ბანკები და ფინანსები ელ.ვერსია #612
ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური კონტრიბუცია მხარს დაუჭერს სპორტსმენების ფიზიკურ მომზადებას და საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის 17-25 აგვისტოს სლოვაკეთში გასამართ European Aquatics Masters Championship 2026-ზე ასპარეზობას. ამ ტურნირისთვის მზადების პროგრამის ფარგლებში, 16-19 ივლისს, აკვა მასტერს ალიანსის მოცურავეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ზაფხულის ღია ჩემპიონატში, ქალაქ ქუთაისში.აკვა მასტერს ალიანსი არის საქართველოს მასტერსის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის წევრი, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ასაკის მოყვარული და ვეტერანი მოცურავე. ასპარეზობებში მონაწილეობას ის სპორტსმენი იღებს, რომელსაც შესრულებული აქვს სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული საკვალიფიკაციო დრო.აკვა მასტერს ალიანსის წევრ სპორტსმენებს არაერთი გამარჯვება და სხვადასხვა სინჯის მედალი აქვთ მოპოვებული და მსოფლიო რეკორდი დამყარებული საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის European Aquatics Masters Swimming Campionship, World Aquatics Masters Swimming Championship, European Aquatics Short Course Masters Swimming Campionship და Open Master Games ასპარეზობისას.„აკვა მასტერს ალიანსის სახელით მინდა უღრმესი მადლობა გამოვთქვა ბაზისბანკის მიმართ, ჩვენი მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის საპატიოა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საბანკო ბიზნესის ისეთი მსხვილი წარმომადგენელი, როგორიც არის ბაზისბანკი, იყო პირველი, ვინც მიიღო ჩვენი შეთავაზება პარტნიორობის შესახებ, რაც ჩვენ თანამშრომლობას განსაკუთრებულ სტატუსს სძენს.“ - ალექსანდრე მოსეშვილი, კლუბის დირექტორი.„ბაზისბანკი 2025 წლიდან უჭერს მხარს მასტერსის საწყლოსნო სახეობათა სპორტსმენების საერთაშორისო დონის ასპარეზობებში მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობა წარმატების ახალ შესაძლებლობებს მისცემს მის წევრ სპორტსმენებს და მასტერსის კატეგორიაში მოპოვებული გამარჯვებებით და საპრიზო ადგილებით, აკვა მასტერს ალიანსი განაგრძობს წარმატებებით სავსე ისტორიის დაწერას.“ - თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი.
1786349049
შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის, ნათია ჯანაშიას მიერ პროვოცირებული გახმაურებული ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს აწარმოებს.როგორც აფბას მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნათია ჯანაშია 2024 წელს ოფიციალურად გათავისუფლდა დირექტორის პოსტიდან, მან და მისმა ქმარმა კიდევ მრავალი თვის განმავლობაში განაგრძეს კოლოსალური ხელფასების თავისთვის გამოწერა. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება ჯანაშიას მენეჯმენტის პერიოდში ლისის კამპუსის მშენებლობისას 4 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვასა და სხვა მძიმე ფინანსურ დარღვევებზე. „ჯანაშიას დექსტრუქციული ქმედებები განსაკუთრებით მწვავედ გამოვლინდა 2026 წლის 13 მარტს გამართულ აკადემიის რიგგარეშე კრებაზე, სადაც განიხილებოდა ახალ კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაშიმოყვანა.მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი სკოლის ინტერესებს ემსახურებოდა, ნათია ჯანაშიას მხარეი უსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესდების მიღების წინააღმდეგ წავიდა, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ობსტრუქცია მოაწყო. როდესაც კრების ჩაშლითა და ბლოკირებით სასურველი შედეგი ვერ მიიღო, მისი მხარე რეესტრში პროცესების ხელოვნურად შეჩერებას შეეცადა, რათა სკოლისთვის საბანკო ანგარიშები შეეზღუდა და საოპერაციო საქმიანობის პარალიზება გამოეწვია.საბოლოოდ ჯანაშიას ეს მცდელობა ჩავარდა და „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ კანონის სრული დაცვით, მიიღო წესდება იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად და აკადემიამაც შეუფერხებლად შეძლო საქმიანობის გაგრძელება“, - აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.ორგანიზაციაში ცალკე აღნიშნავს იმ სარჩელებს, რომელიც ნათია ჯანაშიას ქართულ და ბრიტანულ სასამართლოებში აქვს შეტანილი. „ერთის მხრივ, ნათია ჯანაშია ქართულ მართლმსაჯულების სისტემას მიმართავს და თავს როგორც სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დაზარალებული, ისე წარმოაჩენს. ხოლო მეორეს მხრივ, ლონდონის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში იგი ღიად და ხაზგასმულად უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ ხელისუფლებას, რომელსაც ადანაშაულებს კორუფციული რეჟიმის შექმნაში, სასამართლო სისტემაზე უკანონო გავლენების განხორციელებასა და ზეწოლაში და ქვეყნის განვითარების გეზის რუსეთისკენ გადახვევაში.აფბას მონიტორები აღნიშნავენ, რომ გარდა ზემოთ აღწერილი, ორ ქვეყანაში გაშლილი სამართლებრივი ბრძოლისა, ნათია ჯანაშია ინვესტორთან დაპირისპირებაში იმდენად შორს მიდის, რომ არაფრად მიაჩნია თუ მისი ნაბიჯები მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე მოახდენს ნეგატიურ გავლენას. „საზოგადოებისადმი ნათია ჯანაშიას მოწოდებები, საბოტაჟი გამოუცხადონ ინვესტორთან დაკავშირებულ წამყვან ფინანსურ და ფარმაცევტულ ინსტიტუტებს, არ გამოიყენონ მათი პროდუქტები და სერვისები, იმდენად ორგანულად ეწერება, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიურ სქემებში, რომელთა გააქტიურების მოწმეც საზოგადოება პერიოდულად ნათლად ხდება, რომ ძალაუნებურად ჩნდება მოსაზრება, - ხომ არ არის ნათია ჯანაშიას მხრიდან მასშტაბური საბოტაჟისკენ მიმართული ეს მოწოდებები ერთი მთლიანი დამაზიანებელი სქემის გარკვეული კონკრეტული ნაწილი“? - სვამენ კითხვას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ და იქვე კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ნათია ჯანაშიას, უარითქვას დეფამაციურ და ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რომელიც აზიანებს როგორც ქვეყანას, ისე სახელმწიფო ინსტიტუტებს, და დაუბრუნდეს ცივილურ, სამართლებრივ ჩარჩოებს.
