ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #593
ახალი ობიექტი სრულად Bridgestone-ის ბრენდის სტილშია გადაწყვეტილი. სივრცე თანამედროვე და კომფორტული გარემოთი გამოირჩევა, სადაც მომხმარებელს კვალიფიციური კონსულტანტი დახვდება და საბურავების ფართო ასორტიმენტიდან მისი ავტომობილისა და საჭიროებების შესაბამისი მოდელის შერჩევაში დაეხმარება. Tegeta Motors Baku Bridgestone-ის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია აზერბაიჯანში.ემილ მამადოვი, Tegeta Motors Baku-ს დირექტორი: „Bridgestone-ის ახალი კონცეპტმაღაზია ჩვენს მომხმარებელს ბაქოში სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. აქ მომხმარებელი იღებს პროფესიონალურ კონსულტაციასა და Bridgestone-ის პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე წვდომას თანამედროვე და კომფორტულ სივრცეში. მაღაზია იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი, რომლებსაც „თეგეტა მოტორსი“ მთელ ქსელში იცავს. უკვე ორი წელია, რაც Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორები ვართ აზერბაიჯანში და ამ ხნის განმავლობაში მომხმარებელს მაღალხარისხიან პროდუქციაზე პირდაპირი წვდომა და სათანადო საგარანტიო მომსახურება შევთავაზეთ, რაც ადრე ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის არ იყო გარანტირებული. ეს მომხმარებელს პროდუქტის ავთენტიკურობაში არწმუნებს, სთავაზობს პროფესიონალურ დახმარებას სწორი საბურავის შერჩევაში და უზრუნველყოფს საიმედო მიწოდების ჯაჭვს. ბაზრისთვის კი მსგავსი სივრცის არსებობა ჯანსაღ კონკურენციას ქმნის და ბაქოში საბურავების საცალო ვაჭრობის სტანდარტის ამაღლებაში საკუთარი წვლილი შეაქვს“.მაღაზიაში წარმოდგენილია Bridgestone-ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის, უახლესი მოდელები, რომლებიც ENLITEN™ ტექნოლოგიით არის აღჭურვილი და მაღალი ხარისხითა და მაჩვენებლებით გამოირჩევა.მუჰამედ აბუთაჰუნი, Bridgestone-ის ფილიალის მენეჯერი CIS, Levant & PAF რეგიონში: „აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ბაზარია, რომელსაც გრძელვადიანი ზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ვხედავთ მზარდ მოთხოვნას პრემიუმ ბრენდებზე, რომლებიც მაღალხარისხიან პროდუქტსა და პროფესიონალურ მომსახურებას აერთიანებს. Tegeta Motors Baku-სთან ერთად Bridgestone-ის კონცეპტმაღაზიის გახსნა სწორედ ჩვენს მიზანს ასახავს - შევთავაზოთ მომხმარებელს სრულყოფილი გამოცდილება, სადაც ერთ სივრცეში იყრის თავს მსოფლიო დონის პროდუქცია, ექსპერტიზა და პროფესიული სერვისი. ამ პარტნიორობის მეშვეობით ჩვენ ვაერთიანებთ, ერთი მხრივ, Bridgestone-ის გლობალურ გამოცდილებასა და ინოვაციას, მეორე მხრივ კი, Tegeta-ს ადგილობრივი ბაზრის ღრმა ცოდნას, რათა აზერბაიჯანში პრემიუმ საბურავების საცალო ვაჭრობის ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ. და, რაც მთავარია, ვქმნით სივრცეს, სადაც მომხმარებელი Bridgestone-ის ბრენდთან ასოცირებულ ხარისხსა და სანდოობას იღებს, ჩვენ კი ამავდროულად ვაძლიერებთ ჩვენს წარმომადგენლობას და უფრო ახლოს ვართ იმ მომხმარებელთან, რომელსაც ვემსახურებით“.ახალი მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად სპეციალურად შერჩეულ საბურავებზე 30%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. საბურავების შეძენისას მონტაჟისა და დაბალანსების მომსახურებას მომხმარებლები უფასოდ მიიღებენ. შეთავაზება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და ბაზარს იაპონური ბრენდის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისათვის განკუთვნილი საბურავებით ამარაგებს.
