ ოქროში ინვესტირებისმიზანი კი საერთაშორისო რეზერვებისდივერსიფიკაცია და გლობალურ ფინანსურბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვაა.ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულმაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმასაერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლისოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლისანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ითმეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობისმაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვებისადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-სშეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისმიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციოზღვარს აღემატება.საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანიპოლიტიკა საერთაშორისო რეზერვებისდაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიანმართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობისშემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკისწმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშდოლარი შეადგინა.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისორეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

1793957614

ქონების გადასახადის სახით, მარტო 2 სასახლეზე, ნათია ჯანაშიას 200 000 ლ...

გამოიკვეთა, რომ სახრების დაბანდების ნათია ჯანაშიასეული ინტერესის მთავარი მიმართულება უძრავ ქონებაში ინვესტირებაა. სწორედ ამ მიმართულებით ფიქსირდება მისი უმთავრესი აქტივები”, - აცხადებენ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” - აფბას მონიტორინგის სამსახურში. შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.აფბას მონიტორებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ნათია ჯანაშიას აქტივები მოიცავს თბილისში მდებარე რამდენიმე ბინას, მიწის დიდ ნაკვეთს დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში, ძვირადღირებულ ავტომანქანებს, საბრძოლო იარაღებს და იახტას და სხვა… “ეს არის ის, რისი ციფრული კვალიც სარეგისტრაციო დოკუმენტებში ჩანს. ამას უნდა დავუმატოთ ის ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასეულობა და ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც იგი, სავარაუდოდ, ასევე ფლობს და რაც დეკლარირებული არ არის.თუმცა ყველაზე ძვირადღირებულ აქტივად ცალსახად უნდა შეფასდეს ნათია ჯანაშიას კუთვნილი 2 უძრავი ქონება - თბილისში, ლისის მიმდებარედ, მაგნოლიას ქუჩაზე განთავსებული 3 820 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართის ფეშენებელური სასახლე და საქართველოს ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე - “ამბასადორი კაჭრეთში” მდებარე ექსკლუზიური ვილა”, - ამბობენ აფბაში.“მაგნოლიას” გრანდიოზული სასახლის სალიკვიდაციო ღირებულებად, გამოცდილი რეალტორები მინიმუმ 20 მილიონ ლარს ასახელებენ, ხოლო კაჭრეთის ვილის ფასი, ასევე ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, 5 მილიონ ლარს აჭარბებს.“ეს ფასი გამომდინარეობს, მათ შორის, იქედან, რომ სპეციალისტთა ანალიზის თანახმად, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს კიდევ სხვა ანალოგიური საცხოვრებელი ფართი, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება: ბოულინგის დარბაზი, სტანდარტული ზომის დახურული მინიფეხბურთის მოედანი და 20 ადამიანზე გათვლილი, კავეას სტილის, თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი კინოთეატრი.რაც შეეხება “ამბასადორი კაჭრეთის” ექსკლუზიურ ვილას, იგი მიწის გამორჩეულად დიდ ნაკვეთზეა განთავსებული (1 677 კვადრატულ მეტრი. ნაგებობის ფართი - 297,6 კვადრატული მეტრი) და მისი საბაზრო ღირებულებაც - კვადრატულთან მიმართებით, ყველაზე მოკრძალებულად - $ 4 000-ად რომ დავითვალოთ, როგორც აღინიშნა, 5 მილიონ ლარს აღწევს.“სწორედ ამ შეფასებებიდან გამომდინარე, ქონების გადასახადის გამოთვლის არსებულ შკალაზე დაყრდნობით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ნათია ჯანაშიას ყოველწლიურად, მხოლოდ ამ ორი სასახლის ჭრილში, ქონების გადასახადის სახით, მინიმუმ 200 000 ლარის გადახდა უწევს”, - მიაჩნიათ აფბას მონიტორებს.

1793955289

ეკატერინე გალდავა: საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა საქართველო...

