ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #594
მათივე ცნობით, სემეკის წარმომადგენელს ენერგეტიკოსის საპატიო ჯილდო გადასცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.თორნიკე აფრიაშვილი პროფესიით ენერგეტიკოსია. მინიჭებული აქვს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება ელექტროენერგეტიკის რეგულირების სფეროში, მათ შორის ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელების განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისა და ქსელური ინოვაციების, მათ შორის ჭკვიანი ქსელების (Smart Grid), მიმართულებით.თორნიკე აფრიაშვილი წლების განმავლობაში იყო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ენერგეტიკული ტრანსფორმაციის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე და მონაწილეობდა რეგიონული მარეგულირებელი ორგანოებისთვის საუკეთესო პრაქტიკების შემუშავებასა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში.
1789651916
საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ნაკრების მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს - „ქომაგობა არ ჩერდება“.25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. თუმცა, არსებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ფეხბურთელები ამჯერად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ.სწორედ აქედან დაიბადა კამპანიის იდეაც: თუ გულშემატკივარი სტადიონზე ვერ მივა, მაშინ თავად ქალაქი იქცევა საგულშემატკივრო ტრიბუნად. თუ სტადიონი ჩუმადაა, ხმაურობს ქალაქი!საქართველოს ბანკის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების გულშემატკივრების ერთობლივი ძალისხმევით, მატჩის დღეს თბილისში, დინამოს მიმდებარედ. სპეციალური გულშემატკივართა ზონები მოეწყობა. ასე ფეხბურთის მთავარი ემოცია, ჟინი და ქომაგობა მხოლოდ დინამო არენაზე კი არა, თბილისის ქუჩებზეც გავრცელდება.გულშემატკივართა ზონები მოეწყობა ცაბაძის კუთხეში, თამარ მეფის ხიდთან, დინამო არენასთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, სადაც გულშემატკივრები შეძლებენ, თამაშზე ხმაურით შეაცილონ ნაკრები და შეახსენონ, რომ ქომაგობა სტადიონის კართან არ იწყება და არც მთავრდება, რომ ქომაგობას შეზღუდვები ვერ აჩერებს.„გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ძალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად ტრიბუნებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩვენს ქომაგობას ვერ შეაჩერებს. პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, ფეხბურთის ემოცია მთელი ქალაქის მასშტაბით გავაერთიანოთ. გვინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ მათი გულშემატკივრობა არ ჩერდება. 25 სექტემბერს თბილისი გულშემატკივართა ტრიბუნა იქნება და ერთმანეთის გვერდით დგომით გავამხნევებთ ნაკრებს. ერთად ვაჩვენოთ, რამდენი ძალა აქვს ქართულ ქომაგობას“, - აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.მოდით, ერთად გავავსოთ ქალაქი ფეხბურთის ემოციით, ხმაურით და ჩვენს ნაკრებს ჩვენი მხარდაჭერა გავაგონოთ, რადგან არცერთი მიზეზის გამო „ქომაგობა არ ჩერდება“.
1789651820
მორიგი შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა, ასევე 3 ოქტომბერს გასამართი საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის მზადების პროცესზე.ცესკოს თავმჯდომარემ მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების, ასევე რეგისტრაციის ვადების შესახებ. ისაუბრა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება.ცესკოს თავმჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის, მათ შორის ახალგაზრდებთან შეხვედრებისა და რეგიონებში საგანმანათლებლო აქტივობების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებში საერთო ჯამში 5000 -ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე, მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია და ისაუბრა ცესკოს ახალი ვებგვერდის, disinfo.cec.gov.ge-ს, შესახებ, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს სთავაზობს ობიექტურ, მიუკერძოებელ და პროფესიონალურად მომზადებულ კონტენტს ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდურ, ისე ციფრულ ფორმატში. ჟურნალი უკვე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე და უახლოეს მომავალში გამოიცემა.საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.
