“ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის კონტექსტში, ჩვენთვის საინტერესო იყო იმ აქტივების შესწავლა, რაც „აკადემიის“ მინორიტარმა აქციონერმა, ნათია ჯანაშიამ დააგროვა 2019 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც „აკადემიაში“ ინვესტორი შევიდა და მას და მის მეუღლეს, დავით ცეცხლაძეს, კომპანიის 70%-იან წილში 29 მილიონ 300 ათასი ლარი გადაუხადა“, - აცხადებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ - აფბას მონიტორინგის სამსახურში.
შეგახსენებთ, აფბა აღნიშნული ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს აწარმოებს.
აფბას მონიტორების თქმით, პრაქტიკულად დასრულებულია ნათია ჯანაშიას საკუთრებაში არსებული იმ აქტივების შესწავლა, რაც საქართველოში მდებარეობს. „როგორც ირკვევა, ნათია ჯანაშიას საკუთრებაშია:
• 3 820 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საცხოვრებელი სასახლე ლისის ტბის მიმდებარედ (საბაზრო ღირებულება - 20 მილიონი ლარი);
• 1677 კვ.მეტრ მიწაზე განთავსებული 297,6 კვ.მეტრის ფართობის ექსკლუზიური ვილა „ამბასადორი კაჭრეთში“ (საბაზრო ღირებულება - 5 მილიონი ლარი);
• თბილისში, ბზის ქუჩაზე მდებარე 207 კვ.მ -ის ფართობის ბინა - (საბაზრო ღირებულება - 1 მილიონი ლარი);
• თბილისში, ასათიანის ქუჩაზე (#10) მშენებარე 126 კვ.მ -ის ფართობის ბინა - (საბაზრო ღირებულება - 600 000 ლარი);
• 4 000 კვ. მეტრის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ლისის მიმდებარედ (საბაზრო ღირებულება - 3 მილიონი ლარი);
„ამ მონაცემებით ჩვენ ვასრულებთ ნათია ჯანაშიას საქრთველოში მდებარე იმ უძრავი ქონების შესწავლას, რაც მისმა ოჯახმა „აკადემიაში“ ინვესტორის შესვლის შემდგომ პერიოდში შეიძინა. მოპოვებული ინფორმაციიდან ბუნებრივად გამომდინარეობს, რომ ნათია ჯანაშიას აქტივების ზრდაში „აკადემიაში“ ინვესტორის გამოჩენას უდიდესი როლი უკავია“, - აცხადებენ აფბაში.
ორგანიზაციის მკვლევრების თქმით, რაც შეეხება ნათია ჯანაშიას მთლიანი აქტივების ანალიზს, აქ პირველ რიგში გასათვალისწინებელია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი და დარჩენილი 30%-იანი წილის ღირებულება, რომლის გამოსყიდვის შეთავაზებაც 2024 წელს ინვესტორის მისთვის აქვს გაკეთებული. ასევე, გასათვალისწინებელია ის მოგება, რომელიც „ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ“ 2019-2025 წლებში დააგენერირა, რა პერიოდიდანაც აკადემიის საკონტროლო პაკეტს ინვესტორი ფლობს.
ნათია ჯანაშიას საქართველოში არსებული მთლიანი აქტივების გაანალიზებისას ასევე გასათვალისწინებელია თავად მის მიერ რამდენჯერმე საჯაროდ ნახსენები ძვირადღირებული ავტომანქანები და კატარღები.
ასევე, მართალია დადასტურებულად რთული სათქმელია თუმცა, მის მთლიან აქტივებში უნდა მოვიაზროთ საბრძოლო იარაღები, ძვირფასეულობა, საიუველირო ნაკეთობები, შვეიცარული საათები და სახელგანთქმული დიზაინერების ძვირფასი სამოსი, რომლებსაც ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ოჯახი, სავარაუდოდ, ფლობს და რაც დეკლარირებული არ არის.
ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის აქტივშია ასევე, მათთვის 5 წლის განმავლობაში, ინვესტორის მხრიდან, ყოველწიური სახელფასო ანაზღაურება - 1 მილიონი ლარის მოცულობით (ჯამში 5 მლნ ლარი), რაც უპრეცენდენტოდ მაღალი ანაზღაურებაა საგანმანათლებლო ბიზნესში“ , – აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.
შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აწარმოებს. მონიტორინგი,ინვესტორის წინააღმდეგ ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული დავის დასაწყისიდან 2 წლიან პერიოდს მოიცავს.
დავა ნათია ჯანაშიამ ინვესტორის, - „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც მენეჯმენტ-კონტგრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
საყურადღებოა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური “საქართველოს განათლების ჯგუფის” მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს, რომელიც 2019-2024 წლებში “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მენეჯმენტში ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის დავით ცეცხლაძის ყოფნის 5 წლიან პერიოდში, 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი რესურსის შესაძლო მიტაცება-გაფლანგვის ფაქტს უკავშირდება.













