ბიზნესი
Fitch-მა თიბისი ბანკის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

Fitch-ის ანგარიშში ხაზგასმულია თიბისის წამყვან პოზიცია საქართველოს საბანკო ბაზარზე, მისი ძლიერი ფინანსური შედეგები და კაპიტალის მაღალი მაჩვენებელი.Fitch-ის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურზე შეცვლას უკავშირდება. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის საკრედიტო პროფილის გაძლიერება ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებას, სექტორში შემოსავლებისა და დაკრედიტების ზრდას და, განსაკუთრებით, თიბისის ძირითადი საკრედიტო მაჩვენებლების გაძლიერებას.

1794567559

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თე...

ბანკის ავტოპარკს 0 კმ გარბენის მქონე ავტომობილები შეემატა. მათგან 52 ერთეული Geely Starship 7-ის დამუხტვადი ჰიბრიდული SUV-ია, 8 კი – Toyota Corolla-ს ჰიბრიდული სედანი. შერჩევისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო საწვავის ეკონომიურობა და ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაცია, თუმცა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ მთავარი პრიორიტეტია ავტომობილების გამძლეობა, საიმედოობა და უსაფრთხოება.ავთანდილ ლაბაძე, „თეგეტა ქარ რენთის“ დირექტორი: „საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე ხუთ წელს ითვლის. მოხარულები ვართ, რომ ბანკმა კვლავ გამოგვიცხადა ნდობა და ჩვენი პარტნიორობა კიდევ ერთი ეტაპით გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორს შევთავაზოთ არა მხოლოდ მის საჭიროებებზე მორგებული ახალი ავტომობილები, არამედ სრულყოფილი მომსახურებაც, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. შეთანხმების ფარგლებში ავტოპარკის გამართულ ფუნქციონირებაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და საოპერაციო პროცესების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას სრულად ჩვენ ვიღებთ. შედეგად, ბანკს აღარ უწევს ამ საკითხების დამოუკიდებლად მართვა და შეუძლია, საკუთარი რესურსი მთლიანად ძირითადი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“.Geely Starship 7 აერთიანებს ტევად სალონს, კომფორტსა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებს. მისი დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა საშუალებას იძლევა, ყოველდღიური მანძილის დიდი ნაწილი სრულად ელექტრორეჟიმში დაიფაროს, რაც სწორად ორგანიზებული ექსპლუატაციის პირობებში საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოში Geely-ს  ოფიციალური დისტრიბუტორია.Toyota Corolla ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით, საიმედოობითა და ჰიბრიდული ტექნოლოგიის პრაქტიკულობით გამოირჩევა. ეკონომიურობა და ყოველდღიური გამოყენებისთვის მოსახერხებელი მახასიათებლები მას კორპორაციული ავტოპარკისთვის ერთ-ერთ საუკეთესო არჩევანად აქცევს.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, თანამშრომლებს შევუქმნათ უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო, ამავდროულად კი ეფექტიანად ვმართოთ საოპერაციო რესურსები. „თეგეტასთან“ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ავტომობილების ეკონომიურობასა და გარემოზე ზემოქმედებას. ჰიბრიდული ავტომობილების შერჩევა საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ საწვავის მოხმარება და ყოველდღიურ საქმიანობაში უფრო ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადავიდეთ.“- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ავტოპარკის გამართული ფუნქციონირება საოპერაციო საკითხის მუდმივ კოორდინაციას მოითხოვს, რაც კომპანიებისგან დამატებით ადმინისტრაციულ და ადამიანურ რესურსს საჭიროებს. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხად განვითარდა „თეგეტა ბიზნესის“ მიმართულება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ფლიტმენეჯმენტია.მომსახურება მოიცავს ავტომობილების შერჩევასა და მიწოდებას, მათი ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს, გეგმური და არაგეგმური სერვისის ორგანიზებას, დაზღვევას, საწვავითა და მძღოლებით უზრუნველყოფასა და ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვას. ასეთი მოდელი კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაამარტივონ სატრანსპორტო პროცესები, უკეთ დაგეგმონ საოპერაციო ხარჯები, დაზოგონ ადმინისტრაციული რესურსი და მეტი დრო დაუთმონ ძირითადი საქმიანობის განვითარებას. საქართველოს ბანკთან განახლებული თანამშრომლობა ამ მოდელის თვალსაჩინო მაგალითია.--,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

1794565200

Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გააუმ...

