"ავერსი" სიყვარულით გილოცავთ დედის დღეს ️
ლექსი: მიხეილ ქვლივიძე
კითხულობს: გიორგი ქვლივიძე
"ავერსი" სიყვარულით გილოცავთ დედის დღეს ️
ლექსი: მიხეილ ქვლივიძე
კითხულობს: გიორგი ქვლივიძე
კამპანია საიმიჯო ვიდეორგოლით გაიხსნა, რომელიც კრეატიულ სააგენტო JoyBoy-სთან კოლაბორაციით მომზადდა. ვიდეო სხვადასხვა პროფესიის 27 ქალს აერთიანებს: მექანიკოსებს, სატვირთოს მძღოლებს, მეშახტეებსა თუ ექიმებს - მათ, ვინც თავისი საქმით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ქალი მართავს და მართავს თავდაჯერებით.ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „ჩვენი მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ ყველას ნათლად დავანახოთ, რომ არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც ქალებს არ შეუძლიათ. მარტი სრულად ქალებს მივუძღვენით, გვინდა, ეს იყოს თვე სავსე აღიარებითა და შთამაგონებელი ისტორიებით.„თეგეტა ჰოლდინგის“ პრიზმიდან ქალის მმართველობითი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვსურს, მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ ამ მასშტაბურ, სტერეოტიპულად მასკულინურ ინდუსტრიაში, კომპანია მათ გვერდით დგას, აფასებს მათ შრომას და აღიარებს მათ წარმატებას. საიმიჯო ვიდეო, ინტერვიუების სერია და ყველა ის აქტივობა, რომლებიც დაიგეგმა, ერთ გზავნილს ემსახურება - ქალი წარმატებულია ყველა სფეროში, რასაც აირჩევს. ამასთან ერთად, ეს კამპანია ჩვენთვის ძალიან ავთენტიკურია, რადგან უშუალოდ „თეგეტასაც“ 30-წლიან ისტორიაში პირველად ქალი მართავს“.საიმიჯო ვიდეო, ინტერვიუების სერია, სხვადასხვა აქტივობა მასშტაბური კამპანიის ნაწილია. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება კომპანიის შიდა კულტურაზეც: „თეგეტა“ აცხადებს, რომ ქალების როლი კომპანიის განვითარებაში განსაკუთრებულია.თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი: „ქალების მხარდაჭერა „თეგეტასთვის“ მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა ან მარტის კამპანია არ არის, ეს ჩვენი გრძელვადიანი, თანმიმდევრული სტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გენდერულად თანასწორი გარემო, სადაც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ყველასთვის თანაბარია. სწორედ ამიტომ ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკითა თუ გადამზადების პროგრამებით აქტიურად ვუწყობთ ხელს ქალების გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამყვან პოზიციებზე დასაქმებული ქალების მაჩვენებელი 18-დან 32%-მდე გაიზარდა. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ სამუშაო სივრცით არ შემოიფარგლება - CSR პროექტებით მხარს ვუჭერთ ქალებს სპორტში, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა სოციალურ ინიციატივაში. გვჯერა, რომ ბარიერების მსხვრევა და რეალური ცვლილებების მოტანა მხოლოდ სისტემური მიდგომით არის შესაძლებელი“.სწორედ კორპორაციული ღირებულებებია ის საფუძველი, რასაც „თეგეტა ჰოლდინგის“ მარტის აქტივობები ეფუძნება. საზოგადოება გაიცნობს ავტოინდუსტრიაში დასაქმებულ ქალებს. ასევე „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციაში, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ კომპანიის მიერ განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც სწორედ ქალთა გაძლიერებას უჭერს მხარს. მარტის კამპანია კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორი წარმატებით მართავს ქალი რთულ პროფესიებსა და ყოველდღიურ გამოწვევებს; და რომ საბოლოოდ მართვა არა მხოლოდ საქმიანობის ნაწილი, არამედ ის შინაგანი ძალაა, რომელსაც ქალები ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებენ.„თეგეტა ჰოლდინგი“, ავტოინდუსტრიაში ტრადიციულად მამაკაცებით დომინირებულ სექტორში, სისტემურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ინიციატივებს, რომელიც კომპანიის CSR სტრატეგიის ნაწილია. კომპანიაში სჯერათ, რომ ქალები პროფესიონალიზმით, მიზანდასახულობითა და შეუპოვრობით მუდმივად ამტკიცებენ, რომ წარმატებას განსაზღვრავს არა გენდერი, არამედ ცოდნა, შრომა და მონდომება. „თეგეტას“ ქალთა გაძლიერების პროგრამებიც ზუსტად ამას ასახავს. ის მოიცავს ქალი ლიდერების გაძლიერებას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციას. ბოლო ერთ წელიწადში ქალთა წარმომადგენლობა ტოპ-მენეჯმენტში 18%-დან 32.35%-მდე გაიზარდა, ხოლო 2023 