„ციტადელი“, რომლის ისტორია 2011 წლიდან იწყება და დაარსების დღიდან სამშენებლო მასალების ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

კომპანიის განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულმა გუნდმა შეძლო ბაზარზე პოზიციების გამყარება და საკუთარი სტანდარტების დამკვიდრება, რამაც გამორჩეულ მოთამაშედ აქცია.

დღეს „ციტადელი“ მომხმარებლებთან ურთიერთობას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს, მათ შორისაა: დისტრიბუცია, საცალო და კორპორაციული გაყიდვები, ასევე ონლაინ პლატფორმა.

კომპანიის განვითარების პარალელურად და საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებასთან ერთად, მუდმივად იზრდება პროდუქციის ასორტიმენტიც. დღეს „ციტადელი“ მომხმარებელს ფუნდამენტური მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მრავალფეროვან სამშენებლო მასალებს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ და წამყვან ბრენდებთან, მათ შორისაა: PERI, CHROMODOMI, ROCKWOOL, ICOPAL, PENOPLEX, TGM, LIEBHERR, COMANSA, ISOVER, GOCHMAKSAN, BAYMAK, SYPLY, WEBER, MAPEI, TECHNOSONUS, FOX BAU და სხვა.

დღეს „ციტადელის“ ისტორიას 300 თანამშრომლისგან დაკომპლექტებული პროფესიონალთა გუნდი ქმნის. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული თანამშრომლის პოტენციალის განვითარებას და აქტიურად ნერგავს ინოვაციურ მიდგომებს სამშენებლო სფეროში.

„გვიხარია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია „ციტადელი“ შემოუერთდა. სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების გაძლიერება, რომლებიც ბაზარზე მაღალი ხარისხის სტანდარტებს ამკვიდრებენ. დარწმუნებული ვართ, რომ „ციტადელის“ გამოცდილება და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობაში და ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.