საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ავიარეისი შეასრულა. თბილისი-ამანის მიმართულებით ავიაკომპანია პირველ ეტაპზე რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Royal Jordanian Airlines-თან მოლაპარაკებებს 2024 წლიდან აწარმოებდა, შედეგად ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.