ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა კილაძესთან ერთად, ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელმძღვანელის პოზიციაზე, გიორგი ოქროშიძე წარუდგინა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მას დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსების და კრედიტის სპეციალობით. გიორგი ოქროშიძემ უწყებაში მუშაობა 1995 წელს, ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო და 31 წლის განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა.

მიხეილ მაღლაკელიძემ ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.