1785824880
კვლევა უზბეკეთის ეკონომიკის სწრაფ ტრანსფორმაციას, მიმდინარე რეფორმებს, ზრდის ახალ მამოძრავებელ ფაქტორებს, სექტორულ დინამიკას, ექსპორტის სტრუქტურას, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საინვესტიციო პერსპექტივებს ეხება. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანალიტიკურ რესურსს როგორც ქვეყანაში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე აქტივების მმართველი (Asset Management) კომპანიებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისა და კაპიტალის ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც უზბეკეთში საინვესტიციო შესაძლებლობებს აფასებენ და გადაწყვეტილებებს მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ.კვლევის მიხედვით, 2017 წლის სავალუტო კურსის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკური რეფორმების დაწყების შემდეგ, უზბეკეთის ეკონომიკა საშუალოდ 6.6%-ით იზრდებოდა ყოველწლიურად, ხოლო 2025 წელს ზრდამ 7.7%-ს მიაღწია. გალტ & თაგარტის პროგნოზით, 2026 წელს მაღალი ზრდის ტემპი შენარჩუნდება და ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდება. ამასთან, 2017 წლის შემდეგ რეალური ხელფასები 82%-ით გაიზარდა, ხოლო სიღარიბის დონე დღიური 3 დოლარის ზღვარზე 2.3%-მდე შემცირდა. სამრეწველო წარმოების წილი ეკონომიკაში გაორმაგდა - 2010 წლის 10.4%-დან 2025 წელს 20.8%-მდე - და ქვეყნის უმსხვილეს სექტორად იქცა. მთავრობის ვალი 2025 წლის ბოლოს მშპ-ის მხოლოდ 31.9%-ს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად დაბალია 60%-იან საკანონმდებლო ზღვართან შედარებით. ეს მაჩვენებლები უზბეკეთს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ საინვესტიციო ბაზრად აქცევს.“უზბეკეთი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ეკონომიკაა, თუმცა მისი სიღრმისეული ანალიზი დღემდე მწირია. ჩვენი კვლევა სწორედ ამ ხარვეზს ავსებს და ჩვენს ინსტიტუციურ და კერძო ინვესტორებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის — ეს კი ამყარებს ჩვენს, როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვანი საინვესტიციო ბანკის, პოზიციებს“, — აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი, გიორგი კუპრაშვილი.„ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ექსპერტიზა საქართველოს ბაზრის ფარგლებს გასცდეს და ინვესტორებსა და ბიზნესებს მაღალი ხარისხის, სიღრმისეული ანალიტიკა შევთავაზოთ. მომავალში კვლევით დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავაფართოებთ“, — აცხადებს გალტ & თაგარტის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, ევა ბოჭორიშვილი.აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის კვლევითი და საინვესტიციო მიმართულება საერთაშორისო გამოცემების მიერაა აღიარებული - 2026 წელს Euromoney-მ კომპანია საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესოდ დაასახელა, ხოლო Global Finance-მა გალტ & თაგარტს საქართველოში წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო მიანიჭა.
1785769200
კამპანიის მთავარი უპირატესობა მონაწილეობის მარტივი მექანიკაა - მომხმარებელს გათამაშებაში ჩასართავად ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში მხოლოდ ერთხელ შესვლა სჭირდება. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებს, რომლებსაც 2026 წლის ივნისსა და ივლისში ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში ავტორიზაცია არ გაუვლიათ.გათამაშება 4 შუალედურ და ერთ ფინალურ ეტაპად გაიმართება. ყოველ შუალედურ გათამაშებაზე სამი გამარჯვებული გამოვლინდება და საპრიზო ფონდი 12 500 ლარი იქნება: I ადგილი - 7 000 ლარი, II ადგილი - 3 000 ლარი, III ადგილი - 2 500 ლარი. ოთხი შუალედური გათამაშების ჯამური საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს.რაც შეეხება ფინალური გათამაშების საპრიზო ფონდს, გამარჯვებულები შემდეგ ფულად პრიზებს მიიღებენ: I ადგილი - 25 000 ლარი, II ადგილი - 15 000 ლარი, III ადგილი - 10 000 ლარი.შუალედური გათამაშებები გაიმართება ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში, 15:00 საათზე, ხოლო ფინალური გათამაშება - 2027 წლის 4 იანვარს, 15:00 საათზე.აღსანიშნავია, რომ ინდმეწარმედ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი. ბანკი ინდმეწარმედ რეგისტრაციის საფასურს სრულად დააქეშბექებს, რეგისტრირებულ პირებს კი გათამაშებაში ჩართვაც შეეძლებათ.დეტალური პირობების გასაცნობად და გათამაშებაში ჩასართავად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ან ინტერნეტბანკს.
