29 ნოემბერს, 12 საათისთვის , Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნული ვალუტა გაუფასურებულა. ბოლო მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარი 2.76 ლარად ივაჭრება.
ანალიტიკოს პაატა ბაირახტარის შეფასებით, აჟიოტაჟური მოთხოვნის და დევალვაციის მიზეზი ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებაა, სადაც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ 2028 წლამდე ,,ქართული ოცნება" ევროკავშირთან ურთიერთობას წყვეტს.
,,ეს არის აჟიოტაჟური მოთხოვნა და წნეხი კურსზე. მსგავს კრიზისებზე ეროვნული ვალუტა საკმაოდ ხისტად რეაგირებს. ის, რასაც ჩვენ ვადევნებთ თვალს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, არის სრულად ლოგიკური თუ გავითვალისწინებთ იმ განცხადებებს, რაც გუშინ პრემიერმა ბრიფინგზე თქვა. ჩვენ ახლა ინფლაციის პრობლემის წინაშე არ ვდგავართ, ეს დევალვაციაა, ანუ ეროვნული ვალუტის მერყეობა.
ამ რეალობაში, ეროვნულ ბანკს ნამდვილად გააჩნია რესურსი, რომ მოკლე შოკი მართოს, მით უმეტეს , რომ ეს არ არის გარეფაქტორებიდან წამოსული სტრესი და მაკროეკონომიკური კრიზისი. ამის მართვა ეროვნულ ბანკს შეუძლია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არაჯანსაღი და არასტაბილური გარემო ეროვნული ვალუტისთვის კარგი არ არის",- თქვა პაატა ბაირახტარმა.
commersant.ge