ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #609
ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის ივნისში, საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია."უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ნამდვილად თვალსაჩინოა ის შედეგები, რაც საქართველოს რკინიგზამ დანერგა. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება როგორც საოპერაციო ნაწილში, ასევე შესაბამის მაჩვენებლებში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის წარმატებული პროექტები, რომელიც წინა და მიმდინარე წლის განმავლობაში საოპერაციო ნაწილში განხორციელდა - გამოვყოფდი, რა თქმა უნდა, უღელტეხილის მოდერნიზაციის პროექტს, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დასრულდა და სრულ ოპერირებაში შევიდა უღელტეხილის ნაწილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა, რაც ნამდვილად აძლიერებს რკინიგზის როლს, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შუა დერეფანში ტვირთნაკადის მზარდ დინამიკას. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებლები ფიქსირდება, ზოგადად, ტვირთების ზრდის კუთხით და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საქართველოს რკინიგზის გამართულად მუშაობა."საქართველოს მთავრობას აქვს თანმიმდევრული გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი და ყველა მულტიმოდალური მიმართულება ერთმანეთთან თანხვედრაშია. რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე გვქონდა 10 წლიანი ხედვის წარდგენა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განახლებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ეს ორივე კომპონენტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანში ვართ სანდო პარტნიორი და მზად ვართ, ეფექტურად მოვემსახუროთ გაორმაგებულ ტვირთებს" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
1783522895
ფორუმის ფარგლებში ქეთევან თოიძე მონაწილეობდა Avesta Capital Markets Day 2026-ის პანელურ დისკუსიაში – „უზბეკეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები“, სადაც გალტ & თაგარტის გამოცდილება, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და საქართველოს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკა გააზიარა. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე, კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.„რეგიონული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროფესიულ დისკუსიებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მოხარული ვართ, რომ Tashkent International Investment Forum-ის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაგვეზიარებინა გალტ & თაგარტის გამოცდილება და საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პრაქტიკა. მსგავსი პლატფორმები ხელს უწყობს ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცვლას, რაც რეგიონის საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო აძლიერებს”, - განაცხადა ქეთევანთოიძემ, გალტ & თაგარტის გენერალურიდირექტორის მოადგილემ.Tashkent International Investment Forum უკვე მეხუთედ გაიმართა. გასულ წელს ფორუმს 8 000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის თითქმის 3 000 საერთაშორისო სტუმარი 97 ქვეყნიდან დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა 30.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო და სავაჭრო შეთანხმებები, ხოლო ბიზნესპროგრამა 150-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერსა და ათეულობით თემატურ პანელურ დისკუსიას აერთიანებდა.
1783520820
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლას ესტუმრნენ, სადაც V–XII კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების თემებზე ინტერაქციული და პრაქტიკული გაკვეთილები ჩაატარეს. შეხვედრებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.შეგახსენებთ, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს, დაეხმაროსახალგაზრდებს ფინანსური საკითხების უკეთ გააზრებაში, სწორი ფინანსური ჩვევების ჩამოყალიბებასა დაინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.ინფორმაციისთვის, ინიციატივა წარმოადგენს ფულისგლობალური კვირეულის ნაწილს, რომელიცსაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებულიპროგრამის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებშიხორციელდება.
1783519080
ამავდროულად, რადგანაც ინფლაცია, სავარაუდოდ, მთელი წლის განმავლობაში სამიზნე დონეზე მაღალი დარჩება, პროგნოზი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნებას ითვალისწინებს, ვინაიდან ეროვნული ბანკი „ინფლაციური შოკის ამოწურვას“ განაკვეთის შემცირების წინაპირობად ასახელებს.