ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #613
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სპეციალური სტატუსის ფარგლებში ქართული კომპანიების მხრიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული, კულინარიული, ფოლკლორული და სხვადასხვა მიმართულებები.„საქართველო სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი - ნაციონალური, მეწარმეობის, საკვებისა და სასმლის პავილიონით. გამოფენის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.ჩინეთში, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის, ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკურ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ხელს მოაწერს რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანმხლებ დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
1762172352
პარტნიორობის მიზანი გრძელვადიანი დაფინანსების შეთავაზებაა მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოებისთვის (MSME), რაც გააძლიერებს მათ საინვესტიციო შესაძლებლობებს ინოვაციურობისა და მდგრადობის მიმართულებით. BSTDB-ის მიერ გამოყოფილი სახსრები გამოყენებული იქნება ადგილობრივი MSME-ებისათვის საწარმოო დანადგარებისა და კომერციული აღჭურვილობის ლიზინგით დასაფინანსებლად, რაც ბიზნესებს საშუალებას მისცემს განაახლონ საწარმოო ხაზები და გაიუმჯობესონ კონკურენტუნარიანობა.თანამშრომლობა წარმოადგენს BSTDB-ის ნდობის გამოხატულებას თიბისი ლიზინგის ძლიერი საბაზრო პოზიციის, რისკების გონივრული მართვისა და ქვეყნის MSME სექტორის განვითარების მიმართულებით მისი მნიშვნელოვანი გავლენისადმი.„მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის მეშვეობით ვამყარებთ თანამშრომლობას BSTDB-თან. აღნიშნული საკრედიტო ხაზი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მივაწოდოთ მოქნილი და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები ქართულ ბიზნესებს, ხელი შევუწყოთ ინოვაციებს და დავუჭიროთ მხარი ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას.“ – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.„თიბისი ლიზინგთან ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობა ხაზს უსვამს მზაობას – დავეხმაროთ საქართველოს მცირე, საშუალო და მიკრო ბიზნესებს (MSME) მიიღონ ის რესურსი, რომელიც მათ ზრდისა და წარმატებისთვის სჭირდებათ. ეს ახალი საკრედიტო ხაზი კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკაში მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, აგრეთვე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ბიზნესურთიერთობების ხელშეწყობის მიმართულებით. გვიხარია, რომ ჩვენი ახალი დაფინანსება სრულად შეესაბამება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) ეკონომიკური დღის წესრიგის პრიორიტეტებს, რადგან ის ხელს უწყობს კერძო სექტორის ზრდას და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.“ – ზია ალიევი, BSTDB-ის საბანკო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი.
1762170982
- ბატონო სანდრო, საუბარი უშუალოდ ინდურ კომპანიასთან კონტრაქტით დავიწყოთ.- ამას ჰქვია სანავთობო კონტრაქტები, ტიპური კონტრაქტია, მსოფლიოში ასეთი კონტრაქტები იდება სახელმწიფოსა და კომპანიას შორის… და გულისხმობს ორ რამეს - მოპოვებული ნავთობის წილების განაწილებას სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, და საგადასახადო შეღავათებს კომპანიისთვის. ეს ხელშეკრულებები აუცილებლად უნდა იქნეს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული.- საქართველოში სად შეიძლება იყოს ნავთობი? რისი იმედით მოდიან?- არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც არის ნავთობი. პირველია ე.