მონტეჯორდანოში პოეზიის პირველი ქალაქის გახსნაზე პოეტი დათო მაღრაძე საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

დათო მაღრაძე ორგანიზატორების თხოვნით, თანამედროვე ეპოქაში პოეზიის მისიაზე ისაუბრებს.

„27 ივლისს, იტალიის ქალაქ მონტეჯორდანოში პოეზიის პირველი ქალაქის გახსნაზე დათო მაღრაძე საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული, სადაც იგი, ორგანიზატორების თხოვნით, თანამედროვე ეპოქაში პოეზიის მისიაზე ისაუბრებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.