1786347484
ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო ინარჩუნებს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, წინდახედულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და ძლიერ შიდა მოთხოვნას. რეიტინგი განპირობებულია საერთაშორისო რეზერვების ზრდით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, განხორციელებული ფისკალური პოლიტიკით, მთავრობის ზომიერი ვალითა და სტაბილური საბანკო სისტემით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიან დაფინანსებაზე წვდომა. პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს, ანგარიშის თანახმად, წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირებით, რაც ამცირებს საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობას. პოზიტიური პერსპექტივა, ასევე, ასახავს მოლოდინებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძლიერი მაჩვენებლები და წინდახედული ფისკალური პოლიტიკა შენარჩუნდება და ფისკალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს შემდეგი 12 თვის მანძილზე.სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ შედეგებს. S&P მოელის, რომ ქვეყანა გააგრძელებს ეფექტური ფისკალური პოლიტიკის გატარებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის ზომიერ დონეზე შენარჩუნება. აღნიშნულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება და ამ ტენდენციის შენარჩუნება, ასევე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის ტენდენციების გათვალისწინებით.სააგენტოს პროგნოზით, თებერვალთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საბაზო სცენარში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები, შესაბამისად, 2026 წელს 6.4 პროცენტამდე, ხოლო 2027 წლისთვის 5,9 პროცენტამდე, ხოლო საშუალოვადიან პროგნოზში 5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.S&P საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად და მაღალლიკვიდურად აფასებს და ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები.შედეგად, სააგენტო საქართველოს ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და წინდახედულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, განაგრძობს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას.ინფორმაციას საქართველოა ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს
1786344957
მისი თქმით, სააგენტოს ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას.„ანგარიშში დადებითადაა მოხსენიებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, რამაც სააგენტოს შეფასებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და შეამცირა მისი მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.მისი განცხადებით, Standard & Poor’s-მა ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოში საგარეო შემოდინებების გაუმჯობესებას, რასაც მომსახურების ექსპორტის დივერსიფიკაცია, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდა განაპირობებს. ამასთან გრძელდება დედოლარიზაციის ტენდენცია. სწორედ ამ ფაქტორებმა მისცა საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვების შესაძლებლობა.ეკატერინე მიქაბაძის თქმით, სააგენტო დადებითად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას როგორც ფისკალური, ისე მონეტარული მიმართულებით.„სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს, რათა ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა უზრუნველყოს. მათივე პროგნოზით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.1 პროცენტი იქნება, რაც თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მიმდინარე ცენტრალურ სცენართან“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს საფინანსო სექტორიც. ნათქვამია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მაღალი ლიკვიდობით, ძლიერი კაპიტალიზაციითა და მომგებიანობით გამოირჩევა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული და საზედამხედველო პოლიტიკა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ''BB' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.
1786343117
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს.
1786342461
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს.
1786258874
ნათია ჯანაშიას ქმარი მიხეილ სააკაშვილმა დააპატიმრა და ბიძინა ივანიშვილ...
1785478963
ნათია ჯანაშიამ აღიარა, რომ ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ ღია საბოტაჟს...
1785307469
ტარიელ კაკაბაძემ აღიარა, რომ ფინანსურ პოლიციაში დაცვის მხარეს წარმოადგ...
1785919683
ნათია ჯანაშიას მხრიდან საბოტაჟის მცდელობა პანიკური უიმედობის შედეგია
1785394406
24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული აზერბაიჯანის ენე...
1785412649