1785763900
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრს სოფლის განვითარების სააგენტო აწარმოებს. მისი მიზანია ფერმერული მეურნეობებისა და აგრობიზნესის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება.რეესტრში რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოში, როგორც თბილისში (თბილისი, დევი აბაშიძის 10ა), ასევე რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში
1785761345
აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების, ღია ბანკინგის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და რეგულირების ლაბორატორიის (Regulatory Sandbox) განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების საერთაშორისო აღიარებაა.ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარების, კონკურენციის გაძლიერებისა და ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღია ბანკინგის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგულირების ლაბორატორიას, რომელიც ფინტექ კომპანიებსა და ფინანსურ სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, რეალურ გარემოში გამოცადონ ინოვაციური პროდუქტები და მომსახურებები, რეგულატორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.საერთაშორისო ჯილდოს შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკის მიდგომას, რომლის მიზანია არა მხოლოდ ინოვაციების მხარდაჭერა, არამედ ისეთი პრაქტიკული გადაწყვეტილებების დანერგვა, რომლებიც მომხმარებლებსა და ბაზარს რეალურ სარგებელს მოუტანს. ამ მიდგომის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგისა და რეგულირების ლაბორატორიის მეშვეობით ხელი შეუწყო ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ციფრული ფინანსური მომსახურებების ხელმისაწვდომობა, გაზარდა კონკურენცია და შექმნა ახალი შესაძლებლობები ფინტექ სექტორისთვის.აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა ღია ბანკინგის Onboarding API-ს, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტებს მომხმარებელთა დისტანციური იდენტიფიკაციისა და ანგარიშის გახსნის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივა. ამასთანავე, რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში წარმატებით განხორციელებულმა პროექტებმა პრაქტიკაში დაადასტურა, რომ ინოვაციური რეგულირების მოდელი ხელს უწყობს როგორც ახალი ბიზნესების განვითარებას, ისე მომხმარებლებისთვის უფრო კონკურენტული და ეფექტიანი ფინანსური სერვისების შექმნას.Global Banking & Finance Awards® საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ ფინანსური სექტორის წამყვან ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს ინოვაციების, ლიდერობისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის. ჯილდოს მიზანია იმ ინიციატივების აღიარება, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ფინანსური სექტორის განვითარებასა და ტრანსფორმაციაში.აღნიშნული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევას ქვეყნის ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის, ფინანსური ინოვაციების მხარდაჭერისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით.
1785751738
საქართველოს ბანკის ხაზინის უფროსის, კახაბერ დავითაიას შეფასებით, ეროვნული ბანკის ახალი პლატფორმა მომხმარებლებს უკვე დამუშავებულ მონაცემებს სთავაზობს, რაც ინფორმაციის გამოყენებასა და ანალიზს მნიშვნელოვნად ამარტივებს. მისი თქმით, პლატფორმა საშუალებას იძლევა მონაცემები მარტივად იქნეს წარმოდგენილი გრაფიკების სახით, მათ შორის ისტორიულ ჭრილშიც. დავითაია მიიჩნევს, რომ ეს ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია. ,,ძალიან საინტერესო და სასარგებლო პლატფორმა არის ნამდვილად - ადრე მსგავს ინფორმაციას ჩვენ ვიღებდით ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციის ვებგვერდიდან და გვიწევდა ამ ინფორმაციის დამუშავება. ახლა, ამ ახალ პლატფორმაზე უკვე გამზადებულია დამუშავებული ინფორმაცია და შეგვიძლია გრაფიკების სახით ამოვიღოთ, როგორც ისტორია ასევე სხვადასხვა ჭრილში”, - განაცხადა საქართველოს ხაზინის უფროსმა კახაბერ დავითაიამ.
1785748816
ნათია ჯანაშიას ქმარი მიხეილ სააკაშვილმა დააპატიმრა და ბიძინა ივანიშვილ...
1785478963
ნათია ჯანაშია ფულს იხდის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გაშავებისთვის...
1784746016
ნათია ჯანაშიამ აღიარა, რომ ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ ღია საბოტაჟს...
1785307469
ნათია ჯანაშია ოთხჯერ ნასამართლევი არ არის
1784702992
ნათია ჯანაშიას ლონდონური სარჩელის აბსურდი და გასაიდუმლოებული ექსპერტი
1784881531