1789649405
Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალური პრეზენტაცია 15 სექტემბერს გაიმართა. ინვესტორებმა პროექტი ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს.Trump Tower Tbilisi კავკასიის რეგიონში პირველია, რომელიც Trump-ის ბრენდის ქვეშ ხორციელდება. 62-სართულიანი Trump Tower-ი თბილისში ყველაზე მაღალი შენობა იქნება და მისი სიმაღლე 280 მეტრს მიაღწევს. კონცეფციაზე მსოფლიოს უმსხვილესმა არქიტექტურულმა სტუდიამ, Gensler-მა იმუშავა.Trump Tower Tbilisi მასშტაბური პროექტის, Downtown Tbilisi-ს, ნაწილი და მთავარი სიმბოლოა. პროექტი თბილისის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს და მისი ჯამური ინვესტიცია $2 მილიარდს აღემატება. Downtown Tbilisi რეგიონში პირველი პრემიუმ უბანი იქნება, რომელიც ლუქს კლასის საცხოვრებელ სახლებსა და რეზიდენციებს, მაღალი კლასის სასტუმროს, პრემიუმ სავაჭრო და საოფისე სივრცეებს, რესტორნებს, გასართობ ობიექტებსა და ბიზნესცენტრს გააერთიანებს.„ვამაყობ, რომ თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილესი დეველოპერული პროექტი ხორციელდება. პროექტის ინვესტორების მთავარი ფინანსური პარტნიორი სწორედ ჩვენ ვართ - წლებია მათთან ერთად ვახორციელებთ მაშსტაბურ პროექტებს და ვაძლიერებთ ეკონომიკას თბილისსა და რეგიონებში.Downtown Tbilisi-ის ფარგლებში ქვეყანაში Trump-ის ბრენდი შემოდის - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაღალი კლასის უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისთვის. ასეთი პროექტები ხელს უწყობს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოექცეს საერთაშორისო ინვესტორების ყურადღების ცენტრში.დღეს სამშენებლო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები საქართველოს ეკონომიკის 18%-ს ქმნის. თიბისისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს ამკვიდრებს და ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ წლებია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ სექტორის განვითარებაზე და 42%-იანი წილით უძრავი ქონების სექტორის წამყვანი დამფინანსებელი ვართ”, - მერი ჩაჩანიძე, თიბისის კორპორაციული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორი.“Trump Tower Tbilisi არ არის მხოლოდ კიდევ ერთი პროექტი - ეს არის მნიშვნელოვანი ნახტომი საქართველოს დეველოპერული სექტორის განვითარებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, დროს გავუსწროთ და The Trump Organization-თან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ქართული ბაზარი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ეს იქნება დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Downtown Tbilisi-ის პირველი თაუერი და პროექტი, რომელიც თბილისს მსოფლიოს წამყვანი ქალაქების გვერდით დააყენებს,“ - ილია წულაია, “არქი ჯგუფის” თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
1789646400
გვანცა ზადიშვილი მსოფლიო თასის გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანია. 2023 წელს პიზაში გამართულ მსოფლიო თასზე მან, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შემდეგ გვანცამ ინდივიდუალურ ასპარეზზეც არაერთ წარმატებას მიაღწია, 2026 წლის ივნისში კი მერსინში ხმლით ფარიკაობაში კიდევ ერთ ოქროს მედალს დაეუფლა.გვანცა ზადიშვილი, პარალიმპიელი ჩემპიონი: „ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და, ამავდროულად, ძალიან ემოციური მომენტია, რომ „თეგეტამ“ პარტნიორობისთვის ამირჩია. ეს ნიშნავს, რომ ჩემი შრომა, მიღწევები და ის გზა, რომელიც ამ შედეგებამდე გავიარე, ადამიანებმა და კომპანიამ დაინახეს და დააფასეს. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა იცი, რომ გვერდით გიდგას ბრენდი, რომელსაც შენი სჯერა, ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გაძლევს, მეტი იშრომო და ახალი მიზნები დაისახო.განსაკუთრებით მიხარია, რომ საზოგადოება, სპორტულ შედეგებთან ერთად, ჩემს ისტორიასაც გაიცნობს – იმ გზას, რომელიც მედლებამდე გავიარე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაინახონ არა მხოლოდ გამარჯვების მომენტი, არამედ ის შრომა, სირთულეები და ბრძოლაც, რომელიც თითოეული წარმატების უკან დგას. ჩემთვის ეს მხარდაჭერა ამ ყველაფრის აღიარებაა და ძალიან მიხარია, რომ ამ გზაზე ახლა „თეგეტა“ ჩემ გვერდით იქნება“.„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საქართველოს ბანკის ინიციატივაში მონაწილეობა ინკლუზიური და თანასწორი გარემოს მხარდაჭერის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სპორტის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მიზანდასახული ადამიანების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას საკვანძო მიმართულებებად მიიჩნევს.მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტას“ CSR კოორდინატორი: „ჩვენთვის საინტერესოა ისეთი ინიციატივები, რომლებიც ბევრ ინდივიდსა და კომპანიას ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს. „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებაც, მათ შორის Tegeta Care-ის პლატფორმა, სწორედ თანამოაზრეების გაერთიანებასა და საზოგადოებისთვის ფასეული ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს ბანკის კამპანიის ნაწილი გავმხდარიყავით.ვფიქრობ, პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგებზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ – მათი გამარჯვებები შეუპოვრობისა და მიზნისკენ სწრაფვის ნათელი მაგალითია. რაც უფრო ხილული იქნება ეს გზა და რაც უფრო მეტი კომპანია თუ ადამიანი დაუდგება მათ გვერდით, მით უფრო გაიზრდება მათი მხარდაჭერის შესაძლებლობები.გვანცას ისტორია გვაჩვენებს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი მაშინ, როცა მიზნისკენ შეუჩერებლად მიდიხარ. გვჯერა, რომ ამ წარმატებებისა და გამარჯვებების გზაზე მასთან ერთად კიდევ უფრო მეტს გავივლით“.გვანცა ზადიშვილის სპორტული მიღწევებისა და ისტორიის მხარდაჭერა „თეგეტას“ მიმდინარე კამპანიის – „გაიარე მეტი“ – იდეასაც ეხმიანება. კომპანიისთვის პარტნიორობა მხოლოდ მიღწეული შედეგების აღიარებას არ ნიშნავს და მიზნად ისახავს იმ გზის მხარდაჭერასაც, რომელიც მომავალ მიზნებსა და გამარჯვებებამდე მიდის.საქართველოს ბანკის კამპანია - „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონების ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომლის ვიზუალებიც ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკაზეა დაფუძნებული. თითოეულ ფოტოში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია და მას მთავარი კითხვა იკავებს – „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ იდეა ქართული კომპანიებისთვის ერთგვარი გამოწვევის შექმნაა – შეავსონ ეს სივრცე და პარასპორტსმენებთან პარტნიორობა დაიწყონ.მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდმარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი, როგორც საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორის, უმთავრესი მისიაა, ქართველმა პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც საკუთარი უდიდესი შრომითა და მიღწევებით იმსახურებენ. დღეს სპორტსმენების ხილვადობასა და პოპულარობას მხოლოდ მედლები აღარ განსაზღვრავს – ამ პროცესში უდიდესი როლი აქვს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობასა და პარტნიორობას. სწორედ ამიტომ შევქმენით კამპანია - „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - რომელიც ქართული კომპანიებისთვის ერთგვარი გამოწვევაა – შეავსონ სარეკლამო ვიზუალებზე დატოვებული ცარიელი ადგილი და გახდნენ ჩემპიონების მხარდამჭერები.„თეგეტას“ სახით პროექტში კიდევ ერთი ძლიერი და მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდის შემოერთება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ბიზნესი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს უფრო თანასწორი, ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნაში. პროექტში უკვე 15-მდე კომპანიაა გაერთიანებული, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და ბევრი ბრენდი უპასუხებს მთავარ შეკითხვას – რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“პარალიმპიელი ჩემპიონი გვანცა ზადიშვილი უკვე „თეგეტასთან“ ერთად განაგრძობს სპორტული კარიერის გზაზე სვლას, რომელიც ახალი მიზნებისა და გამარჯვებებისკენ მიდის. კომპანიასთან ერთად კი გვანცას სპორტული გზის მხარდაჭერა tegeta.care-ის პლატფორმის დახმარებით რიგით ადამიანებსაც შეეძლებათ.---„თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი”, 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
1789645440
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.„სურსათის ეროვნული სააგენტო, მომხმარებლის ინტერსების დაცვის მიზნით, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებს აქტიურად ამოწმებს და ასევე მოუწოდებს მომხმარებელს ჩართულობისკენ, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში დატოვონ შეტყობინება ცხელ ხაზზე - 15 01“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1789641196
ნათია ჯანაშია გვიან მიხვდა დაშვებულ შეცდომებს
1789120137
ნათია ჯანაშიას ადვოკატები დამარცხებას აღიარებენ
1789374119
ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ - სასამართლო ქრო...
1788946407
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ი...
1789201558
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე - ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ა...
1788870480












