გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად, 1 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.სამუშაოების ფარგლებში არხის 1 500-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისა და მცენარეული საფარისგან გაიწმინდა, რამაც მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა და წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყო ხელი.ტირიფონის მაგისტრალური არხით გორის მუნიციპალიტეტის შვიდი სოფლის _ ციცაგიაანთკარის, ახრისის, მეჯვრისხევის, ზერტის, კვარხითის, ხელთუბნისა და თორტიზას მოსახლეობა სარგებლობს.აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტში, 2026 წელს გაიწმინდა და მოწესრიგდა 82 კილომეტრი სამელიორაციო არხი, შეკეთდა ან შეიცვალა 128 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.
1794474095
ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 9 პირი დაკავებულია.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია 19 640 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 119 724 ლარს შეადგენს.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლით.
1794400755
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საუბარია ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 45-კაციანი ოფიციალური დელეგაციის მასპინძლობაზე, რომელიც საქართველოში 20-22 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა (https://www.facebook.com/WOAHEurope/posts/pfbid02aSM5svkLEDLX8PMK4gU7JzgSyfEkdvmMQHvVdhbJ26VpwbqurqF4iwJCPdXgRccDl).ოფიციალური ვახშამი გაიმართა საღამოს საათებში, რაც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებულ ქვითარზე ასახული დროითაც დასტურდება, სადაც შეკვეთის მიღების დროდ 19:08 საათია მითითებული.შესაბამისად, იმის მტკიცება, თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები რესტორანში სამუშაო საათებში იმყოფებოდნენ, წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. სურსათის ეროვნული სააგენტო მასპინძლის რანგში იმყოფებოდა ღონისძიებაზე, ქვითარზე მითითებული თანხა კი წარმოადგენს საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალური მასპინძლობისთვის და არა სააგენტოს თანამშრომლების პირადი მიზნებისთვის გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯს.მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისგან. დოკუმენტაცია სრულად გამჭვირვალეა და საჯაროდ ხელმისაწვდომია.
1794307836
ქართული მარნების გამოფენაში მონაწილეობა მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მარნების ღვინოების ცნობადობის გაზრდას აშშ-ის ბაზარზე და ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე.ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან აშშ-ში 821 ათას ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენას ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსგანაც მიიღეს.ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული მარნები მიმდინარე წელს „RAW Wine“-ის გამოფენებში სხვადასხვა ქვეყანაშიც მონაწილეობდნენ.„RAW Wine“ (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს აერთიანებს. ღონისძიების ორგანიზატორია ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი.წელს ნიუ-იორკში გამოფენა მეათედ გაიმართა. საიუბილეო ღონისძიებაში მსოფლიოს 18 ქვეყნის 120-მდე ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1794302950
გიორგი შარაბიძემ საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობისა და მათი ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს სთავაზობს როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. გიორგი შარაბიძის თქმით, ჟურნალი ხელმისაწვდომია მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის და რამდენიმე ენაზე გამოიცემა - ქართულ-ინგლისურ, ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე.შეხვედრის ფარგლებში ჟურნალის პრეზენტაციასთან ერთად სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სიახლეებზე და მიმდინარე საქმიანობაზე გიორგი შარაბიძესთან ერთად ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა და ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა ისაუბრეს.ნათია იოსელიანმა შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ცესკოს ახალი პლატფორმის - დეზინფორმაციის რეესტრის შესახებ გააცნო ინფორმაცია. გიორგი სანტურიანმა კი დეტალურად ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შესახებ.პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ამომწურავად უპასუხეს შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.პრეზენტაცია ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში 9 ნოემბერს გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მდივანი ქეთი ქარენაშვილი, სამცხე - ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი სოსო პარუნაშვილი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები ჰასმიკ მარანგოზიანი და სეირან კიურეღიანი დაესწრნენ.
1794300095
საუბარი შეეხო საქართველოსთან მიმართებით მსოფლიო ბანკის მიერ არსებული და დაგეგმილი ტექნიკური დახმარების ფარგლებში, მიმდინარე ანალიტიკურ სამუშაოს და მასთან დაკავშირებულ კვლევებს, ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდის, შრომის ბაზრის განვითარების, სიღარიბის შემცირებისა და თანაბარი განვითარების მიმართულებით.განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე ტენდენციები და განხორციელებული სტრუქტურული რეფორმების შედეგები ეკონომიკის მდგრადობაზე.შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მ.შ. ნინო მიქელაძე.
1794226506
ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მოხდა.„აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო პროფესიულ აუდიტორიას გააცნონ ქართული ღვინო, დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები და გააძლიერონ საექსპორტო პოზიციები აზიის ბაზარზე“, - აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.რიგით მე-18 გამოფენაში HKTDC Hong Kong International Wine & Spirits Fair წელს მსოფლიოს 25-მდე ქვეყნის 600-ზე მეტი მწარმოებელი მონაწილეობდა.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე.ჰონკონგში ქართული ღვინის გადაზიდვები მცირეა. მიმდინარე წლის 9 თვეში ჯამში ამ მიმართულებით 34 ათასი დოლარის ღირებულების 3 332 ლიტრი ღვინო გავიდა, რაც 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს სამჯერ ჩამორჩება.
