ახალი ამბები ბიზნესი ფინანსები ეკონომიკა ენერგეტიკა საზოგადოება მსოფლიო ჯანდაცვა რეიტინგი ელ-ვერსია გალერეა ბლოგი
ახალი ამბები
ბიზნესი
ფინანსები
ეკონომიკა
ენერგეტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
ჯანდაცვა
რეიტინგი
ელ-ვერსია
გალერეა
ბლოგი
მეტი
ელ-ვერსია
ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #624

  https://www.slideshare.net/BFM2015/bf-624  

1611572797

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #612

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-612  

1605609169

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #616

  https://www.slideshare.net/BFM2015/bf-616  

1605607895

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #615

  https://www.slideshare.net/BFM2015/bf-615  

1605604799

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #614

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-614  

1605604263

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #613

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-613  

1605601787

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #609

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-609

1601295903

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #595

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-595

1593092484

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #594

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-594

1593092286

ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #593

https://www.slideshare.net/BFM2015/bf-593

1593092047

შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის გაიაფება? - შესაძლებელია, თუ შუამა...

1793178394 • ენერგეტიკა

aversi
ყველაზე კითხვადი

ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიის მიზეზი, ფაქტობრივად, დადგენილია

1792667760

ნათია ჯანაშია 20 მილიონიან გრანდიოზულ სასახლეზე შეკითხვებს არ პასუხობს

1792661403

ნათია ჯანაშია განაგრძობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - არანაირი სა...

1792048055

შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის გაიაფება? - შესაძლებელია, თუ შუამა...

1793178394

საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგე...

1792156126

ენერგეტიკა

1793192357

ჩვენი ამოსავალი წერტილია სოციალური საკითხების და მოწყვლადი მომხმარებლე...

„პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის ერთი ნაწილი, უბრალოდ, მოქმედი ნორმის გაგრძელებაა. ეს ეხება სასმელი წყლის და წყალარინების ტარიფებს, რომელიც გულისხმობს, რომ კომისიას აქვს უფლება ჯვარედინი სუბსიდირება გამოიყენოს ტარიფის დადგენის დროს. მისი ვადა გრძელდება, რადგანაც არსებული ტარიფები წყალმომარაგების სექტორში უკვე დადგენილია იმ სახით, რომ ძირითადად, კომერციულ ტარიფზე არის ტვირთი გადატანილი. შესაბამისად, 2026 წლის დეკემბერში ამ ნორმას ვადა გასდის და ჩვენ, უბრალოდ, მას ვადას ვუგრძელებთ.მეორე ნაწილი რაც არის, ეს არის უკვე უშუალოდ, რომ მოხდეს სხვადასხვა ტიპის ტარიფის დადგენა, მოცულობის მოხმარებასთან დაკავშირებით.დღეს, როგორც ვიცი, უკვე უნდა დამტკიცდეს ეს კანონი და შევა ძალაში. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე მოხდება, კანონიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები ჩვენს ნორმატიულ აქტებში, კონკრეტულად, ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში და შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, გამოისახება რა ტიპის სტრუქტურა იქნება ტარიფების მიმართ, როგორც ბუნებრივი გაზის სექტორში, ისე წყალმომარაგების სექტორში.თუ კანონი იქნა მიღებული, ამ კანონის საფუძველზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება ზუსტად იმ საფუძვლებით, რაც კანონის განმარტებით ბარათს ახლავს და უკვე ახალი მეთოდოლოგიით, ახალი სატარიფო სტრუქტურით დამტკიცდება ტარიფები ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სექტორებში.ახლა მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უშუალოდ ტარიფებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს როგორც მარეგულირებელი აუდიტი, ისე ტარიფის შემადგენელი ძირითადი კომპონენტების დათვლა და დეკემბრის ბოლოს, როგორც ყოველთვის, უკვე გვექნება ზუსტი სურათი, როგორი იქნება ტარიფები მომხმარებლებისთვის.ზოგადად, არსებობს ძალიან ბევრი ტიპის ტარიფი, რომ ავიღოთ მსოფლიო პრაქტიკა, მაგალითისთვის გეტყვით, არსებობს დღეღამური ტარიფი, რაც აპრობირებულია დასავლეთში, არსებობს ფიქსირებული ტარიფები, ასევე, მოხმარების მიუხედავად როცა იხდი გარკვეულ თანხას, იგივე ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ტარიფი და ა.შ.ჩვენ დღეს საქართველოში რაც გვაქვს, ეს არის ერთადერთი - საფუხერებრივი ტარიფი, რაც არის ელექტროენერგეტიკაში. მოგეხსენებათ, სამი საფეხურია, რომელიც ყოველთვე ანგარიშდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო თვიდან ვიწყებთ ახალ ათვლას.რაც შეეხება ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფებს, ჩვენ მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ, გვეცოდინება უკვე იმიტომ, რომ არსებობს რამდენიმე სცენარი, რომლებითაც შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ჩვენი ამოსავალი წერტილი ეს არის სოციალური საკითხების გათვალისწინება, მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას ანუ ენერგიის დაზოგვის საშუალებას.მეთოდოლოგიაში გვაქვს რამდენიმე სცენარი გათვალისწინებული და რომელსაც დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა, მოსახლეობას გავაცნობთ“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

