„საქართველოს მელიორაციაში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სარწყავი სეზონის შედეგები შეაჯამეს, რეგიონებში გაწეული სამუშაოები შეაფასეს და სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. ყურადღება გამახვილდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და ფერმერებისთვის საირიგაციო მომსახურების შეუფერხებლად მიწოდებაზე.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონებში საირიგაციო მომსახურებაზე ხელშეკრულებების გაფორმების მაჩვენებლები. მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონული სამსახურების საქმიანობისას გამოვლენილ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამუშაო პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.

ასევე განიხილეს რეგიონულ სამსახურებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მნიშვნელობა სამუშაოების ორგანიზებულად წარმართვისთვის, საირიგაციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ფერმერთა საჭიროებებზე დროული რეაგირებისთვის.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ შპს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორი კომერციულ საკითხებში მამელი ქობალია და რეგიონული სამსახურების სერვისცენტრების ხელმძღვანელები.