ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #616
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით STEM ოლიმპიადის მესამე სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი ახალგაზრდებში მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და უკვე ბევრი საინტერესო მოსწავლე გაგვაცნო. ამჟამად ახალ სეზონზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზემეორე სეზონის ოლიმპიადაში 1-ლი ადგილი თბილისის თავისუფალი სკოლის გუნდმა დაიკავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ანდრია პაპუაშვილი, ლიზა შალიკაშვილი, ლუკა უფლისაშვილი, თეკლა თენიეშვილი, ლუკა დუდაური.გუნდის მენტორმა, ლაშა ნიშნიანიძემ, გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და ისაუბრა მოსამზადებელ პროცესზე.„STEM მიმართულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, სწორედ ეს სფეროები ქმნიან იმ ახალ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტებს, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებენ. თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციით იზრდებიან მომავალი ინჟინრები, პროგრამისტები, მეცნიერები, რომლებიც შეცვლიან სამყაროს”.ოლიმპიადამდე გუნდები აქტიურად ემზადებოდნენ, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, თავისუფალი სკოლის გუნდმა გამარჯვებამდე საკმაოდ ბევრი იშრომა წარმატებული ასპარეზობისთვის:„მზადება იყო ინტენსიური, მიზანმიმართული და შთამბეჭდავი. სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ გუნდი მუდმივად მეცადინეობდა, ფინალის დღემდე მოსწავლეები ყოველდღიურად ემზადებოდნენ, დილის 10 საათიდან გვიან ღამემდეც კი, თანაც ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებდნენ. მზადების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა რთული ტექნიკური დავალებების გადაჭრას, ცოდნის გამყარებასა და გუნდური მუშაობის დახვეწას. ყოველთვის განსხვავებულ და კომპლექსურ დავალებებს ვაძლევდი. ისინი ისხდნენ, ფიქრობდნენ, კოდს წერდნენ, წრედებს აწყობდნენ, დაშვებულ შეცდომებს ასწორებდნენ - ასეთი თავდადება და შეუპოვრობა გახდა წარმატების მთავარი ფაქტორი “.გადამწყვეტი მნიშვნელობა ფინალურ პროექტს ჰქონდა, ამ ეტაპზე გუნდები დამოუკიდებლად და ინოვაციურად უნდა გამკლავებოდნენ პრაქტიკულ დავალებას:„როდესაც ოლიმპიადა დაიწყო, მალევე შეგვატყობინეს მთავარი დავალება - საგულშემატკივრო ჰოლში დაიდო ლიფტის კონსტრუქციის მაკეტი. სწორედ ამ ტიპის სისტემაზე უნდა ემუშავათ მონაწილეებს. პროექტი იყო კომპლექსური და მაღალტექნოლოგიური, თუმცა ჩემი მოსწავლეებისთვის ეს სიახლე არ ყოფილა: მრავლად ჰქონდათ ნამუშევარი მსგავს ელექტრონულ კომპონენტებზე, სენსორებზე, ძრავებზე. მჯეროდა, რომ დავალებას კარგად შეასრულებდნენ. სირთულე მაინც არსებობდა — ტექნიკური დეტალების ზუსტი შესრულება, დროის შეზღუდვა და კონკურენციის მაღალი დონე “.პირველი ადგილის მოპოვების შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს გუნდის წევრებმაც:„STEM ოლიმპიადაში მონაწილეობაც კი ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის,ოლიმპიადის განმავლობაში ვსწავლობდით ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან გამოსადეგი იყო. სიტყვებით რთულია იმის აღწერა , რასაც მოგებისას განვიცდიდი, ბედნიერად მახსენდებოდა დღეები, როდესაც მთელი დღე ვისხედით და ვვარჯიშობდით”, - ლუკა უფლისაშვილი„ამ პროექტმა გვასწავლა, როგორ გადავაქციოთ იდეა რეალურ შედეგად. გუნდურად მუშაობა, პრობლემების ანალიზი და გადაწყვეტილებების პოვნა - ეს უნარები მომავალში აუცილებლად გამოგვადგება, როგორც სწავლის, ისე პროფესიული განვითარების გზაზე”, - ლუკა დუდაურისაქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის, ვინც არ ჩერდება, ცნობისმოყვარეა, აინტერესებს, ეძებს და ცდილობს, მეტი ისწავლოს. სწორედ ასეთი ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს მთელი ქვეყნისთვის. STEM მიმართულებების წახალისებაც ამ მთავარი მიზნის ნაწილია და მომავალშიც ბევრ ნიჭიერ მოსწავლეს მისცემს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას.
1762178800
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 80.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.96% წინა კვირასთან შედარებით და +4.64% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 231 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 76.50 - 80.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.11% წინა კვირასთან შედარებით და -4.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 351 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.65 - 43.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 82 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 25.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.78% წინა კვირასთან შედარებით და +7.47% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 259 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.10 - 26.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.
1762175695
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა იორდანიის ინვესტიციების სამინისტროს გენერალურ დირექტორთან ზაჰერ ალ-კატარნესთან, სადაც ორმხრივი ინვესტიციების წახალისების გზები განიხილეს, ისევე როგორც ერთობლივი პროექტების განვითარების შესაძლებლობები ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ იორდანიის საინვესტიციო გარემო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა რეგიონში — „ერთი ფანჯრის“ სისტემით, ინვესტორთა დაცვის მკაფიო გარანტიებითა და კონკურენტუნარიანი საგადასახადო მოდელით.გარდა ამისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ იორდანიის ბიზნეს ასოციაციას, სადაც იორდანელ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ვაჭრობის დინამიკის გაზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და კონკრეტულ სექტორულ პარტნიორობაზე, განსაკუთრებით ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.ვიზიტის დასასრულს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და იორდანიის ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, საინვესტიციო ფორუმებისა და ბიზნესის შეხვედრების ორგანიზებას, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას.მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს თბილისში „საქართველო–იორდანიის ბიზნეს ფორუმი“ გაიმართება, რომლის მიზანი იქნება ორმხრივი ბიზნესკავშირების ინსტიტუციური გამყარება და ახალი პროექტების წარდგენა.„იორდანია რეგიონში კარიბჭეა, სადაც ნელ-ნელა ჩნდება უამრავი შესაძლებლობა ქართული კომპანიების ჩართულობისთვის. მაღალი სტანდარტები და საინვესტიციო გარემო, რომელიც იორდანიას აქვს ინვესტორებს უქმნის დაცულობის შეგრძნებას, რაც თავის მხრივ, ქმნის მყარ საფუძველს ორმხრივი თანამშრომლობისთვის. თავის მხრივ, საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, მარტივი საგადასახადო სისტემით და 2.5-მილიარდიანი ბაზრების გამარტივებული წვდომით, შეიძლება გახდეს დამატებითი საინვესტიციო ადგილი იორდანიული კომპანიებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
1762173240
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სპეციალური სტატუსის ფარგლებში ქართული კომპანიების მხრიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული, კულინარიული, ფოლკლორული და სხვადასხვა მიმართულებები.„საქართველო სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი - ნაციონალური, მეწარმეობის, საკვებისა და სასმლის პავილიონით. გამოფენის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.ჩინეთში, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის, ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკურ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ხელს მოაწერს რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანმხლებ დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