1793190126

ახალი მეთოდოლოგიით, ახალი სატარიფო სტრუქტურით დამტკიცდება ტარიფები ბუნ...

„კანონპროექტი რომელიც ინიცირებულია პარლამენტში დავიწყებ იქედან რომ მისი ერთი ნაწილი არის უბრალოდ მოქმედი ნორმის გაგრძელება ეს ეხება სასმელი წყლის და წყალარინების ტარიფებს რომელიც გულისხმობს რომ კომისიას აქვს უფლება ჯვარედინი სუბსიდირება გამოიყენოს ტარიფის დადგენის დროს იმისი ვადა გრძელდება რადგანაც არსებული ტარიფები წყალმომარაგების სექტორში უკვე დადგენილია იმ სახით რომ ძირითადად კომერციულ ტარიფზე არის ტვირთი გადატანილი. შესაბამისად 2026 წლის დეკემბერში ამ ნორმას ვადა გასდის და ვადა უგრძელდება ამ ნორმას. მეორე ნაწილი რაც არის ეს არის უკვე უშუალოდ იმის უფლებამოსილება კომისიის დელეგირება რომ მოხდეს სხვადასხვა ტიპის ტარიფების დადგენა მოცულობის მოხმარებასთან დაკავშირებით.დღეს როგორც ვიცი უკვე უნდა დამტკიცდეს ეს კანონი და შევა ძალაში ამის შემდეგ რა თქმა უნდა უკვე მოხდება კანონიდან გამომდინარე გარკვეული ცვლილებები ჩვენს ნორმატიულ აქტებში კონკრეტულად ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაში და და შემდეგ უკვე გამოისახება რა ტიპის სტრუქტურა იქნება ტარიფების მიმართ როგორც ბუნებრივი გაზის სექტორში, ასევე წყალმომარაგების სექტორში.თუ კანონი იქნა მიღებული, არ მაქვს ინფორმაცია არის თუ არა დამტკიცებული კანონი რა თქმა უნდა ამ კანონის საფუძველზე დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება ზუსტად იმ საფუძვლებით რაც მათ შორის კანონის განმარტებით ბარათს ახლავს და უკვე ახალი მეთოდოლოგიით, ახალი სატარიფო სტრუქტურით დამტკიცდება ტარიფები ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, რადგანაც მათ ტარიფებს ვადა გასდით ზუსტად მიმდინარე წლის დეკემბერში.ახლა მიდის აქტიური მუშაობა უშუალოდ ტარიფებთან დაკავშირებით მიდის როგორც მარგველებელი აუდიტი, ასევე სხვა ტარიფის ძირითადი შემადგენელი კომპონენტების დათვლა და დეკემბრის ბოლოს როგორც ყოველთვის უკვე გვექნება ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იქნება ტარიფები მომხმარებლებისთვის.გაზის შემთხვევაში იყო ტარიფები დადგენილი რამოდენიმე ტიპის ხოლო ჩვენს შემთხვევაში ახლა რაზც ვსაუბრობთ ვადა გასდის 2026 წელს.საერთოდ არსებობს ძალიან ბევრი ტიპის ტარიფი რომ ავიღოთ მსოფლიო პრაქტიკა მაგალითისთვის გეტყვით დღე-ღამური ტარიფი არსებობს ძალიან აპრობირებული არის იგივე დასავლეთში, არსებობს ფიქსირებული ტარიფები, არის მომხმარების მიუხედავად იხდი გარკვეულ თანხას ამას უწოდებენ ინფრასტრუქტურის მზადყოფნის ტარიფს და ასე შემდეგ. ჩვენ დღეს საქართველოში რაც გვაქვს, გვაქვს ერთადერთი საფეხურებრივი ტარიფი ეს არის ელექტროენერგეტიკაში მოგეხსენებათ რომ სამი საფეხურია რომელიც ყოველთვე ანგარიშდება. ეს იმას ნიშნავს რომ ყოველი მომდევნო თვიდან იწყებთ ახალ ათვლას.რაც შეეხება ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების ტარიფებს ჩვენ მეთოდოლოგიის დამტკიცების შემდეგ გვეცოდინება უკვე იმიტომ რომ არსებობს რამოდენიმე სცენარი რომლითაც შეიძლება განვითარდეს მოვლენები რა თქმა უნდა ჩვენი ამოსავალი წერტილი ეს არის სოციალური საკითხების გათვალისწინება მოწყვლადი მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, ასევე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შემოვიღოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობას, ენერგიის დაზოგვის საშუალებას.ერთ ციფრს მოგიყვანთ უბრალოდ საქართველოში საშუალოდ დღეს მოხმარება ერთ მომხმარებელზე გვაქვს 192 კუბური მეტრი როდესაც ევროპაში, დასავლეთ ევროპაში არის 140 კუბური მეტრი ანუ ამას საქართველოში უყაირათო მომხმარება ჰქვია. აი ბევრი მომენტი არის. ეხლა ამ ეტაპზე ძალიან რთულია რამეზე საუბარი, რადგანაც ჯერ კიდევ არ არის მეთოდოლოგია, ვერც იქნებოდა სანამ კანონი არ იქნება მიღებული. მეთოდოლოგიაში უკვე გვაქვს რამოდენიმე სცენარი მოაზრებული და რომელსაც დავამტკიცებთ რა თქმა უნდა პირველ რიგში საზოგადოებას გავაცნობთ“, - აცხადებს გიორგი ფანგანი.

1793178394

შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის გაიაფება? - შესაძლებელია, თუ შუამა...

მისი თქმით, აუცილებელია რეგულაციის პროცესი შეეხოს გაზის იმპორტის საკითხსაც.“გაზის იმპორტის სქემების დამუშავებისას, ელექტროენერგიის იმპორტისგან განსხვავებით, არის შესაძლებლობა, რომ გამარტივებულმა სქემამ ტარიფზეც პირდაპირი ასახვა ჰპოვოს. ეს, დღევანდელ საკმაოდ გაძვირებულ ენერგეტიკულ ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე ეტაპზეც, მარეგულირებლის მიერ დაანონსებულია ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვა მისი კიდევ უფრო გაძვირების მიმართულებით”, - აღნიშნავს ჭიჭინაძე.ენერგეტიკოსი იმ ორ მნიშვნელოვან, თავის დროზე მიღებულ, დანაშაულის ტოლფას გადაწყვეტილებაზეც საუბრობს, რამაც გაზის იმპორტის საკითხში კორუფციული გარიგებების დაშვების ალბათობა კრიტიკულად გაზარდა.“პირველი, რბილად რომ ითქვას, შეცდომა (შეგნებული) 2007 წელს იქნა დაშვებული, როცა ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის გადაწყვეტილებით (შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მისი პირადი ინიციატივა და გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ხელისმოწერის სიმძიმე სწორედ მასზეა), “ბუნებრივი გაზის ბაზარზე კონკურენციის გაზრდის მოტივით” შეწყდა გაზის ფასის რეგულირება მარეგულირებლის მიერ და საბითუმო და საცალო ტარიფი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლის რეგულირებადი ნაწილისა და თბოელექტროსადგურებისა) მომხმარებელს მომწოდებლის მიერ შეთავაზებული ტარიფით. ამან, ქართულ წარმოებას, კონკურენტული პროდუქციის შექმნის შანსი ერთი-ათად შეუმცირა.მეორე, ასევე რბილად ნათქვამი იქნება, - შეცდომა (შეგნებული) არის ის, რომ 2017 წლიდან საქართველო რუსეთიდან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის გატარების საფასურს, ნაცვლად ნატურისა, იღებს ფულადი გამოსახულებით, რაც ჯამში მინიმუმ 2/3 -ით გვაზარალებს. ფულად გამოხატულებაში კი ეს ამბავი შემდეგნაირად გამოიყურება: თუ ტრანზიტის საფასურად, წლიურად უნდა მიგვეღო 40 მილიონი დოლარის ბუნებრივი აირი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვიღებთ საშუალოდ 12,4 მილიონ აშშ დოლარს. ამ გადაწყვეტილებაში ეკონომიკური ლოგიკა, არ მგონია, ვინმემ იპოვოს. თუ სხვა რამ დევს ამ გადაწყვეტილების მიღმა, საზოგადოება იმსახურებს ამ მიზეზების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. და თუ ასეთ ინფორმაციას ქართული ენერგეტიკის მესვეურები არ გასცემენ, ეს მხოლოდ კითხვებს ამძაფრებს კორუფციული დაშვებების თაობაზე”, - ხაზს უსვამს თემურ ჭიჭინაძე.