წ. მტკვრის დეპრესია და თავის დროზე დიდი საბადო იყო სართიჭალის საბადო, მაგრამ მტკვრის დეპრესია როგორც კი ვიწროვდება აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით, ისევე ზუსტად პროპორციულად იკლებს ნავთობის მარაგი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. მეორეა რიონის დეპრესია, მაგრამ ისიც პატარაა. ძირითადი არეალი, სადაც შეიძლება ნავთობი იყოს, სადაც მე ვთვლი, რომ დაახლოებით 20 მილიარდი ტონა ნავთობია, ეს არის შავი ზღვის შელფური ზონა.თავის დროზე მიმდინარეობდა ნავთობის ძებნა და იყო შემოსული ამერიკული კომპანია "ანადარკო", რომელმაც ჩაატარა სამგანზომილებიანი გეოფიზიკური სამუშაოები, შემოჰქონდა საბურღი პლატფორმა... ეს უზარმაზარი პლატფორმაა, რომელიც აკვატორიაში ბურღვის შესაძლებლობას იძლევა, ძალიან ძლიერია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ეს კომპანია, ფაქტობრივად, გააგდო საქართველოდან რამდენიმე მიზეზის, მათ შორის ვიწრო ფინანსური ინტერესების გამო. არ მიაქცია ყურადღება, რომ კომპანია "ანადარკო" მიეკუთვნებოდა მსხვილ კომპანიებს, რომელთა შორის ჯენტლმენური კორპორაციული შეთანხმება მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ თუ შენ ერთ კომპანიას დააზარალებ, არც ერთი სხვა კომპანია შენთან საქმეს არ დაიჭერს. ძალიან უნდოდა საქართველოს ამერიკულ კომპანიასთან დაედო კონტრაქტი, მაგრამ არც ერთი ამერიკული კომპანია საქართველოში აღარ შემოვიდა და იძულებული გახდნენ, მეორე რანგის კი არა, მეათე რანგის კომპანიასთან დაედოთ ხელშეკრულება. ჯერ ავსტრიულ პატარა კომპანიასთან გააფორმეს შეთანხმება, შემდეგ აგერ, ინდურ კომპანიასთან. ასე რომ, ამ თვალსაზრისით სააკაშვილმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს სანავთობე ბიზნესს.- "ფრონტერა" რომ მუშაობდა, მაშინ რა ხდებოდა?- თქვეს, აღმოვაჩინეთ საბადო 500 მილიონი ტონაო, ამდენი საერთოდ არ ეტეოდა მთელ კახეთში, ვინმეს რომ მოცულობა დაეთვალა, რომელსაც 500 მილიონი ტონა ნავთობი იკავებს. სამაგიეროდ, ასწიეს თავისი აქციების კაპიტალიზაცია ბაზარზე და მოიგეს თანხა. "ფრონტერა" სუფთა ლობისტური კომპანიაა, რომელსაც ლობირებდნენ აშშ-ის კონგრესისა და სენატის წევრები და იქიდან თავის წილ ლუკმაპურს იღებდნენ. შემიძლია ვთქვა "ფრონტერაზე", რომ ზიანის მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსთვის.- თუმცა ბოლომდე არ გადის ქვეყნიდან...- ვერც გავა, ისე არის ხელმოწერილი ხელშეკრულება, მაგრამ რაც დრო გავა, ნაკლები და ნაკლები მნიშვნელობა ექნება ამ კომპანიას.- კონკრეტული გეგმები ინდური კომპანიის VIIB ბლოკში: დაგეგმილია შვიდი მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და ორი ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა - ეს "ბევრია" თუ "ცოტა"?- ცოტაა. სანამ არ დაიწყება ნორმალური ბურღვა საქართველოს შელფის ზონაში (შავი ზღვის)... თუ შელფს გავბურღავთ, სამჯერ მეტი რესურსი გვექნება, ვიდრე აზერბაიჯანს აქვს.- ეს ინდური კომპანია თავისი შემოსვლით რა პერსპექტივებს ბადებს?- რა პერსპექტივებს ბადებს, როცა ამბობს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, აგერ აბუ-დაბიდან შემოვიდა დიდი საინვესტიციო ფონდი, 6-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებსო. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ ლაპარაკია და მეტი არაფერი. დიდი არაფერი შეღავათი მაგას არ უნდა ჰქონდეს. რაღაცა მოემატება ნავთობის წარმოებაში, მაგრამ ამას სტრატეგიული, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რომ ძირფესვიანად შეცვალოს სურათი.- ანუ საქართველოსთვის ინდოელებთან გაფორმებული ეს ხელშეკრულება კარგია, თუ ერთი ჩვეულებრივი კონტრაქტია?- თქვენ 100 ლარი რომ მოგცენ პრემია, კარგია, მაგრამ 100 ათასი რომ მოგცენ, ხომ უკეთესია... არა?- კომუნისტები როგორ ეძებდნენ ნავთობს?- "საქნავთობი" და ნავთობის ბიზნესი დაკავშირებულია ბატონ რევაზ თევზაძის სახელთან, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობდი. 1970-იანი წლების დასაწყისში აღმოჩენილ იქნა სართიჭალის საბადო და დაიწყო წარმოება, დაახლოებით 3 მილიონი ტონა ნავთობის მოპოვება წლიურად, რამაც საბადო გააფუჭა. ქაჩავდნენ, შიგნით ტუმბავდნენ წყალს, რათა ნავთობს ამოეხეთქა და საბოლოოდ მეტი წყალი ჩაუშვეს, ვიდრე საჭირო იყო და ნავთობი "დაიშალა", მთლიანობა დაკარგა და პატარ-პატარა წვეთების სახით გაიხსნა წყალში. ბატონ რეზოს სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავი მისცეს, როგორც ნავთობის პირველ აღმომჩენს საქართველოში. პატარა პოტენციალი ჰქონდა და საბადოს გაფუჭება არ შეიძლებოდა.ამის შემდეგ ნავთობგადამმუშავებელი ქარხანაც ააშენეს და გადასცეს ნავთობკომპანიას, რომელიც ეწეოდა ძებნასა და ნავთობის წარმოებას, მაგრამ ხელშესახები არაფერი აღმოჩნდა. არც აღმოჩნდება... ვიმეორებ: სანამ არ დაიწყება შავ ზღვაში ბურღვა, არაფერი გამოვა!- 20-იანი წლების გაზეთ "კავკაზში" ვნახე პუბლიკაცია, სადაც საუბარი იყო, რომ ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოდან იყო საქართველოში ნავთობის აღმოჩენის ცდები.- ბათუმი მსოფლიოში ყველაზე დიდი სანავთობე პორტი იყო პირველ მსოფლიო ომამდე, იმ დროისთვის უზარმაზარ გადაზიდვებს აწარმოებდა, 3 მილიონ ტონამდე გაჰქონდათ ექსპორტზე. მაშინ ბენზინი დიდად არავის სჭირდებოდა, ნავთი მხოლოდ გასანათებლად სჭირდებოდათ, იმ პერიოდში შიგაწვის ძრავები არ არსებობდა.... ახლა დიდი პორტები 3 მილიონს კი არა, 300 მილიონის ექსპორტს ახდენენ, ბათუმის ტერმინალი კი ნავთობის საექსპორტო ტერმინალიდან საიმპორტო ტერმინალად გადაკეთდა.რაც ძმებმა ნობელებმა გააკეთეს, იყო საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი ეკონომიკური განვითარებისთვის. მაშინ აშენებული ბაქო-თბილისი-ბათუმის ნავთობსადენი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინჟინრო მიღწევა XIX საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისისთვის. სხვათა შორის, ნავთობს უნდა ვუმადლოდეთ, რომ რკინიგზა აშენდა ბათუმისკენ. მანამდე ურმებით გადაჰქონდათ, ბარელებში. ბარელი ახლა არის საზომი, მაგრამ სინამდვილეში ბარელი კასრია. დღეს ბარელის საზომი კასრის მოცულობის ტოლია. კასრის მოცულობა ისეთი იყო, რომ ურემზე ორი კასრი ანუ ბარელი უნდა დატეულიყო. წარმოიდგინეთ, ბათუმში ნავთობი ურმებით გადაჰქონდათ. ამისთვის აშენდა რკინიგზა, რომელიც იმ დროისთვის ასევე იყო (განსაკუთრებით წიფის გვირაბი) ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა. ამ ორმა მშენებლობამ მოიტანა საქართველოში მკვეთრი ეკონომიკური ზრდა. ამას დაემატა თვითონ ქართველი მოღვაწეების მცდელობებიც და ნელ-ნელა, პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, საქართველო გადაიქცა ეკონომიკურად ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად. ცხადია, საქართველო პირობითად, ეს იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი.- კომუნისტურ წლებში გადავიდეთ. სულ ისმოდა, ნავთობი გვაქვს და მალავენო....- ამასვე ამბობდნენ ოქროზე, სპილენძსა და კიდევ ბევრ რამეზე. ნავთობი შეიძლება გვაქვს შავ ზღვაში, მაგრამ არ აღმოგვიჩენია. ოქროს საბადოები საქართველოში განა იმიტომ არ აღმოაჩინეს, რომ კომუნისტები უმალავდნენ, არამედ ოქროს საბადოების ძებნისა და ძიების გამოცდილება არ ჰქონდათ, არ იცოდნენ, როგორ უნდა მოეძიათ. ახლა ვიცით, ეს როგორ კეთდება.- საქართველოს ტერიტორია დაყოფილია 25 სალიცენზიო ბლოკად, რომელში მეტია ნავთობისა და გაზის აღმოჩენის ალბათობა?