კომპანია გალფისა და ტექნოლოგიური სკოლა რე:სქულის ინიციატივით რეგიონებში მხცოვრები ახალგაზრდები სრულიად უსასყიდლოდ ვებპროგრამირებაში გადამზადდებიან. პირველ ეტაპზე სასწავლო კურსები გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთში იანვრიდან დაიგეგმება. პროგრამა აძლევს მოზარდებს შესაძლებლობას, დაეუფლონ ვებპროგრამირებას ისეთ დონეზე, რომელიც საშუალებას მისცემს იმუშაონ, როგორც საქართველოში, ისე დისტანციურად საერთაშორისო ბაზრებზე - არ დატოვონ საკუთარი სახლი და მიიღონ კონკურენტუნარიანი ანაზღაურება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შეიქმნება AI საგანმანათლებლო პროგრამა თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის. AI Lab პროგრამა განკუთვნილია 12–15 წლის მოზარდებისთვის და მიზნად ისახავს მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს AI-ის შესწავლა, მისი შექმნა და გამოყენება სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას, დაეუფლონ AI აპლიკაციების, ჩატბოტებისა და AI აგენტების შექმნას, ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ვებსაიტების, ტექსტური და აუდიო-ვიდეო კონტენტის გენერაციისთვის. ისინი პრაქტიკულად შეისწავლიან AI-ის გამოყენებას ბიზნესში, მარკეტინგში და სხვადასხვა ტიპის პროექტების დაგეგმვასა და განვითარებაში. მიღებული ცოდნა მათ მისცემს შესაძლებლობას მომავალში კონკურენტულ გარემოში დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანია გალფის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნას წარმოადგენს, სწორედ ამ მიზნით კომპანია განათლების მიმართულებით არაერთ პროექტს ანხორციელებს.