“ბუნებრივი გაზის იმპორტის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ფაქტია, მოქმედი სქემა გადატვირთულია რამდენიმე სრულიად ზედმეტი შუამავალი კომპანიით.იხილეთ, თავის დროზე, ალექსანდრე ხეთაგურის მიერ შემუშავებული სქემა და თავად განსაჯეთ - კომპანიები, რომლებიც მხოლოდ დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერებს ქმნიან და ფინანსურად ზრდიან წნეხს ტარიფზე. კერძოდ, “სოკარ ჯორჯია გაზი”, “გაზექსპორტი” და “სოკარგაზ ექსპორტ-იმპორტი” ზედმეტი რგოლებია არსებულ სქემაში.ჩვენი ხედვით შემუშავებულ სქემაში კი გაზრდილია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის როლი. სწორედ მან უნდა მიიღოს სრულად, შემოსული აირი და შემდგომ მანვე უნდა გაანაწილოს იგი გაზის გამანაწილებელ კომპანიებზე, პირდაპირ მომხმარებლებზე და სხვა ტიპის მომხმარებლებზე.ამ შემთხვევაში, სქემა დაიწმინდება და შემდეგ სახეს მიიღებს:ეს იქნება საკითხის მართებული გადაწყვეტა და ეს კეთილმყოფელად იმოქმედებს, როგორც კორუფციული რისკების შემცირების თვალსაზრისით, ისე მათ შორის, ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირების შესაძლებლობაზეც.“კიდევ სხვა საკითხია ის, რომ - ბუნებრივი აირის მომხმარებლები არაფრით არიან დაცული ისეთი შემთხვევებისგან, როცა მოწოდებული პროდუქტი არ შეესაბამება სტანდარტებს, ანუ არ არის შესაბამისად კალორიული. ამ დროს, გამოდის რომ მომხმარებლის  მიერ გადახდილი აირის საფასურში გარკვეული, (არცთუ მცირე) წილი, უბრალოდ ჰაერის ფასია, რომელიც აირს მოჰყვება, ანუ მომხმარებელი ტყუვდება და იხდის ზედმეტს - განმკითხავი არავინაა.ამ საკითხის დარეგულირებაც შესაძლებლად მიმაჩნია, თუკი იქნება კეთილი ნება და ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ვალდებული იქნება თითოეულ მომხმარებელთან გააფორმოს ხელშეკრულება, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი უხარისხო პროდუქტის მიწოდების დაფიქსირების შემთხვევაში მიმწოდებლის ვალდებულება”, - აღნიშნავს თემურ ჭიჭინაძე.“აუცილებლად უნდა მოხდეს მოწოდებული ბუნებრივი აირის რეგულაცია, რაც ავტომატურად ამოაგდებს საშუამავლო რგოლებს. ასევე, სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია, სომხეთისკენ მიმართული რუსული აირის ტრანზიტის საფასურის კვლავ ნატურით მიღებული საკითხის დასმაც და ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან იმპორტის სქემიდან სრულიად ზედმეტი შუამავალი კომპანიების ჩახსნაც. მოვუწოდებ მთავრობას, ამ მიმართულებებით კიდევ უფრო თამამი და თანმიმდევრული ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებშია”, - დასძენს ენერგეტიკოსი. 