1762172352
პარტნიორობის მიზანი გრძელვადიანი დაფინანსების შეთავაზებაა მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოებისთვის (MSME), რაც გააძლიერებს მათ საინვესტიციო შესაძლებლობებს ინოვაციურობისა და მდგრადობის მიმართულებით. BSTDB-ის მიერ გამოყოფილი სახსრები გამოყენებული იქნება ადგილობრივი MSME-ებისათვის საწარმოო დანადგარებისა და კომერციული აღჭურვილობის ლიზინგით დასაფინანსებლად, რაც ბიზნესებს საშუალებას მისცემს განაახლონ საწარმოო ხაზები და გაიუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა.თანამშრომლობა წარმოადგენს BSTDB-ის ნდობის გამოხატულებას თიბისი ლიზინგის ძლიერი საბაზრო პოზიციის, რისკების გონივრული მართვისა და ქვეყნის MSME სექტორის განვითარების მიმართულებით მისი მნიშვნელოვანი გავლენისადმი.„მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის მეშვეობით ვამყარებთ თანამშრომლობას BSTDB-თან. აღნიშნული საკრედიტო ხაზი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მივაწოდოთ მოქნილი და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები ქართულ ბიზნესებს, ხელი შევუწყოთ ინოვაციებს და დავუჭიროთ მხარი ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას.“ – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.„თიბისი ლიზინგთან ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობა ხაზს უსვამს მზაობას – დავეხმაროთ საქართველოს მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესებს (MSME) მიიღონ ის რესურსი, რომელიც მათ ზრდისა და წარმატებისთვის სჭირდებათ. ეს ახალი საკრედიტო ხაზი კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკაში მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, აგრეთვე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ბიზნესურთიერთობების ხელშეწყობის მიმართულებით. გვიხარია, რომ ჩვენი ახალი დაფინანსება სრულად შეესაბამება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ეკონომიკური დღის წესრიგის პრიორიტეტებს, რადგან ის ხელს უწყობს კერძო სექტორის ზრდას და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.“ – ზია ალიევი, BSTDB-ის საბანკო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი.
1762170982
- ბატონო სანდრო, საუბარი უშუალოდ ინდურ კომპანიასთან კონტრაქტით დავიწყოთ.- ამას ჰქვია სანავთობო კონტრაქტები, ტიპური კონტრაქტია, მსოფლიოში ასეთი კონტრაქტები იდება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის… და გულისხმობს ორ რამეს - მოპოვებული ნავთობის წილების განაწილებას სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, და საგადასახადო შეღავათებს კომპანიისთვის. ეს ხელშეკრულებები აუცილებლად უნდა იქნეს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული.- საქართველოში სად შეიძლება იყოს ნავთობი? რისი იმედით მოდიან?- არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც არის ნავთობი. პირველია ე.