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.

1794563883

"უნდა გამოიყოს კვალიფიციური დეველოპერი" - ლევან დიასამიძე რეგულაციების...

"ისინი დაფინანსებაში მოგვყვებიან, თუმცა მათი დამოკიდებულება ის არის, იციან საით ვითარდება ბაზარი და უფრო მსხვილ დეველოპერებს ემუშავებიან, რომლებსაც მშენებლობის გამოცდილება აქვთ და გაყიდვების გამოცდილება აქვთ", - აცხადებს ლევან დიასამიძე "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. ლევან დიასამიძე აქვე ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ისევ რჩება საკითხები, რომლებიც დამატებით რეგულირებას საჭიროებს."როდესაც მომხმარებელი მოდის და უძრავ ქონებას ყიდულობს, მან არ იცის, რა აქტივებს ფლობს კომპანია, რა ვალდებულებები აქვს მას და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად, ჩემი მოსაზრებაა, რომ უნდა გამოიყოს კვალიფიციური დეველოპერი, მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გასაჯაროების შესაძლებლობა და მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ განვადება, ინვესტორისგან თანხა, რომელსაც განვადება დავარქვით. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს თანხა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინვესტორის ჩვეულებრივი მონაწილეობა პროექტში. ეს არ უნდა იყოს ცალსახა რეგულაცია, ეს უნდა იყოს რეგულაცია, რომელსაც სარეკომენდაციო სახე ექნება. მეორე მხარეს არის მომხმარებელი, რომლის უფლებებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დეველოპერებსაც უნდა ენიჭებოდეთ რეიტინგი, ისევე როგორც ბანკებს აქვთ საკრედიტო რეიტინგი.როდესაც კომპანია 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს, ბინის თითოეული მყიდველი, ფაქტობრივად, ამ პროექტის ინვესტორი ხდება. შესაბამისად, მათი უფლებებიც სათანადოდ უნდა იყოს დაცული. თუმცა, ეს საკითხი ფართო მსჯელობას საჭიროებს", — აღნიშნა ლევან დიასამიძემ.BP.GE

1794559491

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელო...