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა Visa-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საგადახდო სისტემებთან პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში.„საერთაშორისო საბარათე სქემებს ქართულ ბაზარზე მყარი პოზიციები აქვთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის საგადახდო ეკოსისტემის უწყვეტ განვითარებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ Visa-სთან თანამშრომლობას და კომპანიის უწყვეტ ჩართულობას საქართველოს ფინანსური და საგადახდო ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა ეკატერინე გალდავამ. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება დაასახელა. Visa ეროვნულ ბანკს საქართველოს საგადახდო ბაზრის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აწვდის, რაც ბაზრის მიმდინარე ტენდენციების ანალიზსა და შეფასებას უწყობს ხელს.შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ. მისი ინფორმაციით Visa-ს გლობალურ ქსელს უნიკალურ შესაძლებლობა გააჩნია, რომელიც კომპანიას სხვადასხვა ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის, ხარჯვისა და მოგზაურობის ჩვევების ცვლილებაზე დაკვირვებისა და ამ ტენდენციების გაანალიზების საშუალებას იძლევა. „მთავარი ღირებულება მონაცემებსა და იმ ცოდნაშია, რომელსაც მათი ანალიზის შედეგად ვიღებთ. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გლობალური ტენდენციები ადგილობრივი ბაზრის კონტექსტში განვიხილოთ და უკეთ გავიაზროთ საქართველოში მიმდინარე ცვლილებები“, - აღნიშნა დიანა კიღურაძემ.სესიის მთავარი მომხსენებელი Visa-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის მთავარი ეკონომისტი მოჰამედ ბარდასტანი იყო. მან მონაწილეებს გლობალური და რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივები, მომხმარებელთა დანახარჯების დინამიკა და რეგიონისა და მსგავსი ეკონომიკური მახასიათებლების მქონე ბაზრებთან შედარებით საქართველოს ძლიერი პოზიცია გააცნო. „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები რეგიონული და გლობალური ცვლილებების უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. კომერციისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად იცვლება მომხმარებელთა ქცევა და მოლოდინები, რაც ბაზარზე ახალ დინამიკასა და შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს შედარებაა რეგიონისა და მსგავსი მახასიათებლების მქონე ბაზრებთან გვეხმარება, უკეთ შევაფასოთ, სად ვართ დღეს და რა ფაქტორებმა შეიძლება განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემდგომი მიმართულებები“, - აღნიშნა მოჰამედ ბარდასტანიმ.საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას აგრძელებს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, გლობალური და რეგიონული ეკონომიკური ტენდენციების გაანალიზებას, საგადახდო ბაზრის განვითარებასა და მომხმარებელთა ინტერესებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას.

1793954915

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება.ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის: მომხმარებელი ფიზიკური პირის მობაილბანკიდან გადადის ბიზნეს მობაილბანკში და ააქტიურებს ნაკრებს.  მომხმარებელი, რომელიც უკვე სარგებლობს ბიზნესმობაილბანკით, პირდაპირ ბიზნესმობაილბანკიდან ააქტიურებს ნაკრებს. ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც  2026 წლის 31 დეკემბრამდე გაიაქტიურებენ ბიზნესნაკრებს, პირველი 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ ისარგებლებენ პროდუქტით.ბიზნესნაკრების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/business/daily-banking/business-subscriptions/for-individuals

1793881324

გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან

ხელის გულით გადახდის პროცესი მარტივი, ერთჯერადი რეგისტრაციით იწყება. იმ ობიექტზე, სადაც განთავსებული იქნება PAL ტერმინალი, ხელის გულის დასკანერების შემდეგ, მომხმარებელი მობაილბანკით ასკანერებს QR კოდს და ირჩევს ანგარიშს, რომლის მიბმაც ხელის გულზე სურს. ამის შემდეგ, ხელის გულით გადახდა ნებისმიერ პარტნიორ ობიექტში უკვე შესაძლებელი იქნება.ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობია - როგორც სმარტფონის Face ID ფუნქცია იყენებს იდენტიფიცირებისთვის მომხმარებლის სახის უნიკალურ მახასიათებლებს, ხელის გულით გადახდის ტექნოლოგიაც ხელის გულის  ბიომეტრიულ მახასიათებლებს ამოიცნობს. შესაბამისად, გადახდისთვის მომხმარებელს არც ბარათი, არც ტელეფონი და არც სხვა ფიზიკური საშუალება აღარ დასჭირდება.ხელის გულით გადახდის დანერგვა თიბისის მომავალზე ორიენტირებული სტრატეგიის ნაწილია - მუდმივად ეძებოს შესაძლებლობები, რომლებიც მომხმარებელს მომავალთან აახლოებს და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ახალ გამოცდილებას ამკვიდრებს.თიბისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ინოვაციურ ბანკად არის აღიარებული - ხელის გულით გადახდა კი, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აქცევს გამარჯვებული გუნდი ინოვაციურ იდეებს რეალურ გამოცდილებად.

1793867057

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო...

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში ყალბ 50- და 100-დოლარიან კუპიურებს ასაღებდა. ჯამში, მის მიერ გასაღებულია 13 400 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 231 ყალბი ბანკნოტი, მათ შორის, 194 ცალი 50-დოლარიანი და 37 ცალი 100-დოლარიანი კუპიურა.საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ბანკნოტები სრულად იქნა ამოღებული.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს.

