„ბრიტანულ-ქართული აკადემიასთან“ დაკავშირებული ბიზნესდავის მონიტორინგისას საკმაოდ საგულისხმო ფაქტი გამოაშკარავდა. როგორც აღმოჩნდა, წლების წინ, „აკადემიის“დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას, ნათია ჯანაშიას გარკვეული სირთულეები ჰქონდა მოწაფეთა მშობლებთან ურთიერთობაში და მსგავსი მომენტები არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს“, - აღნიშნავენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მონიტორინგის სამსახურში. შეგახსენებთ, აფბა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან“ დაკავშირებული ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს.
ორგანიზაციის მონიტორთა განცხადებით ერთ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე იქამდეც მივიდა, რომ ინციდენტი უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანი გამხდარა.
“საუბარია საქმეზე №ას-797-2022, სადაც ნათია ჯანაშია მშობელ მ.კ.-ს საქმიანი და პირადი რეპუტაციის შელახვას ედავებოდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მ.კ.-მა მის შვილებთან დაკავშირებული ინციდენტების განხილვისას,საჯარო სივრცეში, კერძოდ კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ნათია ჯანაშიას ოთხჯერ ნასამართლევი უწოდა. ინციდენტი 2017 წელს მოხდა და ნათია ჯანაშიამ გავრცელებული ცნობების უარყოფა მოითხოვა, არა მარტო მ.კ.-ის მხრიდან, არამედ იმ ტელევიზიების მხრიდანაც, რომლებმაც მ.კ.-სთან ინტერვიუ ჩაწერეს და გაავრცელეს”, - აცხადებენ აფბაში.
როგორც მონიტორები აღნიშნავენ, ნათია ჯანაშიამ სასამართლოში წარადგინა ცნობა შსს მომსახურების სააგენტოდან იმის შესახებ, რომ იგი ნასამართლევი არ არის. სწორედ ამ ცნობის საფუძველზე მოითხოვა მან მ.კ.-ის მხრიდან გავრცელებული ცნობის უარყოფა.
“შსს მომსახურების სააგენტოდან წარდგენილი ცნობის საფუძველზე სასამართლომ ნათია ჯანაშიას სარჩელის აღნიშნული ნაწილი დაუკმაყოფილა და მოპასუხე მ.კ.-ს დაავალა გავრცელებული ცნობის უარყოფა. შემდეგი ფორმულირებით: „სიცრუეა, რომნ.ჯ–ია არის 4-ჯერ ნასამართლევი. ტელევიზიების მიმართ მისი ანალოგიური მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„ჩვენთვის უცნობია, მ.კ.-მა სად და რა ვითარებაში აღასრულა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, ამით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ნათია ჯანაშია 4 ჯერ არ არის ნასამართლევი“, - დასძენენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.













