ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #614


1695622500

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 36.60 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.21% წინა კვირასთან შედარებით და +5.32% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 362 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 35.75 - 37.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.30 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +2.09% წინა კვირასთან შედარებით და +4.64% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 247 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.55 - 30.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 43 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.20 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -1.35% წინა კვირასთან შედარებით და +6.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 435 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.90 - 10.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 80 ათასი აქცია შეადგინა.
1695631295

აქციის ფარგლებში, ის ვინც გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკში მიიღებს, ციფრული არხებით განაღდების ოპერაციის შესრულებისას თანხის დაკონვერტირებას შეღავათიანი კურსით შეძლებს როგორც ლარში, ასევე დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში. ეს პირობა ვრცელდება ვესტერნ იუნიონის, მანიგრამის, რიკოგრამის, კონტაქტის, ინტელექსპრესისა და რიას გზავნილის სისტემებით მიღებულ გზავნილებზე.აღსანიშნავია, რომ გზავნილის აქციით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნიდან მიღებული გზავნილების შემთხვევაში, გარდა რუსეთისა.აქცია ძალაშია 2023 წლის 18 სექტემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.„საქართველოს ბანკის მთავარ ღირებულებას მომხმარებელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დროულად ვუპასუხოთ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს და მივაწოდოთ მათზე მორგებული შეთავაზებები.სწორედ ამ მიზნით, ბანკი მომხმარებლებს გზავნილის კურსის აქციას სთავაზობს. ის მომხმარებლები, რომლებიც ციფრული არხებით გაანაღდებენ გზავნილს, შეძლებენ საქართველოს ბანკის მობილბანკში განსაკუთრებული კურსით გადააკონვერტირონ თანხა, როგორც ლარში, ასევე დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში. ჩვენ არ ვჩერდებით, აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას, მომხმარებლებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
1695629943

ავიაკომპანიის ცნობით, სოჭი-თბილისი-სოჭის ავიარეისები ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება, მოსკოვი-ბათუმი მოსკოვის მიმართულებით კი ორშაბათს და ხუთშაბათს.ცნობისათვის, ამჟამად „აზიმუტი“ ფრენებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს.
1695629369

„პროდუქცია, რომლის წარმოშობის ქვეყანა, ყველა დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთია, უკვე ბელარუსის თაროებზეა. აქ შედის აფხაზური ღვინო და ლიმონათები. ბუნებრივია, ეს მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით შეიძლებოდა მომხდარიყო,“- განაცხადა არძინბამ.ამის შესახებ ინალ არძინბამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებს ჯერ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა ისინი „მომავალზე არიან ორიენტირებულნი“.არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინსკისა და სოხუმის წარმომადგენლები სამომავლოდ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვას გეგმავენ. მისი თქმით, ბელარუსის მიერ აღიარება შესაძლებელს გახდის საელჩოების ურთიერთგახსნას, დიალოგის გაძლიერებას და სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის განვითარებას, რითაც მინსკიც არის დაინტერესებული.„წინ გვაქვს არაერთი შეხვედრები და ჩვენ ყველა ვლოცულობთ, რომ შევძლოთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ბელორუსთან. რათა რესპუბლიკამ გვაღიაროს და ჩვენც ვაღიაროთ ბელორუსია,“ - თქვა მან.არძინბას თქმით, გართულებულია სიტუაცია, როგორც მინსკში საქართველოს ელჩთან, ასევე საქართველოში ბელარუსის ელჩთან დაკავშირებით.„მიუხედავად ფანტასტიკური ზეწოლისა, რაც ალექსანდრ ლუკაშენკოზე ხორციელდებოდა, ის ორჯერ შეგვხვდა. ჩვენ არაფერს ვკარგავთ, მხოლოდ ვიგებთ ასეთი შეხვედრებიდან, მაგრამ ბელარუსის რესპუბლიკა ეკონომიკურად კარგავს და, რბილად რომ ვთქვათ, ყველას არ მოსწონს ეს პოლიტიკურადაც“, - აღნიშნა არძინბამ.მანამდე არძინბამ განაცხადა, რომ ბელარუსმა ეკონომიკურად დე ფაქტო აღიარა აფხაზეთი. მან ასევე განაცხადა, რომ ბელარუსის მიერ ოფიციალური აღიარება საშუალებას მისცემს აფხაზეთს გააძლიეროს თავისი სუვერენიტეტი და დაიწყოს მოლაპარაკებები „საკავშირო სახელმწიფოში“ გაწევრიანებაზე, რომელშიც ამ ეტაპზე რუსეთი და ბელარუსი შედიან.. ბელარუსის პრეზიდენტმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მინსკი არ მალავს თანამშრომლობას აფხაზეთთან. ლუკაშენკომ ასევე არ გამორიცხა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოფიციალური აღიარება. თავის მხრივ, აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დაუშვა ქვეყნის „საკავშირო სახელმწიფოში“ გაწევრიანების შესაძლებლობა.commersant.ge
1695629304

21 სექტემბერს ფედერაციის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, 1 ოქტომბრიდან 2024 წლის ბოლომდე საქონლის ფართო სპექტრზე 4-7%-იანი საექსპორტო გადასახადი ერთი დოლარის 80 რუბლზე და მეტი გაცვლითი კურსით ამოქმედდება, ანუ ბაჟის განაკვეთი რუბლის დაცემასთან ერთად გაიზრდება. გამონაკლის საქონელს შორის არის ნავთობი, გაზი, მარცვლეული და ხე-ტყე.„რაკი ელექტროენერგიის ინდუსტრია გამონაკლის სექტორებში არ შედის, საექსპორტო გადასახადმა შესაძლოა, მასზე გავლენა იქონიოს... წელს, აპრილ-მაის-ივნისში მიწოდება თურქეთში შევასრულეთ. საქართველოსა და თურქეთში მიწოდება იქნება, თუმცა ამჟამად არ გვაქვს… ასევე, პარალელური მუშაობის ფარგლებში, მიმდინარეობს მიწოდება აზერბაიჯანში, ხოლო, დაახლოებით, 20 მეგავატი „სამხრეთ ოსეთს“ მიეწოდება,” - აცხადებს პანინა.მისი მონაცემებით, მთლიანობაში, სამხრეთ მიმართულებით საექსპორტო პოტენციალი 1 გიგავატად არის შეფასებული.პანინა ამბობს, რომ „ახალი საექსპორტო გადასახადის გათვალისწინებით კომპანია შედეგებს გადაიანგარიშებს და შეაფასებს,“ ხოლო Inter RAO-სთვის ერთადერთ დადებით მხარედ იმას ასახელებს, რომ ახალი ვალდებულებები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე არ ვრცელდება.დივერსიფიცირებული ჰოლდინგი, Inter RAO რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ერთადერთი ოპერატორია.2023 წლის ბოლოსთვის რუსეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტის მთლიანი მოცულობა, საექსპორტო გადასახადების შემოღებამდე, 10,5 მილიარდ კვტ/სთ-ად იყო შეფასებული, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. რუსული ელექტროენერგიის მიწოდების მოცულობით წელს პირველ ადგილს ყაზახეთი, მეორეს კი ჩინეთი დაიკავებს.2022 წლის ბოლოსთვის Inter RAO-ს მთავარი აქციონერი „როსნეფტეგაზი“ (26,37%) იყო, ხოლო Inter RAO Capital-ის წილი 29,56%-ს შეადგენდა. ასევე, 2021 წლის ბოლოსთვის 8,57%-იანი წილი ფედერალურ ქსელურ კომპანია „როსსეტის“ ეკუთვნოდა, ხოლო 34,24%-იანი წილი თავისუფალ მიმოქცევაში იყო. ამ აქციების შესახებ უახლესი მონაცემები გასაჯაროვებული არ არის.რაც შეეხება საქართველოში “თელასს”, კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტს (75.108%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. 24.529%-ს ფლობს შპს „ბეტს ენერჯი გრუპი“, 0.363%-ს კი დანარჩენი აქციონერები.წყარო: BPN.GE
1695629054

„არსებობენ დიდი ქალაქები პატარა ისტორიებით და ქუთაისი, ავიაციის დიდი ისტორიით. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება, სწორედ ამ დიდ ისტორიას, განვლილ გზას და მომავალს ეძღვნება.დღეს, ამ აეროპორტის ისტორიაში ახალი თავი იწყება მილიონი მგზავრი - ეს მგზავრების ის რაოდენობაა, რომელსაც ჩვენ წელს უკვე მოვემსახურეთ და დავისახეთ მიზნად, რომ ამ რიცხვს არასოდეს ჩამოვცდეთ,“- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.ღონისძიებაზე დაჯილდოვდა აეროპორტის 150 ვეტერანი თანამშრომელი, რომლებსაც ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის სახელით ავიაციის ისტორიაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის სპეციალური სიგელები და მედლები გადაეცემათ.„ქუთაისის აეროპორტმა უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი მსოფლიო ავიაციის რუკაზე და ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესია. თუკი წლების წინ ავიაკომპანიებისათვის ახსნა გვიწევდა თუ სად მდებარეობდა ეს აეროპორტი, დღეს ვხედავთ მათი მხრიდან მზარდ ინტერესს და ფრენების სურვილს. სწორედ ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, wizz air-ი მალეა აეროპორტში, წარმოდგენილი იქნება 4 ბაზირებული უახლესი ტიპის საჰაერო ხომალდით,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.ღონისძიების დასასრულს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეო რგოლის სლოგანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -მილიონობით მგზავრის მასპინძელი. კომუნიკაციაში პირველად იქნა შემოტანილი ქუთაისის აეროპორტის 70 წლიანი ისტორია. ის, რომ ქუთაისის აეროპორტი არის რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და აეროპორტში ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული მოგზაურობის საწყისი წერტილი, რომელიც ხელს უწყობს იმერეთის და დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამ მრავალწლიანი ისტორიის მქონე აეროპორტმა პირველად, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს უმასპინძლა და წლის ბოლომდე მილიონ ნახევარ მოგზაურს მოემსახურება.
1695628725
ნიკოლოზ შურღაიამ "პაშა ბანკი" დატოვა
1695207747
„ეს დებულება რომ თავიდანვე არ იყო ასახული ეროვნული ბანკის დოკუმენტში,...
1695379366
ბანკი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
1695215633
მესაკუთრეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დამუშავების ვალდებულებ...
1694524382
ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გა...
1695213865