ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #595


ვერცხლის ფასი 0.13 დოლარით დაეცა და 39.42 დოლარს მიაღწია.
1756113765

ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი ბაზრის მონაწილეთა აქტიური ჩართულობით მომზადებული ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს კაპიტალის ბაზარზე მდგრადი მიზნობრიობის მქონე ობლიგაციების საჯაროდ გამოშვებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას და ამ გზით საწარმოთა სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნებისა და პროექტების მხარდაჭერას.ახალი წესის საფუძველზე, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საჯარო ობლიგაციებთან მიმართებით განისაზღვრა „მწვანე ობლიგაციის“, „სოციალური ობლიგაციის“, „მდგრადობის ობლიგაციის“ და „მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციის“ დასახელების გამოყენების უფლების მინიჭების, შენარჩუნებისა და გაუქმების მოთხოვნები.გარდა ამისა, რეგულაცია ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის მდგრადი ინვესტიციებისკენ მიმართვას. ასევე, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი, სოციალური და სხვა მდგრადი განვითარების მიზნობრიობის მქონე ფინანსური პროდუქტების მეტ გამჭვირვალობას.მწვანე, სოციალური, მდგრადობის და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების სტატუსის მინიჭების, შენარჩუნების და გაუქმების წესი ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა. მანამდე, კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ სათანადოდ მოემზადონ მისი სრულფასოვანი იმპლემენტაციისთვის.
1756111827

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება მიმდინარე წლის ივლისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილსა და „თურქეთის ავიახაზების“ დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს აჰმეტ ბოლატს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული. საუბარი ასევე წარიმართა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შემდგომი ზრდის და ახალი საჰაერო მარშრუტების გახსნის შესაძლებლობებზე.მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა საქართველოს სწორედ თურქეთთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის მილიონ ორასი ათასზე მეტი მგზავრია გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 47%-ი შეადგინა.2025 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული რაოდენობის, ოცი ათასზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. იანვარ-ივლისში შესრულებული სამგზავრო და სატვირთო ავიარეისების რაოდენობა (20 766) 16%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობას. დღეის მდგომარეობით, სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენები კვირაში დაახლოებით 745 სიხშირით სრულდება. 2025 წლის საწყის 7 თვეში, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით ჯამურად გადაყვანილ იქნა 4 601 048 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას.
1756111562

მისი განცხადებით, ამჟამინდელი ფაქტობრივი ეკონომიკური მდგომარეობით რომ ხდებოდეს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველო, მოლდოვასაგან განსხვავებით, ნამდვილად არ იქნებოდა აღნიშნული გაერთიანების ყველაზე „სუსტი რგოლი".არჩვაძის თქმით, ერთ-ერთი მაგალითია ეკონომიკური პროგრესი, რომელშიც საქართველოს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს მოლდოვასთან შედარებით.„დასავლეთის მხრიდან რომ სწორედ პოლიტიკური ხედვები უდევს საფუძვლად მოლდოვას საქართველოსთან შედარებით უპირატესობის მინიჭებას, ამის საილუსტრაციოდ მოვიტან რამდენიმე მაჩვენებელს, რომლებიც, მიკერძოებაში რომ არ ჩაგვითვალონ, ეყრდნობა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია. 2025 წლისთვის მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტი საქართველოში აღემატება მოლდოვას ანალოგიურ მაჩვენებელს: 15.9 პროცენტით - მიმდინარე ფასებით (ვალუტის ოფიციალური კურსით) და 56.3 პროცენტით - ვალუტის მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით (PPP); იგივე მაჩვენებლით - მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტით - საქართველო მსოფლიოში 83-ე ადგილზეა მიმდინარე ფასებით და 70-ე ადგილზე - მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით (PPP-ით); მოლდოვას ანალოგიური მაჩვენებლებით მსოფლიოში უკავია, შესაბამისად, 89-ე და 94-ე ადგილები, ანუ მოლდოვა საქართველოს ჩამორჩება 6 და 24 ადგილით.ეკონომიკური პროგრესის თვალსაზრისით, საქართველოს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს მოლდოვასთან შედარებით. მაგალითად, მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი სამამულო პროდუქტის თანაფარდობა საშუალო მსოფლიო დონესთან საქართველოში გაიზარდა 2012 წლის 70 პროცენტიდან 2025 წლის 120 პროცენტამდე, მოლდოვაში კი პირიქით, შემცირდა 80-დან 77 პროცენტამდე. 20212 წელთან შედარებით საქართველომ გაზარდა თავისი წილი გლობალურ ეკონომიკაში 0.040 პროცენტიდან 0.055 პროცენტამდე; იმავე პერიოდში მოლდოვას წილი შემცირდა 0.025 პროცენტიდან 0.022 პროცენტამდე.2012 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თანაფარდობით ქვეყნის სამამულო პროდუქტთან, მოლდოვას საქართველოსთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა (მოლდოვა: -7.4%, საქართველო: -11.1%), ამჟამად მდგომარეობა აბსოლუტურად საპირისპიროა. - საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში -4.4 პროცენტის დონეზეა, მოლდოვაში კი - -14.5 პროცენტს აღწევს.ამგვარი შედარებების გაგრძელება თითქმის დაუსრულებლად შეიძლება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამჟამინდელი ფაქტობრივი ეკონომიკური მდგომარეობით რომ ხდებოდეს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველო, მოლდოვასაგან განსხვავებით, ნამდვილად არ იქნებოდა აღნიშნული გაერთიანების ყველაზე „სუსტი რგოლი"..." - წერს სოსო არჩვაძე.
1756111218

აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აფასებს, დაჯილდოებაში კი მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობენ. წლევანდელი შედეგებით, საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მოიპოვა, რომელთაგან 18 სამომხმარებლო სეგმენტს ეხება.გამარჯვებულები შეირჩა Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, ხოლო საბოლოო სია Global Finance-ის რედაქციამ გამოავლინა. შეფასების კრიტერიუმებს შორის იყო: ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ზრდა ციფრულ არხებში, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის ფუნქციონალურობა და დიზაინი, ინფორმაციული უსაფრთხოება და სხვა.საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდა:ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; დაკრედიტების საუკეთესო სერვისი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები სამომხმარებლო მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში; საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში; ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის საქართველოში; ონლაინ პროდუქტის საუკეთესო შეთავაზებები მომხმარებლებისთვის საქართველოში; საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების (UX) დიზაინი საქართველოში; საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია მომხმარებლებისთვის საქართველოში; საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში; დაკრედიტების საუკეთესო სერვისი მომხმარებლებისთვის საქართველოში; ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში; საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში; საუკეთესო ტრანსფორმაცია სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში
1756107780

აღსანიშნავია, რომ Global Finance-ი საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ასახელებს, ინიციატივაში კი წამყვანი საფინანსო ორგანიზაციები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მიიღო.პირველი რაუნდის ფარგლებში, მონაწილეები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ შეირჩნენ, გამარჯვებულები კი Global Finance-ის რედაქციის მიერ დასახელდნენ.გამარჯვებულების გამოსავლენად, ჟიურის წევრები ეყრდნობიან შემდეგ კრიტერიუმებს: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და სერვისის მიწოდების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების მხრიდან ციფრული შეთავაზებების გამოყენება, ციფრული მომხმარებლების ზრდა, ციფრული ინიციატივების ეფექტურობა, ვებ და მობილური აპლიკაციების დიზაინი და მათი ფუნქციურობა.„ციფრული საბანკო პროცესები გამუდმებით იცვლება და ვითარდება, შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, Cloud-ზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს, რათა მომხმარებლებს შესთავაზონ უსაფრთხო და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა თუ მოთხოვნილებებზე მორგებული გამოცდილება. წლევანდელი Global Finance-ის გამარჯვებულები კი ინოვაციების სათავეში არიან, რადგან სწორედ ისინი ქმნიან საბანკო პროცესების მომავალს“, - აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი.“მოხარული ვართ, რომ Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ციფრული ეკოსისტემის სიძლიერეს, ინოვაციებისადმი მუდმივ სწრაფვასა და ჩვენთვის მომხმარებლის, როგორც ჩვენი ყოველდღიური პროცესების მთავარ ღირებულებას. საქართველოს ბანკის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, რათა მომხმარებლებს შევთავაზოთ უსაფრთხო, მარტივი და თანამედროვე საბანკო გამოცდილება. Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება კი გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ საუკეთესო ციფრული ბანკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში“, - აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.საქართველოს ბანკის ჯილდოების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
1755866580

"არაბუნებრივად მაღალი ხელფასები მენეჯმენტისთვის" - ირაკლი ლექვინაძე წა...
1754903992
საქართველო-თურქეთს 7.6 კმ-ის გვირაბით დაუკავშირდება - მშენებლობის ზედა...
1755860940
ეროვნულმა ბანკმა „სილქ ბანკი“ დააჯარიმა
1755079641
„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ავტონაწილებზე უპრეცედენტო საგარანტიო პირობებ...
1755240900
მაკრონი: უკრაინას შეუძლია ტერიტორიები აღიაროს დაკარგულად ან გაყინულად....
1755519771