გალტ & თაგარტის 15–19 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციებიდან, წინა კვირასთან შედარებით, მხოლოდ ერთის ფასი გაიზარდა, ორი კომპანიის აქციები უმნიშვნელოდ არის გაიაფებული. 

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 114.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.53% წინა კვირასთან შედარებით და +5.44% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 331 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 110.50 - 115.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.04% წინა კვირასთან შედარებით და +1.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 418 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.50 - 46.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 41.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.53% წინა კვირასთან შედარებით და +2.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 285 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.10 - 43.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.