იმისთვის, რომ ბიზნესების წარმომადგენლებმა ერთ სივრცეში შეძლონ მათთვის საჭირო ყველა მომსახურების მიღება და ნაკლები დრო დახარჯონ ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესებზე, თიბისიში, ბოლო პერიოდში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 5 სიახლე დაინერგა. ბიზნესის რეგისტრაცია თიბისის ფილიალში - თიბისიში, ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის 16 ფილიალში, დარეგისტრირდნენ შპს -დ ან ინდივიდუალურ მეწარმედ და ამისათვის, დამატებითი პროცედურების გავლა საჭირო აღარაა. ერთი ვიზიტით, ბიზნესის წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, ბიზნესის რეგისტრაციასთან ერთად, საბანკო ანგარიშიც გახსნას და საჭირო მომსახურებაც მიიღოს. ბიზნეს ანაბარი გაუმჯობესებული პირობებით- თიბისიში, ბიზნესანაბრის გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა და მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. ბიზნესანაბრის ციფრულად გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლები გაუმჯობესებული პირობით ისარგებლებენ. კერძოდ - წლიური ნომინალური განაკვეთი იქნება - 3% ლარში (რაც სტანდარტულ განაკვეთზე 1%-ით მეტია),  წლიური ეფექტური განაკვეთი კი, 2.58%-მდე. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის - ბიზნესნაკრები მეწარმეების ფინანსურ საჭიროებებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მისი გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის შესრულება. ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, აირჩიონ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი და მარტივად გააქტიურონ ის. ელექტრონული სატენდერო გარანტიისმიღება ონლაინ - ტენდერში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ელექტრონული სატენდერო გარანტია ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, ონლაინ, მობაილბანკიდან მიიღონ. გარანტიის მისაღებად კი, ფინანსური ანალიზი და უზრუნველყოფა საჭირო არ არის. პროცესი სწრაფია და სრულად ციფრული.  ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო გარანტიის კოდის მიღება განაცხადის დაფიქსირებიდან, 30 წუთშია შესაძლებელი. 70 000₾-მდე დაფინანსება მეწარმეებისთვის, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით - თიბისი ბიზნესი მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს და შესაძლებლობას აძლევს, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და 20 000₾-დან 70 000₾-მდე სესხი სრული სუბსიდირებით, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.  პროგრამაში მონაწილეობისას, ქონების უზრუნველყოფა საჭირო არ არის. სესხის ძირი თანხის 80%-ს სახელმწიფო გარანტია უზრუნველყოფს. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სესხს თიბისიში აიღებს, 6 თვის განმავლობაში, დამატებითი უპირატესობებით შეძლებს სარგებლობას. თიბისი ბიზნესის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/businessთიბისი ბიზნესის გუნდი, უახლოეს მომავალში, მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ  კიდევ არაერთ საინტერესო პროდუქტსა და მომსახურებას შესთავაზებს.

1794469740

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, eCommerce Georgia 2026 გაიმართა

კონფერენციამ 500-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა და ერთ სივრცეში გააერთიანა ბიზნესის ლიდერები, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტები.eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. ღონისძიების მიზანია ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, პროფესიული კავშირების გაძლიერება და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა.წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემები საცალო ვაჭრობის მომავალი, ელექტრონული კომერციის ზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო კომერცია იყო. მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია, გადახდების უსაფრთხოება, მომხმარებლის ნდობა, ლოგისტიკა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.ღონისძიების პროგრამა მოიცავდა მთავარ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, სამუშაო შეხვედრებსა და ნეთვორქინგის სესიებს. კონფერენციამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გასცნობოდნენ ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, გაეზიარებინათ გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები.საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და სექტორის წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

1794408770

თიბისი კაპიტალმა ბიზნესს და დიპლომატიურ კორპუსს კვლევა წარუდგინა - "შუ...

საელჩოებთან ერთად ტრადიციული შეხვედრებით, თიბისი ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და კავშირების ჩამოყალიბებას ბიზნესსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის; ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები მაკროეკონომიკურ და სექტორულ განახლებებს, ასევე ეკონომიკურ ტენდენციებს ეცნობიან, რაც კერძო სექტორს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.რეგიონში მიმდინარე სავაჭრო და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება და საქართველოსთვის ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს ქმნის. თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 2022 წლის შემდეგ დერეფანზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2026 წელს 5 მილიონ ტონას მიაღწევს. ამასთან, 2021-2025 წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის საქონლით ვაჭრობა 84%-ით გაიზარდა და 51 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დერეფნის მზარდ ეკონომიკურ მნიშვნელობას.ტვირთნაკადების ზრდასთან ერთად, დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად მისი მონაწილე ქვეყნები ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2040 წლამდე დაგეგმილი პროექტების ჯამური ღირებულება 55.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს წილი 3.4 მილიარდი დოლარია. დაგეგმილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, კასპიის ზღვის გავლით არასანავთობო ტვირთების მოცულობა 2023 წლის 3.5 მილიონი ტონიდან 2040 წლისთვის შესაძლოა 15.6 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს მზარდ როლსა და პოტენციალს შუა დერეფანში. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში შუა დერეფნის წილმა საქართველოს სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვებში 28% შეადგინა, მაშინ როცა 2022 წელს ეს მაჩვენებელი 9% იყო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტვირთების შენახვის, დახარისხების, გადამუშავებისა და რეექსპორტის სერვისების განვითარება ქვეყანას საშუალებას მისცემს, სატრანზიტო მარშრუტიდან რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს. კვლევის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარების დაგეგმილი პროექტების განხორციელებამ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა 3.6%-ით გაზარდოს.

