აზერბაიჯანმა და მოლდოვამ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

აზერბაიჯანული პრესის მიხედვით, პროდუქტიული დისკუსიები გაიმართა SOCAR-ის პრეზიდენტ როვშან ნაჯაფსა და მოლდოვას ენერგეტიკის მინისტრ დორინ ჯუნგიეტუს შორის შეხვედრის დროს.

„შეხვედრაზე აღინიშნა აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით ხაზი გაესვა სამხრეთის გაზის დერეფნის როლს. ასევე განიხილეს SOCAR-სა და მოლდოვას ენერგეტიკულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხები.