ენერგეტიკა
Vento Energy-ის 43.2 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე ტურბინების...

ელექტროსადგურზე დამონტაჟდა Goldwind-ის ექვსი GWH182-7.2MW მოდელის ტურბინა, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 7.2 მგვტ-ია. ტურბინების მონტაჟი კომპანია GOLDWIND INTERNATIONAL GEORGIA - მ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ბრეთის ქარის ელექტროსადგური საქართველოში ყველაზე მასშტაბური ქარის ელექტროსადგურია, რომელიც სრულად ადგილობრივი კომერციული ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.პროექტი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.„მოხარული ვართ, რომ საქართველოში კიდევ ერთი თანამედროვე განახლებადი ენერგიის პროექტი განხორციელდა, რომელიც სულ მალე ჩაერთვება ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემაში. მადლობას ვუხდით ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით კი კომპანია Goldwind-ს და საქართველოს ბანკს გაწეული მხარდაჭერისა და პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, - აცხადებს ზაქარია ავალიანი, ვენტო ენერჯის დირექტორი.„ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით და ასახავს Goldwind-ის გრძელვადიან ხედვას საქართველოს ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში. ქართულ ბაზარზე 2024 წელს შემოსვლის შემდეგ, ჩვენ უკვე გავაფორმეთ ცხრა ქარის ელექტროსადგურის პროექტზე შეთანხმება, რომელთა ჯამური სიმძლავრე 438 მგვტ-ს შეადგენს. მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოში ქარის ენერგიის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას, რათა ჩვენი ტექნოლოგიური გამოცდილებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ვენტო ენერჯის, საქართველოს ბანკსა და ყველა პარტნიორს ნდობისა და თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს პიტერ გუო, Goldwind Georgia-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი.„ქარის ენერგიის განვითარება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად ერთ-ერთი გადამწყვეტი მიმართულებაა. ქარის ენერგიის გენერაცია ავსებს ზამთრის ენერგოდეფიციტს და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. საქართველოს ბანკისთვის აღნიშნული მიმართულება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა. შესაბამისად, ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის დაფინანსებით ხელს ვუწყობთ საქართველოში ქარის ენერგიის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლის განმტკიცებას“, - აცხადებს ბონდო ტაბატაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

1793103404

საქართველოში გაზის სამომხმარებლო ტარიფი 7.5-8-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე...

ბერეკაშვილმა დღეს განაცხადა ისიც, რომ მთავარი აქცენტი სოციალურ კომპონენტზე უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, განსაკუთრებული მიდგომა იქნება ის, რომ სოციალური კომპონენტი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს.“კანონპროექტი მოქმედების არეალსა და საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრავს. აქცენტი მოხმარების მოცულობაზე კეთდება, რაც კომისიას სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს. ტარიფს და საბოლოო ფასს სემეკი განსაზღვრავს. დღეს საქართველოში ფიზიკური პირებისთვის გაზის სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ 55-56 თეთრს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 7.5-8-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საშუალოდ ევროკავშირში. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ბუნებრივი გაზი არ გაგვაჩნია, საქართველოს მთავრობის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, უაღრესად დაბალი ტარიფი გვაქვს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვასა და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას.“დღეის მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიანტების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის, კომუნალური ხარჯებისადმი მაღალი მგრძნობელობისა და სატარიფო რეგულირების პერიოდების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კომისიას შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით, ასევე, 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1 იანვრამდე – ბუნებრივი გაზის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით დაადგინოს განსხვავებული ტარიფები“, - ვკითხულობთ კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

1793103100

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ზუგდიდის გაზგამანაწილებელ...

„გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ზუგდიდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.აღნიშნულის გათვალისწინებით, 28 ოქტომბერს 07:00 საათიდან 21:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებს: ქალაქი ზუგდიდი, ახალაბასთუმანი, ახალსოფელი, ბაში, ზედაეწერი, ინგირი, კორცხელი, კოლხიდა, ნაცატუ, ნაწულუკუ, ოდიში, ოირემე, ოფაჩხაფუ, რიყე, რუხი, უჩაშონა, ტყაია, ურთა, აბასთუმანი, შამადელა, შამგონა, ჩხორია, ჩხოუში, ცაიში, ცაცხვი, ძველი აბასთუმანი, ძველი ხიბულა, ჭაქვინჯი, ჭითაწყარი, ჭკადუაში, ხეცერა, ჯუმი.საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოების ოპერატიულ შესრულებას გაზის მიწოდების უმოკლეს დროში აღსადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.

1793009969

ევროპაში გაზის ფასებმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია - ახლო აღმოსავლეთში მიმდ...

ნიდერლანდების TTF ჰაბში ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 1,9%-ით გაიზარდა და მეგავატ-საათზე (მვტ·სთ) 95,65 ევრო შეადგინა, რაც 2022 წლის დეკემბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სპარსეთის ყურიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის მიწოდება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 80%-ით შემცირდა.ამავდროულად, ევროკავშირში ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საცავების შევსების დონე მხოლოდ 74,6%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ისტორიულ საშუალო მაჩვენებლებს. ეს კი ზრდის ფასების მკვეთრი ზრდის რისკს ზამთრის სიცივეების დადგომისას.

1793004912

ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიის მიზეზი, ფაქტობრივად, დადგენილია

სემეკის დასკვნით 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შესაბამისი რეგულაციების დროულად განხორციელებისა და ტექნიკური ავტომატიკის გამართვის შემთხვევაში, სრულიად საქართველო შუა ზაფხულში ორი დღით არ ჩაბნელდებოდა. ამ მოსაზრებას არ იზიარებენ „სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „ხრამჰესში“. ენერგეტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ უკვე დროა, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა მოსახლეობასთან - ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან - ინდივიდუალური ხელშეკრულება გააფორმონ. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისიის მეირ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სისტემური ავარიების საკითხის დეტალური შესწავლა დაასრულა. შემოწმების ფარგლებში, გადამცემი და გენერაციის ობიექტების ქსელის წესებთან შესაბამისობა შეისწავლეს და არაერთი დარღვევა გამოავლინეს.სამუშაო ჯგუფის დასკვნა შესაბამის დაინტერესებულ პირებს გადაეგზავნებათ, მათ შორის, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“, „ხრამჰესსა“ და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე „ენერგო-პრო ჯორჯიას“. კომპანიებს დასკვნაში აღწერილ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ, რის შემდეგაც სემეკი განხილვას ორ კვირაში დაასრულებს.სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები საკმარისია იმისთვის, რომ კომისიამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის მაქსიმალური ზომა გამოიყენოს. სანქცია, ერთ შემთხვევაში, 75 000 ლარია. ვინაიდან საუბარია ორ სისტემურ ავარიაზე, თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე იქნება შესწავლილი.