1794408060

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვი...

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები სხვადასხვა ტიპის ტექნიკას უშუალოდ ეცნობიან, სწავლობენ ავტომობილის აგებულებასა და მუშაობის პრინციპებს, იკვლევენ ძრავის, ელექტრომობილისა და მძიმე ტექნიკის თავისებურებებს. სასწავლო პროცესი ინტერაქციულ და პრაქტიკულ აქტივობებს ეფუძნება: მოზარდები თავად ერთვებიან ტექნიკურ პროცესებში, ატარებენ ცდებს და მიღებულ გამოცდილებას თეორიულ ცოდნას უკავშირებენ.როგორც „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი ირინა წეროძე აღნიშნავს, საშაბათო სკოლის პროგრამა მოზარდების ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნა. მისი მიზანია, ბავშვებს მისცეს შესაძლებლობა, ადრეული ასაკიდან აღმოაჩინონ ტექნიკური სფეროს შესაძლებლობები, განივითარონ პრაქტიკული უნარები და თავად გამოსცადონ, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ინჟინერია.ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „პროგრამის შექმნის საფუძველი სწორედ ბავშვების ბუნებრივი ინტერესები გახდა. 12-14 წლის ასაკში მოზარდების ნაწილს უკვე მოსწონს კონსტრუქციების აწყობა, სხვადასხვა მექანიზმის მუშაობის შესწავლა, ხელსაწყოებთან ურთიერთობა და ავტომობილები. მიუხედავად ამისა, საქართველოში აქამდე არ არსებობდა ისეთი სასწავლო  პროგრამა, რომელიც ამ ბავშვებს საინჟინრო მიმართულებით ინტერესების გაღრმავებისა და შესაბამისი ცოდნის მიღების შესაძლებლობას მისცემდა.სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შეიქმნა საშაბათო სკოლა, სადაც მოზარდები უშუალოდ პროფესიონალებისგან რეალურ ტექნიკურ გარემოში ეცნობიან ძრავის, სავალი ნაწილისა და სპეცტექნიკის მუშაობის პრინციპებს. 12-14 წელი ამ გამოცდილების მისაღებად მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ამ პერიოდში ბავშვებს უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული აქვთ ინტერესები და შეუძლიათ, უკეთ განსაზღვრონ, რომელი მიმართულება იზიდავთ - ტექნიკური თუ ჰუმანიტარული“.ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის საპილოტე სემესტრი 9 შაბათს, ჯამში, 27 საათს მოიცავს. სასწავლო პროგრამა რამდენიმე პრაქტიკულ და თემატურ მოდულად არის დაყოფილი:მექანიკა და ძრავები - გადაცემათა სისტემების აწყობა და შიგაწვის ძრავების მუშაობის პრინციპების აღმოჩენა;მომავლის ტექნოლოგიები - ეკოლოგია, ელექტრომობილები, სენსორები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ავტომობილებში;დიაგნოსტიკა და უსაფრთხოება - გაუმართაობის აღმოჩენა მინიშნებებით, დამუხრუჭებისა და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება;მძიმე ტექნიკა - მოდული „გიგანტების ძალა“, რომლის ფარგლებშიც ბავშვები სპეცტექნიკას გაეცნობიან და სიმულაციურ აპარატსაც გამოცდიან.გარდა ამისა, ყოველ შეხვედრაზე გაიმართება თამაში „სიტყვების ავტოფარეხი“, რომლის საშუალებითაც მოზარდები ავტონაწილების ქართულ ტერმინოლოგიას შეისწავლიან და ტექნიკურ ლექსიკას გაიმდიდრებენ.ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „მნიშვნელოვანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე გავუღვივოთ ინტერესი ავტოინჟინერიისა და ტექნიკური პროფესიების მიმართ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულებით კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. საშაბათო სკოლა მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და სამომავლო პროფესიული არჩევანის შესახებ წარმოდგენა ადრეულ ეტაპზევე შეიქმნან. ამასთანავე, პროგრამა მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღებას არ ემსახურება - სასწავლო პროცესში ბავშვები გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებსაც ივითარებენ.ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა STEM მიმართულების განსხვავებული საგანმანათლებლო პროექტია. მისი მთავარი უპირატესობა პრაქტიკული გამოცდილება და უშუალო შეხებაა მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკასთან და დარგის სპეციალისტებთან. მონაწილეებს საშუალება აქვთ, გაეცნონ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Porsche, Lamborghini, Toyota, Volvo, JCB და MAN, მოინახულონ სერვისცენტრები და ადგილზე დააკვირდნენ სამუშაო პროცესს. ტრადიციული თეორიული სწავლებისგან განსხვავებით, პროგრამა ბავშვებს „თეგეტას“ ინფრასტრუქტურასა და სპეციალიზებულ სივრცეებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილება მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება“.კურსის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ ტრენერები, Top Master-ები და ტექნიკური ექსპერტები ასწავლიან. პროგრამის თითოეული მოდული აკადემიის გამოცდილმა ტრენერებმა შეიმუშავეს, რომლებმაც მოზარდებთან მუშაობისთვის სპეციალური მომზადება გაიარეს. პრაქტიკულ შეხვედრებში, ბავშვებთან ერთად, სერვისცენტრების სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.„სასწავლო მოდულების შემუშავებაში „თეგეტა აკადემიის“ განათლების სპეციალისტი და გამოცდილი ტრენერები მონაწილეობდნენ, რომლებიც ზრდასრულთა პროფესიულ მომზადებაზეც მუშაობენ. მოზარდებთან სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით მათ დამატებითი, სპეციალიზებული ტრენინგი გაიარეს. ამასთანავე, პროგრამის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, ბავშვებს თითოეულ სერვისცენტრში დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტებიც გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას“, - აღნიშნავს ირინა წეროძე.„თეგეტა აკადემიაში“ სწავლა 31 ოქტომბერს დაიწყო. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები ბრენდირებულ Tegeta Young Engineer Passport-ს მიიღებენ, რომელიც საშაბათო სკოლის გავლის დამადასტურებელი იქნება.„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