1794208185
უწყების ცნობით, კომიტეტის წევრებმა განიხილეს სექტორის პრიორიტეტების გათვალისწინებით სამუშაო ჯგუფებში ეროვნული კომიტეტის წევრების ჩართულობის საკითხი.ეს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტმა გიგლა თამაზაშვილმა დადებითად შეაფასა ICID-ის ორგანიზებით ინდოეთსა და ჩინეთში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები, რომლებშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა. მან კომიტეტის წევრებს საერთაშორისო კომისიის საქმიანობაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პროცესში ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.სხდომაზე კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ჯალიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ICID-ის საქმიანობის, საერთაშორისო კომისიაში ეროვნული კომიტეტის ჩართულობისა და ამ თანამშრომლობით მიღებული სარგებლის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე მონაწილეებმა სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.„საქართველოს ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომიტეტი“ ICID-ის წევრია 2018 წლის 1-ელი იანვრიდან. მას შემდეგ საქართველო ირიგაციის, დრენაჟისა და წყალდიდობის მართვის მიმართულებით საერთაშორისო პროფესიულ თანამშრომლობაში აქტიურად მონაწილეობს.ICID 78 ქვეყანას აერთიანებს და ამ სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
1793957785
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2024-2025 წლების საერთო არჩევნების დროს განხორციელებული საქმიანობების, უწყების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.როგორც ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მიმდინარეობის დროს აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო საერთო არჩევნების დროს კომპლექსური სამუშაოები აწარმოვა და წარმატებით განახორციელა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენცია. მან ასევე ისაუბრა დეზინფორმაციაზე, როგორც უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ელჩს ამ მიმართულებით არსებული სტრატეგიაც გააცნო.შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრეს.გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მათ შორის დიპლომატიური კორპუსისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და მოსაზრებების მიმოცვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცესკო მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას თურქეთის საელჩოსთან.შეხვედრა 5 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.
1793950200
ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი წყალმომხმარებელთა ასოციაციების საქმიანობისა და მათთვის საირიგაციო სისტემების მართვის გადაცემის პორტუგალიური პრაქტიკის გაცნობა იყო. მიღებული გამოცდილება საქართველოს სამელიორაციო სექტორის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებას დაედება საფუძვლად.პორტუგალიაში წყლის რესურსების მართვისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების მორწყვისთვის თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიები გამოიყენება. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს წყალმომხმარებელთა ასოციაციები ასრულებენ. ქვეყანაში სულ 40 ასეთი გაერთიანება ფუნქციონირებს.პორტუგალიის შესაბამის უწყებებსა და წყალმომხმარებელთა ასოციაციების ეროვნულ ფედერაციასთან გამართულ სამუშაო სესიებზე ადგილობრივმა სპეციალისტებმა ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრებზე ასევე განიხილეს ფერმერთა როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყლის დროულად და სათანადო მოცულობით მიწოდებას, წყლის დეფიციტის მართვის პრაქტიკას, ინფრასტრუქტურის ეფექტიან მართვასა და წყლის დანაკარგების მინიმუმამდე შემცირებას. მონაწილეებმა ასევე განიხილეს მცირე წყალსაცავების გამოყენების შესაძლებლობები და მათი მნიშვნელობა წყლის რესურსების მართვისა და საირიგაციო სისტემების სტაბილური მუშაობისთვის.ვიზიტის პრაქტიკული ნაწილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის დათვალიერებას დაეთმო. დელეგაციის წევრები გაეცნენ სატუმბი და წყლის გამანაწილებელი ნაგებობების მუშაობას და ეწვივნენ ალკევას კაშხალს. მის მიერ შექმნილი წყალსაცავი დასავლეთ ევროპაში უდიდესი ხელოვნური წყალსაცავია.ვიზიტმა ქართულ დელეგაციას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ფუნქციონირებისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის პორტუგალიური მოდელის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მისცა. დელეგაციის წევრები საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გამოცდილებასაც გაეცნენ.
1793876379
ბუნებრივ აირსა და წყალზე სამომხმარებლო ტარიფის შემცირების შესაძლებლობა...
1794472543
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის მორიგი მრავალმილიონიანი უძრავი ქონებ...
1793609291
აფბას მონიტორინგის სამსახურმა ნათია ჯანაშიას უძრავი ქონების შესწავლა ს...
1794207787
ქონების გადასახადის სახით, მარტო 2 სასახლეზე, ნათია ჯანაშიას 200 000 ლ...
1793955289
“ნათია ჯანაშია იურიდიულ და ბიზნეს საზოგადოებაზე უკანონო ზეწოლის ფორმატ...
1793868567