შეიძლებოდა თუ არა 24-25 ივლისის ავარიული გათიშვების თავიდან აცილება? დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ სამუშაო ჯგუფის შეფასებით, ამის შესაძლებლობა არსებობდა.პარალელურად, „სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ხრამჰესის“ წარმომადგენელთა მოთხოვნის საფუძველზე, სემეკის სხდომა, სადაც ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო. „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრის, ლევან მჭედელაძის განცხადებით, განხილული საკითხი, თავისი მასშტაბითა და დოკუმენტაციის სირთულით, კომპლექსურია. შედეგად, პროცესს სისტემური დამუშავება და ღრმა ანალიზი სჭირდება. სწორედ ამიტომ ითხოვეს კომპანიებმა დამატებითი დრო. მისივე თქმით, საბოლოო დასკვნა სემეკს „ელექტროსისტემისთვის“ ჯერ არ გაუგზავნია.შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ზაფხულში, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს, ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე მთელ სისტემას გადაეცა და სისტემაში არსებულმა გამორთვის ინსტრუმენტებმა სათანადოდ არ იმუშავა. რაც შეეხება „ენგურჰესს“, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ „დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში პრობლემა იყო“.ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე პირდაპირ აცხადებს, რომ სისტემა არ უნდა გათიშულიყო, მაგრამ ვინაიდან ასე მოხდა, ძალიან მალე უნდა აღდგენილიყო. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს მოსახლეობა უკვე დიდი ხანია გადაეჩვია დენის ორდღიან გათიშვას.„მასშტაბური ავარიის შემდეგ, დავინტერესდი და გაირკვა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის, მწარმოებლებიც დაზარალდნენ. ამხელა გადასახადს იხდიან, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები და მაინც ხდება ასეთი მასშტაბის ავარია, რომელზეც პასუხისმგებლობის აღება არ უნდა არავის.სხვათა შორის, სარჩელი უკვე შეტანილი მაქვს, როგორც სემეკში, ასევე ეკონომიკის სამინისტროში მოთხოვნით, რატომ არ აფორმებენ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები ინდივიდუალურ ხელშეკრულებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ეს ხომ მათი ვალდებულებაა. როდესაც „თელასის“ პრივატიზება განხორციელდა, სამი პირობა იყო შესასრულებელი: 24-საათიანი ელექტრომომარაგება, გამრიცხველიანება და თითოეულ აბონენტთან ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმება. პირველი ორი შესრულდა, მესამე - არა.ეს საკითხი ახლა, სწორედ ივლისში, ავარიული გათიშვების შემდეგ დავძარი, რადგან როგორც უკვე გითხარით, ძალიან ბევრმა იზარალა დენის ორდღიანი გათიშვის გამო. ინდივიდუალური ხელშეკრულება რომ გაფორმდება, კომპანია ვალდებული იქნება, შეცდომები აღარ დაუშვას“, - განუცხადა „რეზონანსს“ ჭიჭინაძემ.კითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ ზამთარში, როდესაც ენერგოსისტემა სრულად დაიტვირთება, დენი ავარიულად აღარ გაითიშება, ენერგეტიკოსმა გვიპასუხა, რომ ამის გარანტია ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა.„ისინი თავგასული ტრანსნაციონალური კომპანიები არიან, რომლებიც არად აგდებენ მოსახლეობის ინტერესებს. ხომ ნახეთ, სემეკის სხდომაც კი ჩაშალეს. გარანტია ის არის, რომ თითოეულ აბონენტთან გაფორმდეს ინდივიდუალური ხელშეკრულება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას თემურ ჭიჭინაძემ.resonancedaily.com