ამ კუთხით, საყურადღებოა ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირების ხელახალი გააქტიურება ახლო აღმოსავლეთში. როგორც თიბისი კაპიტალის წინა პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, ის ფაქტი, რომ ორ ქვეყანას შორის ივნისში მიღწეული შეთანხმება საბოლოო არ არის, ჯერ კიდევ საკმაო გაურკვევლობას მოიაზრებს, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების გაფორმებას ბაზრების მხრიდან გამოკვეთილად ოპტიმისტური რეაქცია მოჰყვა. მიმდინარე ესკალაციის ფონზე, რთული სათქმელია, კონფლიქტის კვლავ გამწვავება დროებითია თუ არა, თუმცა, თუკი დაძაბულობა ხანგრძლივად შენარჩუნდა, რაც ფასებზე გლობალურ წნეხს ბუნებრივად გაზრდის, ინფლაციის პროგნოზიც უფრო მეტად წინა, 6%-იან ნიშნულს დაუახლოვდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ ივნისში პროგნოზის შემცირება სწორად გლობალურ სასაქონლო პროდუქციაზე ფასების მკვეთრ კლებას მოჰყვა. გაურკვევლობის მატებასთან ერთად, იზრდება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნების ალბათობაც.ივნისის დინამიკის მხრივ, წლიური ინფლაციის ფორმირებაში ძირითადი კომპონენტი კვლავ საწვავია, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე პურის, ელექტროენერგიის, სიგარეტისა და ინტერნეტის ტარიფების ცვლილებებს. ეს ფაქტორები ამჟამად ინფლაციის მნიშვნელოვან ნაწილს განაპირობებს, თუმცა, საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, მათი გავლენა ფასებზე თანდათან შესუსტდება.აღსანიშნავია, რომ ინფლაციის უფრო ხისტი მაჩვენებლები სამომხმარებლო ფასებზე შედარებით მაღალი, თუმცა მეტწილად მაინც ზომიერი წნეხის არსებობაზე მიუთითებს. მაგალითისათვის, მედიანური ინფლაცია ივნისში 1.9%-დან, 2.5%-მდე გაიზარდა, თუმცა უკვე ზედიზედ მესამე წელია 3%-იან სამიზნე დონეზე დაბალი რჩება. ამასთან, შეკვეცილი ინფლაციისა და დიფუზიის ინდექსებიც მიუთითებს, რომ ცალკეული საქონლის წვლილი ფასების ზრდაში მართალია მნიშვნელოვანია, თუმცა ინფლაციის აჩქარება მხოლოდ მათი მიზეზით არ არის განპირობებული და უფრო ფართო ხასიათს ატარებს. აგრეთვე, გაზრდილია მომსახურების ფასებიც, რასაც ძირითადად საცხოვრებელთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურებების გაძვირება განაპირობებს.როგორც წინა განახლებაში იყო აღნიშნული, ახლო პერიოდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები კვლავ ნავთობისა და სურსათის ფასებია. ბოლო პერიოდში, ნავთობის ფასები გლობალურად მცირდებოდა და კონფლიქტამდე არსებულ დონესაც კი ჩამოსცდა. ამასთან, საწვავის ფასების შემცირების ნიშნები უკვე გამოჩნდა ადგილობრივ ბაზარზეც. ამ ფონზე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის კვლავ გააქტიურების შემდგომ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 25 ივნისს დაფიქსირებული 72 აშშ დოლარიდან, ოთხშაბათს დილისთვის 78 აშშ დოლარამდე გაიზარდა. საერთაშორისო და ადგილობრივ ფასებს შორის ისტორიულად მაღალი კავშირის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ, თუ კონფლიქტის ესკალაცია შეზღუდული მასშტაბის გამოდგა, იმპორტირებული ინფლაცია, რომელიც თებერვალში დაფიქსირებული წლიური -0.7%-დან ივნისში 6.1%-მდე გაიზარდა, მომდევნო თვეებში შემცირდება. ამავდროულად, როგორც ზემოთ ითქვა, ამ მხრივ რისკები მნიშვნელოვნად არის მომატებული. თუმცა აღსანიშნავია, ისიც, რომ ნავთობის გლობალური ფასის 78-დოლარიან ნიშნულზე შენარჩუნებაც საწვავის მიმდინარე ფასების გარკვეულწილად შემცირებას მოიაზრებს.ასევე მაღალია გაურკვევლობა სურსათის ფასების კუთხით, თუმცა სურსათისა და სასუქების საერთაშორისო ფასები, ესკალაციის ფონზე ზრდის შემდეგ, კლების დინამიკას აჩვენებს. მიუხედავად ამისა, საკვები პროდუქტები 2026 წელსაც, სავარაუდოდ, ინფლაციის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ დარჩება, თუმცა ფასებზე ზეწოლა თანდათან შესუსტდება.სხვა მონაცემების მხრივ, წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 6.4% შეადგინა, რაც, მოლოდინების შესაბამისად, მცირედით აღემატებოდა აპრილის 6.2%-იან მაჩვენებელს, თუმცა უნაღდო დანახარჯების დინამიკა ივნისში აქტივობის გარკვეულ შენელებაზე მიუთითებს. კერძოდ, სეზონური ეფექტის გამორიცხვით, აპრილთან შედარებით გაუმჯობესებული, თუმცა მაისთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია როგორც ადგილობრივების, ასევე არა-რეზიდენტების რეალური უნაღდო დანახარჯები. ამ ფონზე, ივნისის ბოლოდან თბილისისა და განსაკუთრებით ბათუმის აეროპორტებში ფრენების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ივლისში ტურისტული მოთხოვნის პოტენციურ გაძლიერებაზე მიუთითებს.სავალუტო ბაზარზე ბოლო თვეებში არსებული სიჭარბე, რომელიც ლარის გამყარებასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდას უწყობს ხელს, სავარაუდოდ ივნისსა და ივლისის დასაწყისშიც შენარჩუნდა. ივნისში უცხოური ვალუტის შემოდინებებში საკმაო წვლილი შეიტანა არა-რეზიდენტების მხრიდან ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გააქტიურებულმა შესყიდვებმაც, რამაც უცხოელი ინვესტორების წილი მთავრობის ფასიან ქაღალდებში 2022 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალურ, 8.3%-მდე გაზარდა.ამ ფონზე, მოლოდინების შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვები ივნისის ბოლოსთვის კვლავ გაიზარდა და 7.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის 52%-იანი მატებაა. ასევე, სებ-მა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა, რის შედეგადაც ოქროს წილმა მთლიან რეზერვებში 14.2%-ს მიღწია. მოსალოდნელია, რომ რეზერვების აკუმულაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, თუმცა შედარებით ზომიერი ტემპით.იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.
