ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #615
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ აკადემიაში მათთვის საინტერესო მიმართულებაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.რომელ აკადემიებში შეგიძლია ისწავლოსაქართველოს ბანკის სტიპენდიით?პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის პარტნიორები არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია Tbilisi School of Communication Academy of Digital Industry Smart Academy IT Academy STEP Headvice BDO Academy ScaleUp სქილვილი (Skillville) AgileSchool Smart Fish Academy Edutech Academy Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია ნეომაინდ აკადემია Sky21 რე ედუქეითი ელექტრონული აკადემია დიზაინის ინსტიტუტი ღვინისა და გასტრონომიის აკადემია რა პროფესიების დაუფლება შეგიძლია?სასტიპენდიო პროგრამა მრავალფეროვან სასწავლო მიმართულებებს აერთიანებს. მათ შორისაა ტექნოლოგიები, დიზაინი, მარკეტინგი, ფინანსები, ბიზნესი და კულინარია.დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული და 3D დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი, კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი, ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა მიმართულებები.კურსების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომობა პარტნიორი აკადემიის მიხედვით განსხვავდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შესაბამისი აკადემიის ვებგვერდს ეწვიონ.როგორ შეგიძლია მიიღო საქართველოს ბანკისსტიპენდია?სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა; აპლიკაციების პირველადი გადარჩევა; შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება; საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზეგანაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლითგაგრძელდება.პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერშექმნილი განათლების შესაძლებლობებივებგვერდზე.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარიმხარდამჭერი.
1793713320
ტურის ფარგლებში, მოსწავლეებს, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის სრული დაფინანსების შესაძლებლობებს, შეიტყობენ, როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთ სწავლის სააპლიკაციო პროცესი, რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის ფარგლებში შეხვედრები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: 11 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | რუსთავი - ციფრული განვითარების სივრცე 12 ნოემბერი | 16:00 - 17:00 | გორი - Gori Inn 16 ნოემბერი | 17:00 - 18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50 17 ნოემბერი | 14:00 - 15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14 შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელიაწინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაცშესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ვებგვერდს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარიმხარდამჭერი.
1793710800
უფრო კონკრეტულად კი, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში 500 000-დან 1.5 მლნ ლარამდე სესხის შემთხვევაში საფინანსო ინსტიტუტის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი 14%-ს არ უნდა აღემატებოდეს. 1.5 მლნ-დან 5 მლნ-ის ჩათვლით სესხებზე კი კრედიტი 13 %-ში უნდა გაიცეს.ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, 500 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით, საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთზე დამატებულ 6%-ს არ უნდა აღემატებოდეს.5 000 000 ლარის ჩათვლით სესხებზე კი სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმი რეფინანსირების განაკვეთზე დამატებული 5%-ია."არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა ბენეფიციარებზე ვაშლის შეძენისა და მისი გადამუშავების მიზნობრიობით. ამასთანავე, ვაშლის გადამუშავებისთვის განკუთვნილი სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 0.09 ლარს, ყოველ შეძენილ ერთ კილოგრამ ვაშლზე გადაანგარიშებით. სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან შესაბამისი წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში. საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე კრედიტის გაცემა დასაშვებია ყოველი წლის 1 სექტემბრიდან ამავე წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.ბენეფიციარზე გასაცემი სესხის თანხა განისაზღვრება არანაკლებ 500 000 ლარიდან არაუმეტეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ჩათვლით, ხოლო სესხის ვადა არაუმეტეს 9 თვე. სააგენტო განახორციელებს მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად და გადასამუშავებლად აღებული სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სააგენტო არ განახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას აღებული სესხის იმ ნაწილზე, რომელსაც ბენეფიციარი ვერ ან არ მოახმარს არასტანდარტული ვაშლის შეძენას და/ან გადამუშავებას.ბენეფიციარი ვალდებულია, სესხის (გარდა რეფინანსირებული სესხებისა) გაცემიდან 9 (ცხრა) თვის ვადაში სესხის ხარჯვის მიზნობრიობის დასადასტურებლად საფინანსო ინსტიტუტში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა. თუ აღნიშნულ ვადაში ბენეფიციარმა არ წარადგინა აუდიტორული დასკვნა, სააგენტოს მხრიდან შეწყდება თანადაფინანსების შეთანხმება. აუდიტორული დასკვნით წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გაფორმდება სამმხრივი შედარების აქტი სააგენტოს, ბენეფიციარსა და სესხის გამცემ ბანკს შორის, ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის შესაბამისად ათვისების თაობაზე."-აღნიშნულია დოკუმენტში
1793709083