1792667760

„სამუშაო ჯგუფის დასკვნით, 24-25 ივლისს, დენის სისტემური ავარიების თავი...

„მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა 24 და 25 ივლისის სისტემური ავარიების საკითხების დეტალური შესწავლა. შესწავლილი იქნა გადამცემი და გენერაციის ობიექტების საქმიანობის ქსელის წესებთან შესაბამისობის საკითხები. არაერთი ხარვეზი და დარღვევა იქნა აღმოჩენილი სამუშაო ჯგუფის მიერ და მომზადებული და ხელმოწერილი დასკვნა გადაეგზავნებათ შესაბამის დაინტერესებულ პირებს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, ხრამჰესს და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე ენერგოპროს, იმისათვის, რომ გაეცნონ დასკვნაში წარმოდგენილ საკითხებს და წარმოადგინონ მათი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც ორი კვირის ვადაში მარეგულირებელი კომისია დაასრულებს საკითხის განხილვას და მიიღებს შესაბამის ზომებს და შედეგად დასანქცირდებიან კომპანიები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.მისივე თქმით, დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ კომისიამ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზომა – 75 000 ლარი ერთ შემთხვევაში.„ორი სისტემური ავარიაა, შესაბამისად ცალ-ცალკე მოხდება ამ საკითხებზე დასანქცირება“, - აღნიშნა ნარმანიამ.ამასთან, როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მარეგულირებელი კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ 24 და 25 ივლისს მომხდარი სისტემური ავარიების თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა შესაბამისი რეგულირებების გაკეთებით, რომელიც არ განხორციელდა თავის დროზე.„ასევე, მწყობრში უნდა ყოფილიყო ავტომატიკა და შესაბამისად სხვა მარეგულირებელი ტექნიკური ინსტრუმენტები. ამ ყველაფერზე საკმაოდ ვრცლად არის საუბარი იმ დეტალურ ანგარიშში, რომელიც იქნა წარმოდგენილი“, - თქვა დავით ნარმანიამ.ამასთან, როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, მარეგულირებელი კომისია საკითხს სწავლობს კომპანიების საქმიანობისა ქსელის წესებთან შესაბამისობის ნაწილში, ტექნიკურ ნაწილში და შესაბამისად, სისხლის სამართლებრივ დანაშაულთან დაკავშირებით მსჯელობა არ არის მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილება.„ამას სწავლობს შესაბამისი სამსახური. ჩვენ, რა თქმა უნდა, კოორდინაციაში ვიმყოფებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ვნახოთ, რა შედეგებზე გავლენ ისინი. დასკვნა, რა თქმა უნდა, საჯარო დოკუმენტია და მართაც ექნებათ საშუალება, რომ გაეცნონ დასკვნას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.რაც შეეხება ენგურჰესთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სისტემური ავარიის შედეგად გამოიკვეთა, რომ ენგურჰესზეც არსებობდა რეგულირებასთან დაკავშირებული გარკვეული ხარვეზები.„რა თქმა უნდა, ენგურჰესის მიერ მოწვეულ იქნა შესაბამისი სპეციალისტები. დღესაც ენგურჰესი დაკვირვების ქვეშ არის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ენგურჰესმა შესყიდვა უნდა გამოაცხადოს დამატებითი მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით, რათა სრულად ტექნიკურად მოწესრიგდეს ენგურჰესთან არსებული შესაბამისი მარეგულირებელი სისტემები. აქედან გამომდინარე, ეს სამუშაოები გრძელდება და ენგურჰესი ჯერჯერობით არ მუშაობს სრული დატვირთვით. წყალი დაგროვებულია ენგურჰესის რეზერვუარში და როგორც კი აღმოიფხვრება შესაბამისი ხარვეზები, ეტაპობრივად მოხდება მისი დატვირთვა.მოკლე ჩართვამ, რაც გეგუთის ხაზზე განხორციელდა, მერე ჩაითრია ენგურჰესიც. ენგურჰესზე ხუთ აგრეგატზე არსებული მარეგულირებელი ინსტრუმენტიდან ერთმა იმუშავა გამართულად, სხვა დანარჩენებზე ჩვენი დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ხარვეზი და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება ის შესყიდვა, რა შესყიდვაც მათ გამოაცხადეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

1792581028

აზერბაიჯანის შემოსავალმა ბუნებრივი აირის ექსპორტიდან 6,4 მილიარდ დოლარ...

აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი აირის ექსპორტის ღირებულება 3,7%-ით შემცირდა და 6 448,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.შედარებისთვის, 2025 წლის შესაბამის ცხრა თვეში აზერბაიჯანმა 18 527,8 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა ექსპორტზე, რომლის ღირებულებაც 6 698,6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

1792402294

ევროპაში გაზის ფასმა 2022 წლის ბოლოდან მოყოლებული ყველაზე მაღალ ნიშნულ...

ნიდერლანდების TTF ჰაბზე ფიუჩერსების ფასმა 0,7%-ით მოიმატა და მეგავატ-საათზე 88,12 ევრო შეადგინა, რაც 2022 წლის დეკემბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავები ამჟამად 74%-ზე ოდნავ მეტადაა შევსებული, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბოლო ხუთი წლის სეზონურ საშუალო მაჩვენებელს — 89%-ს. Bloomberg Intelligence-ის მონაცემებით, აზიასთან გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) გამო კონკურენციის გამძაფრებამ და ზამთრის პერიოდში გაზრდილმა მოთხოვნამ შესაძლოა ბუნებრივი აირის ფასი მეგავატ-საათზე 102 ევრომდე აიყვანოს.

