ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლის კამპანია ვენესუელაზე უფრო ნავთობზე ხელმისაწვდომობის მოპოვებას ეხება, ვიდრე ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლას.

„[ნავთობი] საკითხის შუაგულშია“, - უთხრა გუსტავო პეტრომ CNN-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ვენესუელას მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგები აქვს.

„ასე რომ, ეს არის მოლაპარაკება ნავთობის შესახებ. მე მჯერა, რომ ეს არის ტრამპის ლოგიკა. ის არ ფიქრობს ვენესუელის დემოკრატიზაციაზე, ნარკოტიკებით ვაჭრობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ“, - განაგრძო მან და დასძინა, რომ ვენესუელა არ ითვლება ნარკოტიკების მთავარ მწარმოებლად და რომ გლობალური ნარკოტიკებით ვაჭრობის მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილი გადის ამ ქვეყანაზე.