1793866415

"ფინანსური განათლების ავტობუსი"- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბან...

„ფინანსური განათლების ავტობუსი“ საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ახალი პროექტია, რომელიც რეგიონების სკოლებში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. სპეციალურად აღჭურვილი და ბრენდირებული ავტობუსი საქართველოს სხვადასხვა ცენტრებსა თუ სოფლებში მოსახლეობას საგანმანათლებლო რესურსებითა და ტრენინგებით უზრულველყოფს. პროექტში 130 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი.წლის განმავლობაში კი 180-ზე მეტი სასწავლო შეხვედრა გაიმართება. ახალი ინიციატივის წარდგენა ეროვნულმა ბანკმა 30 ოქტომბერს, დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამართა.პრეზენტაციის შემდგომ პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს“, ბაზისბანკსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.“საქართველოს რეგიონებში ფინანსური განათლების გასავრცელებლად საგანმანათლებლო პროექტი „ფინანსური განათლების ავტობუსი“ იწყება. ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ბრენდირებული ავტობუსი რეგიონებისა და სოფლების მოსწავლეებს მოემსახურება. პროექტის მიზანია ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მსგავსი შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ. „ფინანსური განათლების ხელშეწყობა ბაზისბანკისთვის გრძელვადიანი პრიორიტეტია“, — განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.ღონისძიებაზე შეჯამდა ეროვნული ბანკის მიერ წლის განმავლობაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს“ პროექტზე, რომელიც წელს ბაზისბანკის მთავარი მხარდაჭერით განხორციელდა.ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. ბაზისბანკი, მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს საინტერესო ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

1793799352

შემოსავლების სამსახური: 1-ელი დეკემბრიდან არამეწარმე ფიზიკური პირისგან...

ახალი მექანიზმის ფარგლებში, არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, შესყიდვის აქტს თავად მყიდველი მხარე გამოწერს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან -https://eservices.rs.geელექტრონულ დოკუმენტში აისახება იგივე რეკვიზიტები, რასაც ითვალისწინებს არსებული მატერიალური ფორმის დოკუმენტი. მას ასევე დაემატა ანგარიშსწორების ფორმისა და ანაზღაურების მდგომარეობის მითითების შესაძლებლობა.მნიშვნელოვანი სიახლეა შესყიდვის აქტის ელექტრონულად დადასტურების მექანიზმიც, რომელიც მონაწილე მხარეს შესყიდვის ოპერაციის დადასტურების სამ ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს: მობილურ ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის მყიდველისთვის მიწოდებას და მყიდველის მიერ მისი სისტემაში შეყვანით დოკუმენტის დადასტურებას; გამყიდველის მიერ მობილურ ტელეფონზე მიღებული ბმულის საშუალებით დოკუმენტის დადასტურებას; გამყიდველის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან დოკუმენტის დადასტურებას. ასევე, სიახლეა ის, რომ გადასახადის გადამხდელს ნებაყოფლობით შეუძლია გამოიყენოს ელექტრონული შესყიდვის აქტი არამეწარმე ფიზიკური პირისგან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაშიც.ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა შესაძლებელია არაუგვიანეს საქონლის შესყიდვის დღის შესაბამისი თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, ხოლო მისი დადასტურება, ან უარყოფა - ოპერაციის განხორციელების თვიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.შესყიდვის აქტის გამოწერა საჭირო არ არისშემდეგ შემთხვევებში: თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ისეთ ქონებას, რომლის საკუთრების უფლება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას ექვემდებარება. მაგალითად, ბინას, მიწას, ან ავტომობილს; თუ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ ოპერაციაზე უკვე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ან საგადასახადო დოკუმენტი; თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ხე-ტყეს, რომელზეც მოქმედებს ხე-ტყის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვის სპეციალური წესი. ახალი ელექტრონული შესყიდვის აქტი მარტივად იქნება ინტეგრირებადი საბუღალტრო პროგრამულ სისტემებში, რაც ხელს შეუწყობს შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვის გამარტივებას, დოკუმენტების გაციფრულებასა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.განხორციელებული სიახლის შესახებ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული პორტალის https://www.rs.ge/Meetingsspace - „შეხვედრების სივრცე“ - დახმარებით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.სასურველი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით - „RS ჩათი“, ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299.

1793797064

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციით, ფერმერებმა 1,4 მლნ ლარის შემოსავალი...

13 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში,  5,500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 1,4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 500,000 ლარს აჭარბებს. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ.არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე,  მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ.არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს  საკოორდინაციო შტაბი.

1793780430