წ. მტკვრის დეპრესია და თავის დროზე დიდი საბადო იყო სართიჭალის საბადო, მაგრამ მტკვრის დეპრესია როგორც კი ვიწროვდება აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით, ისევე ზუსტად პროპორციულად იკლებს ნავთობის მარაგი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მეორეა რიონის დეპრესია, მაგრამ ისიც პატარაა. ძირითადი არეალი, სადაც შეიძლება ნავთობი იყოს, სადაც მე ვთვლი, რომ დაახლოებით 20 მილიარდი ტონა ნავთობია, ეს არის შავი ზღვის შელფური ზონა.თავის დროზე მიმდინარეობდა ნავთობის ძებნა და იყო შემოსული ამერიკული კომპანია "ანადარკო", რომელმაც ჩაატარა სამგანზომილებიანი გეოფიზიკური სამუშაოები, შემოჰქონდა საბურღი პლატფორმა... ეს უზარმაზარი პლატფორმაა, რომელიც აკვატორიაში ბურღვის შესაძლებლობას იძლევა, ძალიან ძლიერია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ეს კომპანია, ფაქტობრივად, გააგდო საქართველოდან რამდენიმე მიზეზის, მათ შორის ვიწრო ფინანსური ინტერესების გამო. არ მიაქცია ყურადღება, რომ კომპანია "ანადარკო" მიეკუთვნებოდა მსხვილ კომპანიებს, რომელთა შორის ჯენტლმენური კორპორაციული შეთანხმება მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ თუ შენ ერთ კომპანიას დააზარალებ, არც ერთი სხვა კომპანია შენთან საქმეს არ დაიჭერს. ძალიან უნდოდა საქართველოს ამერიკულ კომპანიასთან დაედო კონტრაქტი, მაგრამ არც ერთი ამერიკული კომპანია საქართველოში აღარ შემოვიდა და იძულებული გახდნენ, მეორე რანგის კი არა, მეათე რანგის კომპანიასთან დაედოთ ხელშეკრულება. ჯერ ავსტრიულ პატარა კომპანიასთან გააფორმეს შეთანხმება, შემდეგ აგერ, ინდურ კომპანიასთან. ასე რომ, ამ თვალსაზრისით სააკაშვილმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს სანავთობე ბიზნესს.- "ფრონტერა" რომ მუშაობდა, მაშინ რა ხდებოდა?- თქვეს, აღმოვაჩინეთ საბადო 500 მილიონი ტონაო, ამდენი საერთოდ არ ეტეოდა მთელ კახეთში, ვინმეს რომ მოცულობა დაეთვალა, რომელსაც 500 მილიონი ტონა ნავთობი იკავებს. სამაგიეროდ, ასწიეს თავისი აქციების კაპიტალიზაცია ბაზარზე და მოიგეს თანხა. "ფრონტერა" სუფთა ლობისტური კომპანიაა, რომელსაც ლობირებდნენ აშშ-ის კონგრესისა და სენატის წევრები და იქიდან თავის წილ ლუკმაპურს იღებდნენ. შემიძლია ვთქვა "ფრონტერაზე", რომ ზიანის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის.- თუმცა ბოლომდე არ გადის ქვეყნიდან...- ვერც გავა, ისე არის ხელმოწერილი ხელშეკრულება, მაგრამ რაც დრო გავა, ნაკლები და ნაკლები მნიშვნელობა ექნება ამ კომპანიას.- კონკრეტული გეგმები ინდური კომპანიის VIIB ბლოკში: დაგეგმილია შვიდი მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და ორი ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა - ეს "ბევრია" თუ "ცოტა"?- ცოტაა. სანამ არ დაიწყება ნორმალური ბურღვა საქართველოს შელფის ზონაში (შავი ზღვის)... თუ შელფს გავბურღავთ, სამჯერ მეტი რესურსი გვექნება, ვიდრე აზერბაიჯანს აქვს.- ეს ინდური კომპანია თავისი შემოსვლით რა პერსპექტივებს ბადებს?- რა პერსპექტივებს ბადებს, როცა ამბობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, აგერ აბუ-დაბიდან შემოვიდა დიდი საინვესტიციო ფონდი, 6-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებსო. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ ლაპარაკია და მეტი არაფერი. დიდი არაფერი შეღავათი მაგას არ უნდა ჰქონდეს. რაღაცა მოემატება ნავთობის წარმოებაში, მაგრამ ამას სტრატეგიული, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რომ ძირფესვიანად შეცვალოს სურათი.- ანუ საქართველოსთვის ინდოელებთან გაფორმებული ეს ხელშეკრულება კარგია, თუ ერთი ჩვეულებრივი კონტრაქტია?- თქვენ 100 ლარი რომ მოგცენ პრემია, კარგია, მაგრამ 100 ათასი რომ მოგცენ, ხომ უკეთესია... არა?- კომუნისტები როგორ ეძებდნენ ნავთობს?