1792401567

„გაზპრომი“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიყიდვას განაახლებს

ნასიროვის თქმით, „გაზპრომთან“ თანამშრომლობა გაზის ინდუსტრიაში ურთიერთქმედების უნიკალური მაგალითია: SOCAR-ი თავდაპირველად რუსულ გაზს ყიდულობდა, შემდეგ თავად აწვდიდა გაზს რუსულ კომპანიას, ახლა კი კვლავ მყიდველის როლში გამოსვლას აპირებს.„შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ისეთ გიგანტთან თანამშრომლობა, როგორიც „გაზპრომია“, შესანიშნავი მაგალითია. SOCAR, სავარაუდოდ, ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელმაც „გაზპრომისგან“ გაზი შეიძინა, შემდეგ თავად მიაწოდა მას გაზი, ახლა კი კვლავ შესყიდვას გეგმავს“, — აღნიშნა ნასიროვმა.მან ხაზი გაუსვა, რომ გაზის ყიდვა-გაყიდვა, ისევე როგორც სეზონური გაცვლითი ოპერაციები, მსგავსი კომპანიების საქმიანობაში სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს.თუმცა, პოტენციური მიწოდების კონკრეტული მოცულობები და ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა მოცულობის შესყიდვები იგეგმება, ნასიროვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმები არ არსებობს.„გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმაც დაადასტურა, რომ რუსული კომპანიისთვის ცნობილია აზერბაიჯანული მხარის განზრახვა — განაახლოს გაზის შესყიდვა.„დიახ, ჩვენ ინფორმირებულები ვართ“, — განუცხადა მილერმა ჟურნალისტებს ფორუმ „რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის“ მიმდინარეობისას.რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა გაზის სექტორში უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ორივე ქვეყანა ბუნებრივი აირის როგორც მყიდველის, ისე მიმწოდებლის როლში გამოდიოდა. ამ ურთიერთქმედების ერთ-ერთ მექანიზმად კვლავ რჩება გაზის სეზონური გაცვლითი ოპერაციები.

1792401427

გიორგი ფანგანმა ტოკიოში წყალმომარაგების შესახებ გამართულ შეხვედრაში მო...

კომისიის წევრმა სემინარის მონაწილეებს გააცნო საქართველოში წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპები და სატარიფო პოლიტიკა.სემინარი გაიმართა საერთაშორისო წყლის მენეჯმენტის კომპანია „აქუალიასა“ და იაპონიაში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მასპინძლობით.როგორც გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სემეკის საქმიანობაში წყალმომარაგების სექტორის ეფექტიანი რეგულირება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას:„წყალმომარაგება წარმოადგენს კაპიტალტევად დარგს და სექტორში მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სოლიდური ინვესტირებით. დღეისათვის საქართველოს წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 8 ლიცენზიატი კომპანია. სემეკის მიზანია, რომ ეფექტიანი რეგულირებით ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სექტორის პერმანენტულ განვითარებასა და სამართლიან სატარიფო პოლიტიკას, სადაც თანაბრად იქნება დაცული როგორც მომსახურე კომპანიის, ასევე მომხმარებლის უფლებები.აღსანიშნავია, რომ მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის Aqualia-ს დაინტერესება საქართველოს წყალმომარაგების სექტორით ქვეყნის გამჭვირვალე მიდგომებისა და ეფექტიანი რეგულირების დასტურია, რაც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.წყალმომარაგების მენეჯმენტის შესახებ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში გამართული სემინარი მიზნად ისახავდა წყალმომარაგების სექტორში საჯარო და კერძო თანამშრომლობის წარმატებული მოდელების, რეგულირების გამოცდილებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.გიორგი ფანგანთან ერთად, სემინარზე სიტყვით წარდგნენ წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

1792395627