- არ ვაქცევ ამას ყურადღებას, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, არავითარი სტრატეგიული მნიშვნელობა არა აქვს. სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ შავი ზღვის შელფის ზონას, თან ფოთის ზონას. ფოთიდან რომ გავაგრძელოთ 100 მილის ფარგლებში, ეს ძალზე პერსპექტიული უბანია. თუ ჩატარდა ძიებითი სამუშაოები, თუ შევუკვეთეთ ნორმალური გეოფიზიკა არა ვიღაც დილეტანტებს, არამედ გამოცდილ კომპანიებს, მაგალითად, ყველაზე გამოცდილ კომპანიას, საერთაშორისო კორპორაციას, რომელიც აზერბაიჯანში ატარებს გეოფიზიკურ სამუშაოებს, მაშინ საქმე გამოვა, თუკი მოვახერხეთ ამერიკელების მორბილება და იმ გამოუსწორებელი შეცდომის რაღაცნაირად გამოსწორება.- კავკასიაში რომელი ადგილია ნავთობით მდიდარი?- მოდი, ასე ნუ ვიტყვით, ავიღოთ ორი ზღვა - შავი და კასპიის. კასპიის ზღვის აკვატორიაც ძალიან მდიდარია ნავთობით. აქეთ ნაპირზე არის აზერბაიჯანის საბადოები, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ირანის აკვატორიას, მაგრამ უდიდესი პერსპექტივა აქვს იმ სამ უზარმაზარ საბადოს, რომლებიც ყაზახეთშია. ძირითადი მარაგები იმ რეგიონისა კასპიის ზღვაშია, ზუსტად ისევე ძალიან დიდი მარაგებია შავ ზღვაში, რომელიც ამ თვალსაზრისით საერთოდ შეუსწავლელია, ოღონდ აქეთა ნაპირისკენ და არა რუმინეთისა და ბულგარეთისკენ. ზუსტად აღმოსავლეთის სანაპიროს შელფური ზონაა პერსპექტიული ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის.- კონკრეტულად საქართველოს პერსპექტივაზე ვისაუბროთ, თუ სწორი პოლიტიკა წარიმართება "გამოუსწორებელი შეცდომის" გამოსწორების შემთხვევაში.- იცით რა, პოლიტიკა ცუდი სიტყვაა, ჯობს თქმა - თუ სწორი პროფესიული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ეს არის ჩვენი უბედურება, რომ უვიც პოლიტიკოსებს ვანდობთ სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტას. თუმცა ასევეა აშშ-ში, ტრამპიც სრული უვიცია რაღაც-რაღაცებში, მაგრამ იქ იმგვარი ინსტიტუციური მოწყობაა, რომ პროფესიონალები ამზადებენ საკითხს და ამზადებენ არა თავისი პირადი სარგებლის მიღებისთვის, როგორც ჩვენთან, რასაც დღეს ხედავთ ყოფილი პრემიერ-მინისტრების სამართლებრივ საქმეებს, არამედ როგორც საქმე მოითხოვს. აი, საქმე როგორც მოითხოვს, ისე რომ გაკეთდეს, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება, თუ პროფესიონალებს დაუჯერებენ, მაგრამ ამის ძალიან მცირე იმედი მაქვს. შემიძლია ერთი მაგალითი გითხრათ: მე, გეოლოგ კაცს, ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა მკითხა, ელემენტარული ეკონომიკური გათვლები როგორ კეთდება, მაგალითად, როგორ ითვლება სამთო საწარმოების დისკონტირებული ღირებულებაო. ეს არის იმდენად დიდი პარადოქსი... ამას მე ჩემს სტუდენტებს ვასწავლი.შავი ზღვის შელფის ზონაში დაახლოებით 20 მილიარდი ტონა ნავთობის პერსპექტივაა, მაგრამ რამდენის აღმოჩენა მოხდება, არ ვიცი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ აზერბაიჯანის ნავთობის მარაგები დღესდღეობით 4 მილიარდს არ აღემატება. ხუთჯერ მეტი უნდა იყოს ჩვენთან, მაგრამ ამას აღმოჩენა სჭირდება.წყარო: kvirispalitra.ge
1762169206
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც უკვე ნიშნავს, რომ 2025 წელს ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძნის მოსავალი დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა, რომელთა შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. აქედან უდიდესი წილი 327 ათასამდე ტონა ყურძენი კახეთზე მოდის, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია. საქართველოს მასშტაბით ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია, გარდა ლეჩხუმის რეგიონისა, სადაც რთველი უახლოეს დღეებში დასრულდება.„ხარისხთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ სხვადასხვა ხარისხის ყურძენს ექვს თავისი ფასი. ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა მომავალ წელს შენარჩუნდება და კიდევ უფრო გამკაცრდება. კლიმატურმა პირობებმა კახეთში, კერძოდ უხვმა ნალექებმა, გარკვეული კორექტივები შეიტანა ყურძნის ხარისხთან მიმართებაში და სახელმწიფოს მოუწია შედარებით ნაკლები ხარისხის ყურძნის სასპირტედ გადამუშავებისთვის ჩაბარება. თუმცა ის ყურძენი, რომელიც კერძო სექტორმა მიიღო საღვინედ, არის ხარისხიანი,“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს 1.20 ლარად, არაკონდიციურ, დაზიანებულ ან დაავადებულ ყურძენს 1.00 ლარად.