- "საქნავთობი" და ნავთობის ბიზნესი დაკავშირებულია ბატონ რევაზ თევზაძის სახელთან, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. 1970-იანი წლების დასაწყისში აღმოჩენილ იქნა სართიჭალის საბადო და დაიწყო წარმოება, დაახლოებით 3 მილიონი ტონა ნავთობის მოპოვება წლიურად, რამაც საბადო გააფუჭა. ქაჩავდნენ, შიგნით ტუმბავდნენ წყალს, რათა ნავთობს ამოეხეთქა და საბოლოოდ მეტი წყალი ჩაუშვეს, ვიდრე საჭირო იყო და ნავთობი "დაიშალა", მთლიანობა დაკარგა და პატარ-პატარა წვეთების სახით გაიხსნა წყალში. ბატონ რეზოს სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავი მისცეს, როგორც ნავთობის პირველ აღმომჩენს საქართველოში. პატარა პოტენციალი ჰქონდა და საბადოს გაფუჭება არ შეიძლებოდა.ამის შემდეგ ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც ააშენეს და გადასცეს ნავთობკომპანიას, რომელიც ეწეოდა ძებნასა და ნავთობის წარმოებას, მაგრამ ხელშესახები არაფერი აღმოჩნდა. არც აღმოჩნდება... ვიმეორებ: სანამ არ დაიწყება შავ ზღვაში ბურღვა, არაფერი გამოვა!- 20-იანი წლების გაზეთ "კავკაზში" ვნახე პუბლიკაცია, სადაც საუბარი იყო, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოდან იყო საქართველოში ნავთობის აღმოჩენის ცდები.- ბათუმი მსოფლიოში ყველაზე დიდი სანავთობე პორტი იყო პირველ მსოფლიო ომამდე, იმ დროისთვის უზარმაზარ გადაზიდვებს აწარმოებდა, 3 მილიონ ტონამდე გაჰქონდათ ექსპორტზე. მაშინ ბენზინი დიდად არავის სჭირდებოდა, ნავთი მხოლოდ გასანათებლად სჭირდებოდათ, იმ პერიოდში შიგაწვის ძრავები არ არსებობდა.... ახლა დიდი პორტები 3 მილიონს კი არა, 300 მილიონის ექსპორტს ახდენენ, ბათუმის ტერმინალი კი ნავთობის საექსპორტო ტერმინალიდან საიმპორტო ტერმინალად გადაკეთდა.რაც ძმებმა ნობელებმა გააკეთეს, იყო საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი ეკონომიკური განვითარებისთვის. მაშინ აშენებული ბაქო-თბილისი-ბათუმის ნავთობსადენი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო მიღწევა XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისისთვის. სხვათა შორის, ნავთობს უნდა ვუმადლოდეთ, რომ რკინიგზა აშენდა ბათუმისკენ. მანამდე ურმებით გადაჰქონდათ, ბარელებში. ბარელი ახლა არის საზომი, მაგრამ სინამდვილეში ბარელი კასრია. დღეს ბარელის საზომი კასრის მოცულობის ტოლია. კასრის მოცულობა ისეთი იყო, რომ ურემზე ორი კასრი ანუ ბარელი უნდა დატეულიყო. წარმოიდგინეთ, ბათუმში ნავთობი ურმებით გადაჰქონდათ. ამისთვის აშენდა რკინიგზა, რომელიც იმ დროისთვის ასევე იყო (განსაკუთრებით წიფის გვირაბი) ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა. ამ ორმა მშენებლობამ მოიტანა საქართველოში მკვეთრი ეკონომიკური ზრდა. ამას დაემატა თვითონ ქართველი მოღვაწეების მცდელობებიც და ნელ-ნელა, პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, საქართველო გადაიქცა ეკონომიკურად ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად. ცხადია, საქართველო პირობითად, ეს იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი.- კომუნისტურ წლებში გადავიდეთ. სულ ისმოდა, ნავთობი გვაქვს და მალავენო....- ამასვე ამბობდნენ ოქროზე, სპილენძსა და კიდევ ბევრ რამეზე. ნავთობი შეიძლება გვაქვს შავ ზღვაში, მაგრამ არ აღმოგვიჩენია. ოქროს საბადოები საქართველოში განა იმიტომ არ აღმოაჩინეს, რომ კომუნისტები უმალავდნენ, არამედ ოქროს საბადოების ძებნისა და ძიების გამოცდილება არ ჰქონდათ, არ იცოდნენ, როგორ უნდა მოეძიათ. ახლა ვიცით, ეს როგორ კეთდება.- საქართველოს ტერიტორია დაყოფილია 25 სალიცენზიო ბლოკად, რომელში მეტია ნავთობისა და გაზის აღმოჩენის ალბათობა?- არ ვაქცევ ამას ყურადღებას, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა არა აქვს. სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ შავი ზღვის შელფის ზონას, თან ფოთის ზონას. ფოთიდან რომ გავაგრძელოთ 100 მილის ფარგლებში, ეს ძალზე პერსპექტიული უბანია. თუ ჩატარდა ძიებითი სამუშაოები, თუ შევუკვეთეთ ნორმალური გეოფიზიკა არა ვიღაც დილეტანტებს, არამედ გამოცდილ კომპანიებს, მაგალითად, ყველაზე გამოცდილ კომპანიას, საერთაშორისო კორპორაციას, რომელიც აზერბაიჯანში ატარებს გეოფიზიკურ სამუშაოებს, მაშინ საქმე გამოვა, თუკი მოვახერხეთ ამერიკელების მორბილება და იმ გამოუსწორებელი შეცდომის რაღაცნაირად გამოსწორება.- კავკასიაში რომელი ადგილია ნავთობით მდიდარი?- მოდი, ასე ნუ ვიტყვით, ავიღოთ ორი ზღვა - შავი და კასპიის. კასპიის ზღვის აკვატორიაც ძალიან მდიდარია ნავთობით. აქეთ ნაპირზე არის აზერბაიჯანის საბადოები, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ირანის აკვატორიას, მაგრამ უდიდესი პერსპექტივა აქვს იმ სამ უზარმაზარ საბადოს, რომლებიც ყაზახეთშია. ძირითადი მარაგები იმ რეგიონისა კასპიის ზღვაშია, ზუსტად ისევე ძალიან დიდი მარაგებია შავ ზღვაში, რომელიც ამ თვალსაზრისით საერთოდ შეუსწავლელია, ოღონდ აქეთა ნაპირისკენ და არა რუმინეთისა და ბულგარეთისკენ. ზუსტად აღმოსავლეთის სანაპიროს შელფური ზონაა პერსპექტიული ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის.- კონკრეტულად საქართველოს პერსპექტივაზე ვისაუბროთ, თუ სწორი პოლიტიკა წარიმართება "გამოუსწორებელი შეცდომის" გამოსწორების შემთხვევაში.- იცით რა, პოლიტიკა ცუდი სიტყვაა, ჯობს თქმა - თუ სწორი პროფესიული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ეს არის ჩვენი უბედურება, რომ უვიც პოლიტიკოსებს ვანდობთ სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტას. თუმცა ასევეა აშშ-ში, ტრამპიც სრული უვიცია რაღაც-რაღაცებში, მაგრამ იქ იმგვარი ინსტიტუციური მოწყობაა, რომ პროფესიონალები ამზადებენ საკითხს და ამზადებენ არა თავისი პირადი სარგებლის მიღებისთვის, როგორც ჩვენთან, რასაც დღეს ხედავთ ყოფილი პრემიერ-მინისტრების სამართლებრივ საქმეებს, არამედ როგორც საქმე მოითხოვს. აი, საქმე როგორც მოითხოვს, ისე რომ გაკეთდეს, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება, თუ პროფესიონალებს დაუჯერებენ, მაგრამ ამის ძალიან მცირე იმედი მაქვს. შემიძლია ერთი მაგალითი გითხრათ: მე, გეოლოგ კაცს, ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა მკითხა, ელემენტარული ეკონომიკური გათვლები როგორ კეთდება, მაგალითად, როგორ ითვლება სამთო საწარმოების დისკონტირებული ღირებულებაო. ეს არის იმდენად დიდი პარადოქსი... ამას მე ჩემს სტუდენტებს ვასწავლი.შავი ზღვის შელფის ზონაში დაახლოებით 20 მილიარდი ტონა ნავთობის პერსპექტივაა, მაგრამ რამდენის აღმოჩენა მოხდება, არ ვიცი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანის ნავთობის მარაგები დღესდღეობით 4 მილიარდს არ აღემატება. ხუთჯერ მეტი უნდა იყოს ჩვენთან, მაგრამ ამას აღმოჩენა სჭირდება.წყარო: kvirispalitra.ge
1762169206
ილია წულაია: ჰარვარდის კურსელები მირეკავენ ხოლმე, რა ხდება, რატომ არის...
1761305535
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდ...
1761217431
MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართ...
1761287820
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებას...
1762165452
თბილისის ფინანსური სამიტის მონაწილე ინვესტორთა ნაწილი ჩვენს საბანკო სი...
1761395622













