როდესაც ევროპარლამენტს გაზი და ნავთობი სჭირდება, ის მოდის და აზერბაიჯანს ევედრება. ABC.AZ-ის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე მისთვის [აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის] არც კი დამჭირვებია თხოვნა და ვიცოდი, რომ ის ევროპარლამენტთან თანამშრომლობას შეწყვეტდა. რადგან, მოგეხსენებათ, ევროპარლამენტის წარმომადგენლები ხშირად ამპარტავნულად იქცევიან, ლექციებს უკითხავენ მათ, ვინც მათზე უფრო წარმატებულები არიან“, - თქვა მან.

ვუჩიჩმა ასევე განიხილა სერბეთსა და აზერბაიჯანს შორის მომავალი თანამშრომლობის ახალი ასპექტები და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ბიზნეს საზოგადოებებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერების, ორმხრივი ინვესტიციების სტიმულირებისა და კონკრეტულ პროექტებზე თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას.