განათლება, როგორც შესაძლებლობა - ინტერვიუ გიორგი მოსიძესთან - საქართვე...
ინტერვიუში კი ის საკუთარი
გამოცდილების შესახებ
გვესაუბრება.თქვენი
კარიერის გზაზე, რომელი
ეტაპი აღმოჩნდა ყველაზე
მნიშვნელოვანი და
გადამწყვეტი?ასეთი
რამდენიმეა:პირველი იყო -
უმაღლეს სასწავლებელში
ჩაბარება. მიუხედავად
იმისა, რომ მედიცინა დიდად
არ მაინტერესებდა და უფრო
კინო-თეატრისკენ
ვიხრებოდი (მაშინ, 1988 წელს,
სიტყვა პროდიუსერი
საბჭოთა კავშირში არ
ვიცოდით), იმ პერიოდში
თბილისის სამედიცინო
ინსტიტუტში ჩაბარება, თან
პირველივე ცდიდან (17 წლის
ასაკში), რაღაც ფანტასტიკის
ჟანრის მიღწევად
ითვლებოდა. ეს ჩელენჯი
(მაშინ არც ეს სიტყვა
ვიცოდით) ჩემთვის
გადამწყვეტი აღმოჩნდა და
გადავწყვიტე ყველაზე
რთული შედეგისთვის ბრძოლა,
რასაც მივაღწიე
კიდეც.მეორე -
ინტელექტ-კლუბის დაარსება.
ბევრი ძიების შემდეგ
აღმოვაჩინე, რომ
საქართველოში არ არსებობს
მუდმივი წრე, სადაც
ინტელექტუალურ თამაშებს
თამაშობენ და მეგობრებთან
ერთად თავად დავაფუძნე
1991-ში. მაშინ ეს ფუძნდებოდა
როგორც 30-40 ადამიანის
თავისუფალი დროის
გატარების საშუალება და
ვერ ვიფიქრებდი, რომ 34 წლის
შემდეგ გადაიქცეოდა
ქვეყნის ყველაზე დიდ
კლუბად ინტერესების
მიხედვით, რომლის
თამაშებიც 250 000-ზე მეტმა
ადამიანმა მიიღო
მონაწილეობა.მესამე - 2008
წელს ახალი, სმოკინგებიანი
“ინტელექტ-კლუბის” ეთერში
გასვლა. დიდი ხანი არ
მჯეროდა, რომ ჩვენთან
შესაძლებელია გადაღების
ასეთი ხარისხის მიღწევა,
მაგრამ აზერბაიჯანელი
კოლეგების მაგალითმა
დამარწმუნა, რომ
შეუძლებელი არაფერია.
გავრისკეთ და
გამოგვივიდა!ყველა
ადამიანი წარმატებას
განსხვავებულად აღწევს - რა
არის თქვენი “წარმატების
ფორმულა”?ჩემი მეთოდია
ხანგრძლივი,
ყოვლისმომცველი მზადება,
ყველა დეტალის
(წვრილმანისაც კი) წინასწარ
გავლა, ზედმიწევნითი
დაგეგმარება, ყველა
ფაქტორის გათვალისწინება
და უკვე შემდეგ რეალიზება.
ნებისმიერი პრობლემა
მოგვარებადია დეტალური და
მიზანმიმართული შესწავლის
შედეგად. მე ვიზიარებ
ბრძნულ და ამავე დროს
ირონიულ გამონათქვამს, რომ
“პრობლემების 25% საერთოდ არ
ექვემდებარება
მოგვარებას, 25% გვარდება
თავისით”, ხოლო დანარჩენი
50%-ის მოგვარების ჩემეული
რეცეპტი იხილეთ
მაღლა…ყოფილა თუ არა
მომენტი, როდესაც
გიფიქრიათ, რომ დანებება
უფრო მარტივი იქნებოდა - რა
იყო ის, რამაც მოგცათ
მოტივაცია, არ
გაჩერებულიყავით?რასაკვირველია,
ყოფილა (ყველას აქვს ხოლმე
ასეთი მომენტი, არ დაიჯეროთ
თუ ვინმე ამბობს, მე არაო…).
ოღონდ მე კი არ გავჩერდი,
არამედ გავყინე სიტუაცია,
გავჭიმე დროში და რაღაც
პერიოდის შემდეგ (ჩემ
შემთხვევაში 5-6 წელიწადში)
დამიბრუნდა იგივე
სიტუაცია და იქ უპრობლემოდ
მივაღწიე მიზანს.ზოგჯერ
ჯობს მოთმინებას მოუხმოთ
და უბრალოდ მოიცადოთ.
მოუთმენლობა ბევრი
წარუმატებლობის
საწინდარია.თქვენს
ცხოვრებაში იყო თუ არა
ადამიანი, რომელმაც
თქვენზე ყველაზე დიდი
გავლენა მოახდინა?ალბათ
მაინც პაპაჩემმა - ოთარ
რჩეულიშვილმა, რომლის
განვლილი გზის
იმიტირებასაც მე
ქვეცნობიერად ვცდილობ
ჩემს ცხოვრებაში. ახლა რომ
ვინმემ მკითხოს, ვისთან
ისურვებდი გულახდილ
საუბარსო - დაუფიქრებლად
ვეტყვი პაპასთან-თქო.