წელს კომპანიამ პირველად დანიშნა ქალი CEO. დღეს ქალები კომპანიის თანამშრომელთა 24%-ს შეადგენენ, მათ შორის ტექნიკურ, საინჟინრო, სერვისის პოზიციებზე. „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც მსუბუქი და მძიმე ტექნიკის მიმართულებით პირველი ქალი მექანიკოსები მოამზადა და დაასაქმა. „თეგეტა აკადემიის“ პროგრამების ფარგლებში გასულ წელს 172-მა ქალმა გაიარა პროფესიული გადამზადება. კომპანია ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა 2019 წლიდან, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან - გაეროს სააგენტოებთან ამ საკითხებზე, ახორციელებს ცნობიერების ამაღლების პროექტებს, როგორიცაა „მამაკაცური საუბრები“, „მამების სკოლა“, კამპანიებს და ა.შ. დანერგილი აქვს სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა და თანასწორი სამუშაო გარემოს სტანდარტები. კომპანია კაცებით დომინირებულ სექტორებზე სტერეოტიპების მსხვრევას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტშიც ცდილობს - მათ შორისაა ქალი რალისტებისა და ქალი ფეხბურთელების მხარდაჭერა, ქალების გაძლიერება ციფრულ პროფესიებში და სხვ.--,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
1772786100
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად.„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან და ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრთან, ლაშა ხუციშვილთან. 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გავუწიეთ და დღემდე ვრჩებით ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად.სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ეს საუკეთესო „დაზღვევაა“ გარე შოკების წინააღმდეგ.ჩვენ, ასევე, განვიხილეთ საქართველოს პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობები შუა დერეფანში ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების მიმართულებით. სიამოვნებით მოვისმინე ინოვაციურ და გარდამტეხ პროექტებზე, რომლებიც ADB-ის საქართველოში წამყვან საფინანსო განვითარების ინსტიტუტად აქცევს, მათ შორისაა, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციები. ერთად გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხარდასაჭერად“, - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა.
1772785032
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორ კრისტინ ენგსტრომთან, გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორ სოპნენდუ მოჰანტისთან, სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრ არტაკ მანუკიანთან. შეხვედრებში ნინო ჯელაძესთან ერთად მონაწილეობდა სებ-ის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გოგუაძე. განიხილეს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგულირების თანამედროვე მიდგომები, ზედამხედველობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, სენდბოქსის მექანიზმების გამოყენება ინოვაციების მხარდაჭერისთვის და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების მართვასა და პოლიტიკის ეფექტიან ფორმირებაზე.ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ფინანსურ მომსახურებებში. თავის მხრივ, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელმა თათია წიკლაურმა სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს წამყვან ფინანსურ მარეგულირებლებთან ერთად იმსჯელეს AI-თან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.სამიტის მიმდინარეობისას ასევე ფართოდ განიხილეს ციფრული აქტივების ბაზრის ევოლუცია და ტოკენიზაციის პერსპექტივები, ინსტიტუციური ფინანსების მიმართულებით. დისკუსიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სტაბილური ვირტუალური აქტივების რეგულირების საკითხებს, მათ შორის მომხმარებელთა დაცვის, ფინანსური სტაბილურობისა და რეზერვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებს. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ სტაბილური ვირტუალური აქტივის სწრაფი განვითარება საჭიროებს შესაბამის საზედამხედველო ჩარჩოებს, რათა ინოვაცია თანხვედრაში იყოს ბაზრის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან.GFTN Forum Japan 2026 - მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარებისთვის, სადაც ინოვაცია, ეფექტიანი რეგულირება და ფინანსური სტაბილურობა თანამედროვე ფინანსური სისტემის მთავარი საფუძვლებია.
