ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა თურქი ბიზნესმენების განახლებული სია, რომელთა წმინდა ქონება 2026 წლისთვის 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

გამოცემის მიხედვით, ამერიკულ ბრენდ Chobani-ს დამფუძნებელი ჰამდი ულუკაია 13,5 მილიარდი დოლარის წმინდა ქონებით სიის სათავეში მოექცა. მან შეინარჩუნა თურქეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი.

მეორე ადგილზეა Yıldız Holding-ის თავმჯდომარე მურატ ულკერი 5,3 მილიარდი დოლარის წმინდა ქონებით.