1794398280

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

სოფელი ქორენიში ტვიშის უნიკალურ მიკროზონაში მდებარეობს, რის გამოც სასტუმროს პარალელურად, კომპანიისთვის მეღვინეობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბაზისბანკთან პარტნიორობითა და ფინანსური მხარდაჭერით, „ქორენიშული ვერანდამ“ შეძლო სასტუმროსა და მარნის გაფართოება, სადაც ენდემური ვაზის ჯიშებისგან პრემიუმ ხარისხის ღვინოები ტვიში, უსახელაური, ოჯალეში და ლეჩხუმური ცოლიკაური იწურება.ლეჩხუმის ბუნებრივი პოტენციალი მხოლოდ მეღვინეობით არ შემოიფარგლება. რეგიონის უნიკალური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეფუტკრეობის განვითარებისთვისაც, რის საფუძველზეც კომპანიამ თაფლის გადამამუშავებელი საწარმო მოაწყო. წარმოებული პროდუქცია დღეს წარმატებით მიეწოდება სხვადასხვა სასტუმროებსა და ღვინის ბარებს.პროექტი, რომელიც თავდაპირველად საოჯახო მემკვიდრეობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, ბაზისბანკის მხარდაჭერით მასშტაბურ ბიზნესად იქცა. ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, განახორციელოს სამომავლო გეგმები და ხელი შეუწყოს ლეჩხუმის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.ბაზისბანკის და ქორენიშული ვერანდის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

1794382380

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნო...

