მსოფლიო ბაზარზე აზერბაიჯანული Azeri Light ტიპის ნავთობის ბარელის ფასი 1.83 დოლარით, ანუ 1.85%-ით გაიზარდა და 100.56 დოლარს მიაღწია.

ვაჭრობის დასრულებისას, სექტემბრის Brent ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი 94.17 დოლარი იყო.

თურქეთში, ჯეიჰანის (FOB) საფონდო ბირჟაზე აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 1.88 დოლარით, ანუ 1.98%-ით გაიზარდა და ბარელზე 96.69 დოლარს მიაღწია.

აზერბაიჯანის წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტი ნავთობის ფასს 65 დოლარად პროგნოზირებს.

შეგახსენებთ, რომ Azeri Light ტიპის ნავთობის მინიმალური ფასი 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა (15.81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალური - 2008 წლის ივლისში (149.66 აშშ დოლარი).

აზერბაიჯანში ნავთობის წარმოება ძირითადად აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG) საბადოს განვითარების შეთანხმებით ხორციელდება. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) კონტრაქტში 31.65%-იანი წილი ეკუთვნის.