ფესტივალი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში გაიმართა. ღონისძიების მონაწილე ფერმერმა ქალებმა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ, სტუმრებს საკუთარი ნაწარმი წარუდგინეს. ფესტივალი მარადისელი ქალების კოოპერატივის, „მწვანე მარადისის“ მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც ფერმერმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება, წარმატების ისტორიები და საქმიანობის პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს. ფესტივალის მიზანი ფერმერი ქალების წვლილის წარმოჩენა, მათი ნაწარმის პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება და ახალი თანამშრომლობებისა თუ შესაძლებლობების შექმნა იყო.ფესტივალის დასასრულს სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ. თიბისის სპეციალური ჯილდო „ყველაზე ინოვაციური პროდუქტის“ კატეგორიაში თამარ გოზალიშვილს გადაეცა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში აწარმოებს დამბალხაჭოსა და ჩურჩხელას, ასევე მოჰყავს სხვადასხვა სახეობის ბოსტნეული. პარალელურად, უძღვება ბლოგს, რომლის მეშვეობითაც აუდიტორიას სოფლის ცხოვრებაზე უყვება და საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს. თიბისიმ თამარ გოზალიშვილი ტრადიციული მეურნეობის განვითარების პროცესში თანამედროვე ციფრული და საკომუნიკაციოინსტრუმენტების წარმატებული გამოყენებისთვის დააჯილდოვა.ფერმერ ქალთა მოსავლის ფესტივალი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ასევე ეხმიანებოდა გაეროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც 2026 წელი ფერმერი ქალების საერთაშორისო წლადაა გამოცხადებული. ფესტივალი ჩატარდა რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.თიბისი, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, მომავალშიც გააგრძელებს ქალი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერას, მათიპროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
1793706812
„ჰისნი“ კომპანიის ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურას, მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტს აერთიანებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და ის საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.ოთხი 36-სართულიანი თაუერისგან შემდგარი პროექტი „ჰისნი“ საცხოვრებელ, საოფისე, კომერციულ და საპარკინგე სივრცეებს მოიცავს. ასევე, მულტიფუნქციური პროექტი აერთიანებს 40 000 კვადრატული მეტრის სავაჭრო ცენტრს, 8 000 კვადრატული მეტრის რეკრეაციულ სივრცეს, 25-მეტრიან აუზს, პადელის კორტს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, თანამედროვე ფიტნესდარბაზსა და კაფე-რესტორნებს.„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 3 წლის განმავლობაში „ბიოგრაფი ლივინგი“ უკვე 10 პროექტს ახორციელებს. მათ შორის ყველაზე მასშტაბური პროექტია - „ჰისნი“, სადაც ახლა ბინების წინასწარ გაყიდვებს ვიწყებთ. პირველ და მეორე თაუერში ბინების 95% უკვე გაყიდულია, რაც პროექტის მიმართ საზოგადოების უდიდეს ნდობასა და ინტერესს ადასტურებს. შესაბამისად, წინასწარი გაყიდვების ეტაპი საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს გახდეს ამ გამორჩეული კომპლექსის ნაწილი და შეიძინოს ბინა ყველაზე ხელსაყრელი პირობებით“, - აცხადებს ვასილ ფხაკაძე „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი დეველოპერული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნასა და ქალაქის ურბანულ განვითარებას უწყობს ხელს. „ჰისნი“ თავისი მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ამის კარგი მაგალითია. მოხარულები ვართ, რომ „ბიოგრაფი ლივინგთან“ მრავალწლიან თანამშრომლობას ვაგრძელებთ და ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაშიც ერთად ვმონაწილეობთ“, - განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.„ბიოგრაფი ლივინგის“ მიზანია ურბანული გარემოს განახლება და დეველოპერულ ბაზარზე ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნა. კომპანიის ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც მობინადრეებს საშუალებას აძლევს, საცხოვრებელი გარემოდან ფეხით სავალ მანძილზე მიიღონ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ძირითადი სერვისები. „ბიოგრაფი ლივინგის“ მშენებარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი 75%-ს აღემატება, რაც კომპანიის პროექტების მიმართ მზარდ ინტერესსა და ნდობას ადასტურებს.
1793706013
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის.საქართველოს ბანკის რიგით 30-ე იდეათეკა რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის №7 საჯარო სკოლაში ბანკის პარტნიორთან, კომპანია “საქკაბელთან” ერთად გაიხსნა. ახალი სივრცე სკოლის 1 300-ზე მეტი მოსწავლისთვის ცოდნის გაღრმავების, ახალი ინტერესების აღმოჩენისა და იდეების განვითარების შესაძლებლობებს შექმნის.თანამედროვე ბიბლიოთეკები მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2 000-მდე წიგნისგან დაკომპლექტებულ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებზე, პროექტორებსა და STEM კუთხეზე. იდეათეკები ახალგაზრდებს ეხმარება, განაგრძონ შემეცნება, განივითარონ კრიტიკული აზროვნება და აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. რიგით 30-ე იდეათეკის გახსნა კი ამ ინიციატივის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
1793704323
ელექტროენერგიის მასშტაბური ავარიის მიზეზი, ფაქტობრივად, დადგენილია
1792667760
ნათია ჯანაშია 20 მილიონიან გრანდიოზულ სასახლეზე შეკითხვებს არ პასუხობს
1792661403
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი აირის გაიაფება? - შესაძლებელია, თუ შუამა...
1793178394
ნათია ჯანაშია უმდიდრეს ქართველ ქალთა ათეულში - ვინ იყო ინვესტორი
1793175663













