საუდის არაბეთი აგვისტოში აზიელი და ევროპელი მყიდველებისთვის ნავთობის ფასებს გაზრდის. ამის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიაში Saudi Aramco განაცხადეს.

აზიის ბაზრისთვის განკუთვნილი ძირითადი საექსპორტო კლასის Arab Light-ი ბარელზე 1 დოლარით გაძვირდება და ოთხთვიან პიკს მიაღწევს.

მისი ფასი ომანი/დუბაის ნავთობის კალათის ფასს 2.2 დოლარით გადააჭარბებს.

ჩრდილო-დასავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის ყველა კლასის ნავთობის ფასი ბარელზე 1.4 დოლარით გაიზრდება.