სამწუხაროდ, ის 1995-ში
გარდაიცვალა (როცა მე 23 წლის
ვიყავი) და ვერ მოვასწარო
მისთვის რაღაც კითხვების
დასმა, რაზეც პასუხები
დღემდე არ
მომიპოვებია...განათლების
გზაზე მასწავლებელი
გადამწყვეტ როლს ასრულებს.
რა არის კარგი
მასწავლებლის მთავარი
თვისება?სამწუხაროდ,
არასოდეს ვყოფილვარ
მასწავლებელი ამ სიტყვის
პირდაპირი გაგებით! არც
რაიმე ლექცია წამიკითხავს
თუ მოტივაციურ სპიკერობას
არ ჩავთვლით! აქ ალბათ
დავეთანხმები დიდ
პედაგოგს, მარია
მონტესორის, რომ
“ჭეშმარიტი მასწავლებელი
უნდა იყოს გზამკვლევი და
არა - დირექტორ-მენეჯერი...
ერთდროულად უნდა იყოს
სწავლული მეცნიერიც,
მსახიობიც, ფსიქოლოგიც და
ფილოსოფოსიც!”რა რჩევას
მისცემდით მათ, ვინც
ფიქრობს, რომ წარმატება
მხოლოდ მაღალი ნიშანია და
მეტი არაფერი?წარმატება -
არის დასახული მიზნების
მიღწევა! თუ მიზანი მაღალი
ნიშნებია და ისინი
მიიღწევა - ესეც
წარმატებაა! თუ მიზანი
ფულის შოვნაა და ადამიანი
გამდიდრდება - ესეც
წარმატებაა! მთავარია
ადამიანს ფასეულობრივად
სწორი მიზნები გქონდეს
დასახული, თორემ არასწორი
მიზნების მიღწევა
წარმატებად ვერ
ჩაითვლება...სწორი მიზნის
გარეშე არ არსებობს
წარმატება!როგორ უნდა
განივითაროს ადამიანმა
უნარები?ყოველდღიური
ტრენინგი იმ მოტივით, რომ
მეორე დღეს ერთი იოტით უფრო
მაგარი იქნები, ვიდრე
გუშინ! მხოლოდ ასე მიიღწევა
რეალური წარმატება!
პერმანენტული პიროვნული
(ფიზიკური, გონებრივი,
ინტელექტუალური და ა.შ.)
ზრდა არის წარმატების
საწინდარი! როგორც კი
ჩერდები და
დაკმაყოფილდები -
წარმატებაც იქ
მთავრდება...წარსულში
დაბრუნება, რომ შეგეძლოთ,
რა რჩევას მისცემდით
საკუთარ თავს?რატომ უნდა
დავბრუნდეთ წარსულში,
როდესაც საუკეთესო
შესაძლებლობები ახლა
იხსნება? რატომ ვკიცხოთ
საკუთარი თავი წარსული
შეცდომებისთვის და
ვაკრიტიკოთ ხელიდან
გაშვებული შანსებისთვის?
თუ ნანობ ყოველ არასწორ
გადაწყვეტილებას, ამით
აუფასურებ საკუთარ თავს და
კვებავ შენს
თვითკრიტიკასა.
თვითკრიტიკა კარგია, ოღონდ
ზომიერი!წარსულში ახალი
არაფერი გამოჩნდება.
სიახლეები მხოლოდ
მომავალაშია! როდესაც
წარსულს ვეჭიდებით,
ყურადღებას ვამახვილებთ
ნეგატივზე, წყენაზე,
სინანულზე, ფაქტობრივად
ცხოვრებას უკუღმა
მივუყვებით. ჩვენი მიზანია
- აწმყო და მომავალი! უნდა
გამოვიყენოთ გამოცდილება
და ენერგია სწორედ ახლა!
ახლა, უნდა მიაღწიო იმას,
რაც გინდა!საქართველოს
ბანკი, როგორც განათლების
მთავარი მხარდამჭერი
ბანკი ახალგაზრდებისთვის
განათლების
შესაძლებლობების შექმნას
განაგრძობს. სწორედ ამიტომ,
ბანკი 40-ზე მეტ
საგანმანათლებლო პროექტს
ახორციელებს და უჭერს
მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი
მოსწავლისთვის,
სტუდენტისა და ახალგაზრდა
პროფესიონალისთვის ქმნის
განათლების
შესაძლებლობას. ბანკის CSR
მიმართულების პორტფელი
მოიცავს ისეთ
საგანმანათლებლო
პროექტებს, როგორებიც არის:
საქართველოს ბანკის
სტიპენდიები; გიორგი
ჩახავას სახელობის
სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში,
აშშ-სა და გერმანიაში
სწავლის სრული
დაფინანსება; იდეათეკები –
საქართველოს ბანკის
ბიბლიოთეკების პროექტი;
საქართველოს ბანკისა და
კომაროვის ერთობლივი
პროექტი – STEM სკოლა;
საქართველოს ბანკის
ოლიმპიადები
მოსწავლეებისთვის: STEM
ოლიმპიადა, ეკონომიკის
ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური
განათლების ოლიმპიადა,
ევერესტი. ამასთან, საჯარო
მეტყველების კონკურსი, და
სხვა.საქართველოს ბანკის
მიერ განხორციელებული
საგანმანათლებლო
პროექტების შესახებ
დეტალური ინფორმაციის
მისაღებად ეწვიეთ
ვებგვერდს ganatleba.bog.ge
1761746495