აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) ქონების, შენობებისა და აღჭურვილობის ღირებულება მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით 55 მილიარდ 466 მილიონ მანათად არის შეფასებული.
როგორც Oxu.Az Report-ზე დაყრდნობით იტყობინება, ამის შესახებ SOCAR-ის ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ ეს გასული წლის 1 იანვართან შედარებით 96,6%-ით მეტია.
SOCAR აზერბაიჯანის პრეზიდენტის 1992 წლის 13 სექტემბრის ბრძანებულებით დაარსდა. სრულად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ნავთობის, გაზისა და გაზის კონდენსატის წარმოება, გადამუშავება და ტრანსპორტირება, ასევე ნავთობის, გაზისა და ნავთობპროდუქტების რეალიზაცია. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 5 მილიარდ 14 მილიონ მანათს შეადგენს.