1762168747
საქართველოს მასშტაბით ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია, გარდა ლეჩხუმის რეგიონისა, სადაც რთველი უახლოეს დღეებში დასრულდება.გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი, 327 ათასამდე ტონა, კახეთზე მოდის, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია.მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.წელს რაჭაში გადამუშავებულია ასევე რეკორდული, 3 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია. მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 23,5 მლნ ლარს მიაღწია.რაჭის რეგიონში, კერძო სექტორის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიის მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
1762167041
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება. საქართველოში, თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური განათლება არსებობს და ვითარდება.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქვეყნის უმთავრესი საინჟინრო-სამეცნიერო ცენტრი, რომლის ისტორიაც საუკუნეზე მეტს ითვლის, საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს, რომ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასება, თითქოს „ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადება საქართველოში არ არსებობს“, არ ასახავს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც საუნივერსიტეტო სივრცემ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გამოიარა, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები, რესურსების სიმწირე, მრავალი გამოწვევა განათლების სისტემაში - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები და სტუდენტები დღესაც ის ადამიანები არიან, ვისზეც დგას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ტექნოლოგიური პროგრესი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რჩება მძლავრ საინჟინრო და ტექნოლოგიურ სკოლად, სადაც ცოდნა ძალად გარდაიქმნება. სტუ-ის კურსდამთავრებულები ქმნიან, აგებენ და აძლიერებენ საქართველოს - საკუთარი ცოდნით, შრომით, პროფესიული ეთიკითა და ერთგულებით სამშობლოს მიმართ არ ზოგავენ ძალას, ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ მათი შრომით, პროფესიონალიზმითა და შემოქმედებითი ენერგიით ინარჩუნებს ქვეყანა განვითარების იმპულსს და სიძლიერეს. ამიტომაც სრულიად უსამართლო, დაუმსახურებელი და არაკორექტულია ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც ამცირებს ან უარყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოში კვლავაც მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური ინჟინრებისა და დარგის პროფესიონალების აღზრდის პროცესი.რეალობა ისაა, რომ თანამედროვე საქართველოს განვითარებაში პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ან ინფრასტრუქტურული პროექტი - იქნება ეს ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ურბანული, სივრცითი, ეკოლოგიური თუ სხვა სახის - სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები ან სტუდენტები აქტიურად არ მონაწილეობდნენ და არ იკავებდნენ საკვანძო, გადაწყვეტილების მიმღების ან პროექტის განვითარების განმსაზღვრელ პოზიციებს. მათი ჩართულობა არ არის შემთხვევითი - ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიული მისიის ბუნებრივი გაგრძელებაა.