1772784908
5 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, „კრედო ბანკი“ 60 000 ლარით შემდეგი მიზეზებით დაჯარიმდა: შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევის გამო; 6 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელდა კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი, გარიგების, საქმიანობის, ქონების და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა; 2 კლიენტთან მიმართებით, რისკის შესაბამისად არ განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის განახლება; 1 კლიენტთან მიმართებით, კომერციულმა ბანკმა არ განახორციელა შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება; 1 კლიენტთან მიმართებით, გამოვლინდა პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა.
1772784524
შეთავაზების ფარგლებში, 8 მარტს, ის მომხმარებლები, რომლებიც „ელიტში“ სასურველ ნივთს საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით შეიძენენ, 20%-იან ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 200 ლარი) აქცია ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ არხებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე. ქეშბექი ერთჯერადია და მომხმარებლებს ის სამი სამუშაო დღის განმავლობაში დაუბრუნდებათ.ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
1772782740
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სტატიები საქართველოზე განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ამ პუბლიკაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნდება ოპინიონ-ფორმატში, რაც ავტორებს საშუალებას აძლევს არა ხოლოდ საკუთარი ანალიტიკური შეფასებები, არამედ პოლიტიკური რეკომენდაციები წარმოადგინონ.სტატიაში ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მოყვანილია მონაცემი, რომლის მიხედვითაც 2022–2025 წლებში 72 კომპანიამ ირანული ნავთობპროდუქტები შემოიტანა საქართველოში. ავტორი ეყრდნობა ორგანიზაციის — Civic IDEA — კვლევას. აღნიშნული ორგანიზაცია საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ინსტიტუტია, რომელიც მუშაობს დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში 12 800-ზე მეტი ირანული კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა ნაწილი ერთსა და იმავე მისამართებზე ფიქსირდება. ავტორი ამ ფაქტიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ გარკვეული კომპანიები შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ პოლიტიკურ ელიტებთან და გამოიყენებოდნენ სანქციების გვერდის ავლისთვის.თუმცა აქ მნიშვნელოვანია ფაქტისა და ინტერპრეტაციის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ირანული ბიზნესის რაოდენობის ზრდა საქართველოში მართლაც ფიქსირდება, მაგრამ დასკვნა, რომ ეს კომპანიები სისტემურად გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, დამატებით მტკიცებულებებს საჭიროებს.ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით ირანთან სავაჭრო ურთიერთობები სრულად აკრძალული არ არის. მიუხედავად რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობის ზრდისა, პრაქტიკაში მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ან მცირე მასშტაბის ბიზნესია, ან საერთოდ არ ახორციელებს აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას.ამ ფონზე დასკვნა, რომ საქართველო უკვე ჩამოყალიბდა როგორც „სანქციების გვერდის ავლის ჰაბი“, შესაძლოა შეფასდეს როგორც სულ მცირე გადაჭარბებული ინტერპრეტაცია, რომელიც სტატისტიკური მონაცემების პირდაპირ შედეგს არ წარმოადგენს.სტატიაში განსაკუთრებით მკვეთრია ავტორის პოლიტიკური შეფასებები, სადაც საუბარია იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა საქართველოზე ზეწოლის მექანიზმები გამოიყენოს. ასეთი რეკომენდაციები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ტექსტი წარმოადგენს არა ნეიტრალურ ჟურნალისტურ რეპორტაჟს, არამედ ავტორის პოლიტიკურ ანალიტიკურ პოზიციას.ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომელსაც აღნიშნული სტატია პრაქტიკულად არ განიხილავს — საქართველოს ლიბერალური ბიზნესგარემო. საერთაშორისო ეკონომიკური რეიტინგების მიხედვით, ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე მარტივ იურისდიქციად ითვლება ბიზნესის რეგისტრაციის თვალსაზრისით. კომპანია საქართველოში ხშირად შესაძლებელია დარეგისტრირდეს ძალიან მოკლე დროში, ხოლო უცხოელი ინვესტორებისთვის შეზღუდვები მინიმალურია. ამას ემატება დაბალი საგადასახადო ტვირთი და შედარებით მარტივი რეგულაციები.ამ პირობებში უცხოური კომპანიების დიდი რაოდენობის რეგისტრაცია ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ისინი რეალურად ახორციელებენ აქტიურ ოპერაციებს ან გამოიყენებიან კონკრეტული ფინანსური სქემებისთვის.საგულისხმოა კიდევ ერთი სამართლებრივი ასპექტიც. საქართველო არ არის იურიდიულად ვალდებული ავტომატურად შეუერთდეს არც ევროკავშირის და არც აშშ-ის ყველა სანქციას, გარდა კონკრეტული საერთაშორისო ვალდებულებებისა. პრაქტიკაში ქვეყანა ხშირად პოლიტიკურად უერთდება გარკვეულ სანქციურ ზომებს, თუმცა ეს ყოველთვის სავალდებულო სამართლებრივ ვალდებულებას არ წარმოადგენს.ამ გარემოებათა გათვალისწინებით, დასავლურ ანალიტიკურ სივრცეში პერიოდულად ჩნდება ეჭვი, რომ კომპანიებმა შესაძლოა გამოიყენონ საქართველო როგორც ტრანზიტული ან შუამავალი ბაზარი. თუმცა დღემდე ასეთი სქემების არსებობა ფართომასშტაბიან დონეზე დოკუმენტურად არ დადასტურებულა.ახლა რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკურ მონაცემებს. საქართველოსა და ირანი შორის სავაჭრო ურთიერთობები ბოლო წლებში შედარებით მცირეა, მაგრამ სტაბილური. ქვემოთ არის 2024 წლის სრული მონაცემები და 2025 წლის (იანვარი–ნოემბერი) მიმდინარე მონაცემები.საქართველო–ირანის ექსპორტ-იმპორტი 2024–2025 წლებში, დიდად არ გაზრდილა. 2024 წელს საქართველოს ექსპორტი ირანში დაახლოებით 36.7 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო საქართველოს იმპორტი ირანიდან: დაახლოებით 285 მლნ აშშ დოლარი, სავაჭრო ბრუნვა ჯამში: დაახლოებით 321–322 მლნ დოლარია. 2025 წელი (იანვარი–ნოემბერი) ექსპორტი საქართველოდან ირანში: 32.8 მლნ დოლარი, იმპორტი ირანიდან საქართველოში: 229.8 მლნ დოლარი, სავაჭრო ბრუნვა: დაახლოებით 262.6 მლნ დოლარი. პროცენტული თვალსაზრისით მთლიან ექსპორტ იმპორტში ძალიან მცირეა: ექსპორტში ირანის წილი 0.5–0.6%-ია, ხოლო იმპორტში 1,7 %.როგორც ვხედავთ ბოლო 2 წელიწადში არანაირი ზრდა არ არსებობს, პირიქით 2025 წელს მცირედით შემცირებულია და თუ ბოლო წლებს შევადარებთ იგი სრულ თანხვედრაშია სამშენებლო ინდუსტრიის მაღალი ზრდის ტემპებთან.