თურქმენეთიდან ტვირთბრუნვის კიდევ უფრო ზრდას ველოდებით, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში და ასევე საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობდა.

როგორც ლაშა აბაშიძე აცხადებს, ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვის პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.

„თურქმენეთის რკინიგზა ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. წელს საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს - ტვირთბრუნვის დინამიკა მზარდია. ვფიქრობთ, რომ არსებობს პოტენციალი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.