ჩვენ შორს ვართ აზრისგან, რომ საჭიროა რაიმე ფორმით მტკიცება ჩვენი უდავო ლიდერული პოზიციისა ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ამას ჩვენი კურსდამთავრებულების, ჩვენი პროფესორებისა და სტუდენტების მიერ გაწეული სამსახური და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი ადასტურებს. თუმცა მოვიყვანთ რამდენიმე მიმდინარე პროექტს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების უშუალო ჩართულობით ხორციელდება. ეს არის პროექტები, რომლებზედაც დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკა და რომლის წარმატებით რეალიზაცია ჩვენი უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული.სხვა მიღწევებს შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ქვეყნისთვის სტრატეგიული - ენერგეტიკული სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ისინი ხელმძღვანელობენ ენგურჰესს, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის მესამედზე მეტს გამოიმუშავებს და მსოფლიოს უმაღლეს თაღოვან კაშხლებს შორისაა; კოორდინირებენ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის კორიდორი; მართავენ სახელმწიფო ელექტროსისტემის გადამცემ ქსელს 4438 კმ ხაზითა და 93 ქვესადგურით, ასევე ხელმძღვანელობენ „თელასის“ თბილისის გამანაწილებელ ქსელს 3 მლრდ კვტ/სთ წლიური მოხმარებითა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 1.2 მილიონზე მეტი აბონენტით. ისინი ქმნიან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ეროვნულ პოლიტიკას, ხელმძღვანელობენ ბაზრის ოპერატორ „ესკოს“, იკვლევენ ხელოვნურ ინტელექტს ენერგეტიკაში და ამუშავებენ HVDC ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებს. სამართლიანად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სტუ-ის კურსდამთავრებულები სრულად აკონტროლებენ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას.ამავდროულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ქვეყნის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მთავარი საყრდენი ძალა. ჩვენი აღზრდილები ხელმძღვანელობენ მადნეულის გამდიდრების სრულ ავტომატიზაციას „RMG“-ში, მართავენ ბოინგის თვითმფრინავების ნაწილების წარმოებას ATC-ში, ახორციელებენ საწარმოო ხაზების ციფრულ კონტროლს, ავარიული დიაგნოსტიკასა და სინქრონიზაციას სენსორებთან, აქტუატორებთან და SCADA-სისტემებთან. ისინი ქმნიან ჩაშენებულ სისტემებს, ელექტრონულ მოდულებს, ჭკვიანი სახლებისა და სისტემების დიზაინს, ახორციელებენ ინსტრუმენტულ ტესტირებასა და სერტიფიცირებას საერთაშორისო ლაბორატორიებში. ისინი მუშაობენ შაქშაქეთის, ფარავნის, ნაბეღლავის, ოკამის, ლოპოტას, კაზრეთისა და ნენსკრას ჰესების სრულ საინჟინრო ავტომატიზაციაზე, ასევე, კომპანია „ჯივიპის“ თბილისის, ნატახტარის, რუსთავისა და ბოდორნას წყალსაცავების დონის ციფრულ მართვაზე. აქაც შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ სტუ-ის კურსდამთავრებულები სრულად აკონტროლებენ საქართველოს ინდუსტრიულ ავტომატიზაციასა და ჭკვიან ინფრასტრუქტურას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორებს, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. სწორედ მათი მონაწილეობით და მთელ რიგ შემთხვევაში, ხელმძღვანელობით ხორციელდება საქართველოში მიმდინარე უმსხვილესი საინჟინრო-სამშენებლო პროექტების დიდი ნაწილი.ეს არის როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვისა და რეალიზაციის პროექტები, მათ შორის: ქობულეთის შემოვლითი ოთხზოლიანი მაგისტრალი, თბილისი-რუსთავის მაგისტრალი, ახალციხე-ნინოწმინდის გზა, ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის რეკონსტრუქცია და მოლითი-ხაშურის 40.2 კმ-იანი ახალი ხაზის (14.5 კმ-იანი გვირაბით) პროექტირება.ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და პროფესორები აქტიურად მონაწილეობენ მარაბდა-კარწახისა და მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის მონაკვეთებზე არსებული 384 ხელოვნური ნაგებობის რეაბილიტაციაში, თბილისის შემოვლითი რკინიგზის რვა ხიდისა და წიფის საუღელტეხილო გვირაბის მშენებლობაში, 350-ზე მეტი ხიდის სარეაბილიტაციო და საპროექტო სამუშაოებში, მათ შორის E70 ავტომაგისტრალის 1425-მეტრიანი ჭოროხის ხიდისა და E60 ავტომაგისტრალის 13 გვირაბის პროექტირებაში. გარდა ამისა, შესრულებულია ხიდების რეაბილიტაციის პროექტები, თბილისის მეტროს სადგურებისა და ფუნიკულიორის კონსტრუქციული შეფასება, აგრეთვე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნაგებობების: წმინდა სამების ტაძრის, ბაგრატის ტაძრის, ივერიის ღვთისმშობლისა და ოლადაურის ეკლესიების საინჟინრო-სამშენებლო ანალიზი და კონსტრუქციული პროექტირება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების წარმომადგენელთა პროფესიონალიზმი, ინოვაციური მიდგომები და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა განაპირობებს იმას, რომ დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა სწორედ სტუ-ის აკადემიური და კვალიფიციური რესურსის მონაწილეობით ხორციელდება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება - პროფესორები და სტუდენტები - აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს წამყვან ფუნდამენტურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, მათ შორის CERN-ის Compact Muon Solenoid (CMS), J-PARC-ის COherent Muon to Electron Transition (COMET), Fermilab-ის Deep Underground Neutrino Experiment (DUNE) და იაპონიის KEK-ის კოლაბორაციებში. სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები ახორციელებენ მაღალი სიზუსტის კვლევით-ტექნიკურ დავალებებს ნაწილაკების ფიზიკის სფეროში, რაც უზრუნველყოფს საქართველოს საინჟინრო მეცნიერების სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო ქსელში.განსაკუთრებული მიღწევაა სტუ-ში შექმნილი ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტა - მსოფლიოში პირველი დანადგარი, რომელიც აწარმოებს 5 მიკრონის სისქის, 5 მმ დიამეტრის სტროუ მილებს (Straw Tube Tracker, STT) COMET და DUNE ექსპერიმენტების ტრეკული დეტექტორებისთვის. მსოფლიოში უანალოგო ამ უნიკალური ტექნოლოგიის შექმნა სტუ-ის პროფესორებისა და სტუდენტების ძალისხმევის შედეგია. STT გამოყენებული იქნება მსოფლიოს წამყვან ექსპერიმენტებში სხვადასხვა კონტინენტზე, არა მხოლოდ ფუნდამენტურ, არამედ გამოყენებით ფიზიკაში და თითოეულ ამ პროექტში საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის წვლილი განსაკუთრებულად იქნება წარმოჩენილი.ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ქართული კოსმოსური ობიექტის - გასაშლელი რეფლექტორის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIC-თან თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი როგორც უნივერსიტეტის პროფესორები, ისე სტუდენტები, რაც ხაზს უსვამს სტუ-ის როლს თანამედროვე კოსმოსური ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მისიაა აღზარდოს მომავალი თაობა, რომელიც მზად იქნება თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე საპასუხოდ და სწავლის დასრულებისთანავე იქნება კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საფუძველი უნიკალური და ინოვაციური საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ბაზებია. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, პირველად საქართველოში, ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი აგრეგატებით და წარმოადგენს უანალოგო სივრცეს პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და კვლევისთვის; სტუ-ში შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ულტრათანამედროვე ლაბორატორია, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ იყენებენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, არამედ შეისწავლიან ახალი ალგორითმებისა და მოდელების შექმნას კონკრეტული გამოწვევების საპასუხოდ; სრულად აღიჭურვა თანამედროვე მასალათმცოდნეობისა და მექატრონიკის ლაბორატორიები; შეიქმნა განახლებადი ენერგეტიკის ლაბორატორია და აგრეთვე მრავალი სხვა საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცე, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტების მომზადებას რეალური, თანამედროვე ინდუსტრიული და სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტისთვის.თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება არა მხოლოდ მონაწილეობს, არამედ აქტიურად ქმნის მსოფლიო მეცნიერების მომავალს საქართველოში შექმნილი ინოვაციებითა და ცოდნით.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლობს წამყვან ინდუსტრიულ კომპანიებთან, როგორებიცაა „არემჯი“, „საქნახშირი“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „საქართველოს რკინიგზა“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „ჰუავეი“, “აპტოსი”, “ჰანიველ ცემენტი”, “ლაიონ ტრანსი”, “ავტოტექნო”, “ივერმედი” და მრავალი სხვა. სამწუხაროდ, ამჟამად კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და მისი ხელმძღვანელი, ბატონი თემურ ჭყონია, არ ფიგურირებენ ინჟინერ-ტექნოლოგიური კადრების მომზადებისა და კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდამჭერთა სიაში. ეს გარემოება ასახავს დისონანსს საჯარო განცხადებებსა და რეალურ ჩართულობას შორის: მიუხედავად მრავალჯერადი ხაზგასმული განცხადებებისა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ინჟინერ-ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობის შესახებ, კომპანია აქტიურად არ არის ჩართული სფეროებში, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიური პროგრესისა და განათლების სისტემის მოდერნიზაციის საფუძველს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის უფრო მჭიდრო ჩართულობა უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და პროფესიულ სკოლებთან აუცილებელია, რათა მომზადდეს მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნოლოგიური კადრები და გაძლიერდეს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემა. მსგავსი თანამშრომლობა არა მხოლოდ უზრუნველყოფს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ხელს უწყობს ქვეყნის ინდუსტრიული პოტენციალის ზრდასა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას კერძო სექტორთან ღია დიალოგისა და თანამშრომლობისთვის და პატივისცემით იწვევს ბატონ თემურ ჭყონიას უნივერსიტეტში, რათა ის პირადად გაეცნოს სტუ-ში არსებულ თანამედროვე საგანმანათლებლო, კვლევით და ინოვაციურ ინფრასტრუქტურას, სადაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები ინოვაციურ პროექტებს ახორციელებენ. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიზნესსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის დასაწყებად, მით უფრო, რომ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შენობები, თავის დროზე, სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერაა აგებული,” - აღნიშნულია სტუ-ის განცხადებაში.
1762165452
ილია წულაია: ჰარვარდის კურსელები მირეკავენ ხოლმე, რა ხდება, რატომ არის...
1761305535
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდ...
1761217431
MAN-ის საერთაშორისო კონფერენცია თბილისში „თეგეტას“ ორგანიზებით გაიმართ...
1761287820
თბილისის ფინანსური სამიტის მონაწილე ინვესტორთა ნაწილი ჩვენს საბანკო სი...
1761395622
ვის ეკუთვნის „ლუკოილ ჯორჯია“ და როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლე...
1761214465













