როცა მთავარი სცენა საქართველოა - სუხიშვილების ანსამბლი ქუთაისის სცენაზ...
საქართველოს ბანკი -
სუხიშვილების
გენერალურისპონსორი.
სუხიშვილების ცეკვა
სცენას სცდება - ის
საქართველოს სხვადასხვა
კუთხის ისტორიას, ხასიათსა
და ადამიანებს აერთიანებს.
სწორედ ამიტომ,
საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით, ანსამბლი
მაყურებელს რეგიონებში
შეხვდება.სუხიშვილების
მოგზაურობა ქუთაისში
იწყება - ქალაქში, რომელიც
თავადაც ისტორიის,
კულტურისა და თანამედროვე
ცხოვრების განსაკუთრებულ
სინთეზს ქმნის.8 სექტემბერს
სუხიშვილები ქუთაისის
სცენაზე წარდგებიანდა
მაყურებელს საქართველოს
სხვადასხვა
კუთხისისტორიას
მოუყვებიან, ცეკვაში
თქმულს.ქუთაისი - ქალაქი,
რომელიც სუხიშვილების
მსგავსადახლისა და ძველის
სინთეზიაშემთხვევითი არ
არის, რომ სწორედ ამ
ქალაქში იმართება
ნაციონალური ბალეტის
რეგიონული კონცერტი.
ქუთაისი იმერეთის გულია -
ქალაქი, რომლის ისტორიაც
საუკუნეებს ითვლის და
რომელიც დღემდე
საქართველოს ერთ-ერთ
მნიშვნელოვან კულტურულ
ცენტრად რჩება. სულ მალე კი
აქ, ქუთაისის სცენაზე,
სუხიშვილების თითქმის
საუკუნოვანი
ქორეოგრაფიული
მემკვიდრეობა
გაცოცხლდება.სუხიშვილები -
ცეკვაში თქმულნი„ვინ
მოთვლის რამდენი დღე და
წელიწადი გასულავარჯიშში,
ვიდრე ახალი ცეკვა
დაიდგმებოდა. ტრენაჟი,
ილეთი, რეპეტიცია, ანთებული
თვალები, დაღლა, წუთიერი
შესვენება და კვლავ
ვარჯიში, ვარჯიში,
ვარჯიში!“ეს სიტყვები
ქართული ცეკვის ლეგენდას,
ნინო რამიშვილს ეკუთვნის.
სწორედ მისი და უფროსი
ილიკო სუხიშვილის შრომამ,
დისციპლინამ და
სიყვარულმა შექმნა
ქართული ნაციონალური
ბალეტის საფუძველი.
„სუხიშვილების“ გზა კი
ეროვნული სიამაყის
სიმბოლომდე მარტივი არ
ყოფილა.წლების
განმავლობაში უფროსმა
ილიკო სუხიშვილმა და ნინო
რამიშვილმა საქართველოს
კუთხეები მოიარეს,
შეისწავლეს ადგილობრივი
ფოლკლორი, მოძრაობები,
ხასიათი და ტრადიციები,
რათა ეს მრავალფეროვნება
სცენაზე ქართული ცეკვის
ენით
გადმოეტანათ.თითოეული
დადგმა თავისი რიტმით,
მუხტითა და განწყობით
ქართული კულტურისა და
ტრადიციების
მრავალფეროვნებას
ასახავს. თუმცა, ის, რაც დღეს
კლასიკაა, მაშინ თამამი და
გაბედული ნაბიჯი იყო, რის
გამოც ანსამბლს მწვავედ
აკრიტიკებდნენ.მაგალითისთვის,
“შეჯიბრი” - ნინო
რამიშვილისა და ილიკო
სუხიშვილის გამოგონილი
ცეკვაა, რომელიც მანამდე არ
არსებობდა და იდეალურად
ასახავს ქართულ
ხასიათს.მთავარი სცენა
საქართველოაროგორც
სუხიშვილების
ვიდეორგოლშია ნათქვამი,
„ეს ცეკვა არ არის - ეს ჩვენ
ვართ, ცეკვაში თქმულნი.“
სუხიშვილების თითოეული
დადგმაც სწორედ ამ იდეას
აგრძელებს.„ის შეიძლება
დაიბადოს მთაში, ველზე,
შრომისას თუზეიმის დროს.
იქ, სადაც ადამიანებს
საერთოისტორია, მიწა და
ერთმანეთის
მიმართპასუხისმგებლობა
აერთიანებთ.“ქუთაისელ
მაყურებელს კი
შესაძლებლობა ექნება, ამ
ყველაფრის ნაწილი თავადაც
გახდეს და სცენაზე როგორც
უკვე კლასიკად ქცეული, ისე
ახალი დადგმები იხილოს.მათ
შორის მთის ცეკვები,
როგორებიცაა: “ხანჯლური”,
“სვანური” და “ხევსურული”,
განსხვავებულად მტკიცე
ხასიათით
სრულდება.მაგალითად,
„ჯუთა“ და „ცდო“, რომელიც
ქართული სოფლის სახელებია
და განსაკუთრებით იზიდავს
უცხოელ მაყურებელს.ასევე
“ნანილა”, რომლის შექმნის
იდეა ძველი სვანური
იავნანადან წამოვიდა. ეს
არის ოთხი ქალის მიერ
შესრულებული სვანური
ცეკვა, რომლის დროსაც ისინი
თითქოს ბავშვს არწევენ.
კაბები კი ზარის
ფორმისაა.სუხიშვილებისთვის
ქუთაისის სცენაზე
დაბრუნებაგანსაკუთრებული
პასუხისმგებლობაა, რადგან,
როგორცნინო სუხიშვილი
აღნიშნავს, მსოფლიოს
წამყვან
სცენებზეგამოსვლის
მიუხედავად, ყველაზე
კრიტიკულიმაყურებელი
მაინც სამშობლოშია. სწორედ
ამიტომ, მთავარი სცენა
საქართველოა.
1788774380