სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე სს „ბაზისბანკის“ აქციონერებსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მაკროეკონომიკური და საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ნინო ჯელაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, საბანკო სისტემის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოზე, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად არის ჩამოყალიბებული.


საუბარი ასევე შეეხო „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენის პროცესს. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია ხელს შეუწყობს საბანკო სექტორში კონკურენციის გაძლიერებასა და მესამე სისტემური ბანკის ჩამოყალიბებას. ამასთან, მხარეებმა

ინტეგრაციის პროცესის დადგენილ ვადებსა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციების დანერგვისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი გადახდების სქემისა და საგადახდო სისტემების დაკავშირების პროექტზე. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ, რაც გადახდების პროცესის გამარტივებასა და ტრანზაქციული ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი,

საბანკო ზედამხედველობისა და  საზედამხედველო პოლიტიკის  დეპარტამენტების წარმომადგენლები.