საქართველოს მთავარი იმპორტი ირანიდან არის სამშენებლო ინდუსტრიის ნაწილი: რკინა-ფოლადი, პლასტმასა, კერამიკული ფილები, მინა და მინის პროდუქცია, ასევე საკვები პროდუქტები (რძის ნაწარმი და სხვ.), რაზეც ამ სტატიაში მინისნებაც კი არ არის. მართალია, ირანი საქართველოსთვის სტაბილური სავაჭრო პარტნიორია, თუმცა წამყვანი სავაჭრო ქვეყნების ტოპ-10-ში არ შედის და ძირითადად ძირითად 20 ულშია სავაჭრო ბრუნვის მიხედვით. ვიზუალური შედარება, რომ მოვახდინოთ რეგიონის ქვეყნებთან თუ წარმოვიდგენთ საქართველოს ვაჭრობას 100%-ად პირველ მეორე ადგილზე თურქეთი და რუსეთიაშესაბამისად 15% და 12%, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 6-7 % და სომხეთი 4-5 %, ირანის წილი მთლიან ვაჭრობაში სულ 1 %-ის ფარგლებშია. ჩემი შეფასებით, აქ არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი მიუხედავად იმისა, რომ ირანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკაა, საქართველოსთან ვაჭრობა მაინც მცირეა. ამის უკან რამდენიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორი დგას.პირველ რიგში ეს არის საერთაშორისო სანქციების ზეგავლენა, ირანი წლებია იმყოფება ფართო სანქციების ქვეშ, განსაკუთრებით აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან.თავის მხრივ, საერთაშორისო სანქციები იწვევს - საბანკო გადარიცხვების სირთულეს, საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში შეზღუდვებს (ირანის ბანკები შეზღუდულად მუშაობს საერთაშორისო სისტემაში, მაგალითად SWIFT-თან შეზღუდვები, რასაც ემატება კომპანიების რისკი, რომ სანქციები შეეხოთ. ამიტომ ბევრი ქართული და უცხოური კომპანია ერიდება ირანთან დიდ მასშტაბზე ვაჭრობას.ბოლო წლებში საქართველოს სავაჭრო პოლიტიკა ძლიერ არის დაკავშირებული ევროკავშირთან, არსებობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (DCFTA) ევროკავშირთან და საკრედიტო რესურსების დასავლურ ბაზრებთან, ამიტომ კომპანიები ხშირად ევროპისა და თურქეთის ბაზრებზე არიან ორიენტირებული.ამ მონაცემებისა და ფაქტობრივი გარემოებების ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რამდენად შეესაბამება სტატიის მყვირალა სათაური რეალურ ეკონომიკურ სურათს და რამდენად არის იგი უბრალოდ სენსაციური ნარატივის შექმნის მცდელობა. სტატისტიკა და მოქმედი სამართლებრივი გარემო მიუთითებს შედარებით მცირე მასშტაბის სავაჭრო ურთიერთობებზე და არა იმგვარ სისტემურ მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ირანის მიერ სანქციების გვერდის ავლის ჰაბად შეიძლება შეფასდეს.ასეთ პირობებში საფუძვლიანია ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თემის ხელოვნურ დრამატიზებასთან და ეკონომიკური რეალობის პოლიტიზებულ ინტერპრეტაციასთან", - წერს ცუცქირიძე.
1772726881
რატომ წაშალა ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ ქართველი კონტრიბუტორის სტატია, სა...
1772448120
ნათია თურნავა - "ქართუ" და კიდევ სამი ბანკი ჩინეთის საგადახდო სისტემა...
1772699795
ნათია ჯანაშიას მცდარი გადაწყვეტილება და შეცდომაა “ბრიტანულ–ქართული აკა...
1772618984
„ეკონომიკური კოლაფსის სცენარი არ განხორციელდა, მაკროეკონომიკური რეალობ...
1772632145
„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
1772193480