საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისორეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერშიდამატებით 500 მილიონი აშშ დოლარისღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბრისმდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარულიოქროს ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშდოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისორეზერვების 16.6%-ია.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროშიინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათიეფექტიანი მართვა სების ერთ-ერთი სტრატეგიულიპრიორიტეტია. მონეტარულ ოქროში ინვესტირებისმიზანი კი საერთაშორისო რეზერვებისდივერსიფიკაცია და გლობალურ ფინანსურბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვაა.

ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულმაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმასაერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლისოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლისანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ითმეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.

გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობისმაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვებისადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-სშეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისმიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციოზღვარს აღემატება.

საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანიპოლიტიკა საერთაშორისო რეზერვებისდაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიანმართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობისშემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკისწმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშდოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისორეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.