1783517261
წელს ფესტივალი საიუბილეო, მეათე სეზონს აღნიშნავს და 11 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ლაგოდეხში, Blues Village-ის სივრცეში გაიმართება. ოთხი მუსიკალური საღამოს განმავლობაში ქართველ მსმენელს ბლუზის მსოფლიო სცენის გამორჩეული არტისტები შეხვდებიან:11 ივლისი | Crystal Thomas და Sobo Blues Band;18 ივლისი | JJ Thames;25 ივლისი | Lakeetra Knowles;1 აგვისტო | Leon Beal.წლევანდელი პროგრამა ბლუზის საერთაშორისო სცენის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემადგენლობას აერთიანებს, რაც ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალს მსოფლიო ბლუზის რუკაზეც განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს.ფესტივალის სტუმრებს, მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებასაც შესთავაზებენ ბრენდ შეფი მიშა ავსაჯანიშვილი და აღმასრულებელი შეფი ლუკა კერვალიშვილი.თიბისისთვის კულტურისა და თანამედროვე მუსიკალური პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი წლების განმავლობაში ქმნის სივრცეს მაღალი ხარისხის მუსიკის, საერთაშორისო კულტურული დიალოგისა და ახალი გამოცდილებების გასაზიარებლად, ხოლო თიბისის მხარდაჭერით ფესტივალი ყოველწლიურად კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მასპინძლობს და ინარჩუნებს იმ ხარისხს, რომელმაც ის საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებად აქცია.
1783515600
ღონისძიების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მისიასა და იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება. მისი თქმით, არჩევნების ადმინისტრირებასთან ერთად, დამოუკიდებელი საარჩევნო ინსტიტუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნული მიმართულება განსაზღვრულია საარჩევნო ადმინისტრაციის 2023–2026 წლების სტრატეგიული გეგმით, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტსაც სწორედ საარჩევნო გარემოს განვითარება წარმოადგენს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საარჩევნო საკითხებზე პროცესში ჩართული მხარეებისა და ფართო საზოგადოების დროულ და სრულყოფილ ინფორმირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერიოდული გამოცემა „არჩევნები 360˚“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას შესთავაზებს.გიორგი კალანდარიშვილის თქმით, გამოცემის მიზანია საარჩევნო საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საარჩევნო არქივის შექმნა (ცოდნის სისტემატიზაცია), საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად ზრდა. ჟურნალი მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიული სტანდარტების დაცვით მომზადებულ მასალას ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ბეჭდური, ისე ციფრული ფორმატით.ჟურნალი „არჩევნები 360˚“ მომზადდა ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ და მოიცავს როგორც მუდმივ, ისე ცვლად რუბრიკებს. განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის - ამომრჩევლების, ახალგაზრდებისა და სტუდენტების, აკადემიური და ექსპერტული წრეების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების, მედიის წარმომადგენლებისა და ზოგადად, საარჩევნო საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.ჟურნალის პირველი ნომრის მთავარი თემაა ელექტრონული არჩევნები. მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს ამომწურავ ინფორმაციას, თუ რა გზა გაიარა საქართველომ არჩევნების მოდერნიზების პროცესში, ცესკოს თავმჯდომარის სვეტს, ინტერვიუებს ადგილობრივ და საერთაშორისო საარჩევნო მოხელეებთან და ექსპერტებთან, ასევე არჩევნების ისტორიის მიმოხილვას, საერთაშორისო გამოცდილებას და ა.შ.ჟურნალის პრეზენტაციას დღეს პარტნიორი სახელმწიფო და კერძო უწყებების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
1783511042
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირ...
1782379260
ნათია ჯანაშია ბრიტანულ-ქართული აკადემიის წინააღმდეგ - სასამართლო ქრონი...
1783069965
როგორ გაგრძელდება ნათია ჯანაშიას და მისი ადვოკატის ურთიერთობა ცნობილი...
1783496389
რაც უარესია აკადემიისთვის, მით უკეთესია ნათია ჯანაშიასთვის - აფბა
1782896985
ნათია ჯანაშიას ორმაგი სტანდარტი ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ
1782463715