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, 30 წლის  განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილებით, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და ექსპერტიზით, BTU-სთან ერთად, შექმნის ერთგვარ პლატფორმას, რომელიც სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ათვისებასა და, ამასთანავე, ახალგაზრდების კარიერულ მხარდაჭერას მოემსახურება.ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტასა“ და BTU-ს შორის პარტნიორობა ახალგაზრდებს  განვითარების შესაძლებლობას სწავლის პერიოდშივე შეუქმნის. უნივერსიტეტი სტუდენტებს აკადემიურ ცოდნას აძლევს, ჩვენ – პრაქტიკულ გამოცდილებას. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება -  BTU-ს ბაზაზე ვქმნით ჭკვიანი მობილობის ლაბორატორიას, სადაც სტუდენტები თანამედროვე ინფრასტრუქტურით იმუშავებენ საავტომობილო ინჟინერიაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და ელექტრომობილობაზე. ჰაკათონებსა და იდეათონებზე ისინი ჩვენს ექსპერტებთან ერთად რეალურ ბიზნესამოცანებს გადაჭრიან.  BTU-სთან თანამშრომლობა  საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდების პროფესიულ ზრდაში საუნივერსიტეტო ეტაპიდანვე ჩავერთოთ და ინდუსტრიისთვის კვალიფიციური კადრები მოვამზადოთ, სწორედ ისინი იქნებიან თეგეტელების შემდეგი თაობა“.საავტომობილო ინდუსტრია გლობალურად სწრაფად იცვლება, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი სექტორის მომავალს განსაზღვრავს. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებული ერთობლივი ინიციატივები სწორედ ამ გამოწვევებს უპასუხებს. მასშტაბურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კი უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ექნება.ერთ-ერთი მთავარი მიმართულება BTU-ს ბაზაზე ჭკვიანი მობილობისა და საავტომობილო ტექნოლოგიების ლაბორატორიის (Smart Mobility & Automotive TechLab) შექმნაა. მაღალტექნოლოგიური სივრცე „თეგეტას“ მრავალწლიან ინდუსტრიულ გამოცდილებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას დაეყრდნობა. ლაბორატორია საავტომობილო ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს, სენსორულ სისტემებს, ელექტრომობილობასა და ციფრულ სიმულაციებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი:  „BTU-სთვის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერთან, თეგეტასთან, სტრატეგიული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება ინოვაციური სტუდენტური პროექტები, შეიქმნება უპრეცედენტო ლაბორატორიები და კვლევითი ინფრასტრუქტურა, ასევე შემუშავდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი გადაწყვეტები ავტოინდუსტრიის განვითარებისთვის“.ტექნოლოგიური ბაზის შექმნასთან ერთად, პარტნიორობა პრაქტიკული პროექტების მთელ სერიასაც მოიცავს, რომლებიც სტუდენტებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში დაეხმარება. მაგალითისათვის, Tegeta ბუთქემფი, იდეათონი და ჰაკათონი ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად იმუშაონ რეალურ ამოცანებზე, შექმნან ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროტოტიპები და განვითარებული უნარები BTU-ს ციფრულ პასპორტში (AI Skills Digital Passport) ასახონ.პრაქტიკულ ინიციატივებთან ერთად, გათვალისწინებულია მუშაობა Tegeta Accelerator-ის კონცეფციაზე, რაც სტარტაპების მხარდაჭერას გულისხმობს. დაგეგმილია ერთობლივი კვლევაც, რომელიც AI ინსტრუმენტებით ავტოინდუსტრიის შრომის ბაზარსა და მოთხოვნად პროფესიებს შეისწავლის. სტუდენტების კარიერული წინსვლისთვის კი მოეწყობა „თეგეტას“ დასაქმების ფორუმი, სადაც ახალგაზრდები სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღებენ.აკადემიურ სექტორსა და მსხვილ ბიზნესს შორის ასეთი მასშტაბური სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ადგილობრივი კადრების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და საავტომობილო ინდუსტრიაში ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

1794313740