1793103404

Vento Energy-ის 43.2 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე ტურბინების...

ელექტროსადგურზე დამონტაჟდა Goldwind-ის ექვსი GWH182-7.2MW მოდელის ტურბინა, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 7.2 მგვტ-ია. ტურბინების მონტაჟი კომპანია GOLDWIND INTERNATIONAL GEORGIA - მ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ბრეთის ქარის ელექტროსადგური საქართველოში ყველაზე მასშტაბური ქარის ელექტროსადგურია, რომელიც სრულად ადგილობრივი კომერციული ბანკის დაფინანსებით განხორციელდა.პროექტი საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.„მოხარული ვართ, რომ საქართველოში კიდევ ერთი თანამედროვე განახლებადი ენერგიის პროექტი განხორციელდა, რომელიც სულ მალე ჩაერთვება ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემაში. მადლობას ვუხდით ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით კი კომპანია Goldwind-ს და საქართველოს ბანკს გაწეული მხარდაჭერისა და პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, - აცხადებს ზაქარია ავალიანი, ვენტო ენერჯის დირექტორი.„ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით და ასახავს Goldwind-ის გრძელვადიან ხედვას საქართველოს ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში. ქართულ ბაზარზე 2024 წელს შემოსვლის შემდეგ, ჩვენ უკვე გავაფორმეთ ცხრა ქარის ელექტროსადგურის პროექტზე შეთანხმება, რომელთა ჯამური სიმძლავრე 438 მგვტ-ს შეადგენს. მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოში ქარის ენერგიის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას, რათა ჩვენი ტექნოლოგიური გამოცდილებით ხელი შევუწყოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო ვენტო ენერჯის, საქართველოს ბანკსა და ყველა პარტნიორს ნდობისა და თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს პიტერ გუო, Goldwind Georgia-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი.„ქარის ენერგიის განვითარება საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად ერთ-ერთი გადამწყვეტი მიმართულებაა. ქარის ენერგიის გენერაცია ავსებს ზამთრის ენერგოდეფიციტს და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. საქართველოს ბანკისთვის აღნიშნული მიმართულება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა. შესაბამისად, ბრეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის დაფინანსებით ხელს ვუწყობთ საქართველოში ქარის ენერგიის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლის განმტკიცებას“, - აცხადებს ბონდო ტაბატაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

1793103100

საქართველოში გაზის სამომხმარებლო ტარიფი 7.5-8-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე...

ბერეკაშვილმა დღეს განაცხადა ისიც, რომ მთავარი აქცენტი სოციალურ კომპონენტზე უნდა გაკეთდეს. მისი თქმით, განსაკუთრებული მიდგომა იქნება ის, რომ სოციალური კომპონენტი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს.“კანონპროექტი მოქმედების არეალსა და საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრავს. აქცენტი მოხმარების მოცულობაზე კეთდება, რაც კომისიას სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას აძლევს. ტარიფს და საბოლოო ფასს სემეკი განსაზღვრავს. დღეს საქართველოში ფიზიკური პირებისთვის გაზის სამომხმარებლო ტარიფი საშუალოდ 55-56 თეთრს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 7.5-8-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საშუალოდ ევროკავშირში. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ბუნებრივი გაზი არ გაგვაჩნია, საქართველოს მთავრობის წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, უაღრესად დაბალი ტარიფი გვაქვს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო პროექტი, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე - წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.ინიციატორთა განმარტებით, კანონპროექტი ხელს შეუწყობს საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა სოციალური ინტერესების დაცვასა და კომუნალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას.“დღეის მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიანტების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სოციალური ინტერესების დაცვის და საბაზისო მომსახურებასა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნების საჭიროებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის, კომუნალური ხარჯებისადმი მაღალი მგრძნობელობისა და სატარიფო რეგულირების პერიოდების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კომისიას შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებზე გადაანაწილოს განსხვავებული პროპორციით, ასევე, 2036 წლის 1 იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1 იანვრამდე – ბუნებრივი გაზის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის გათვალისწინებით დაადგინოს განსხვავებული ტარიფები“, - ვკითხულობთ კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.