თბილისის მერიის პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამა ისწავლე და დასაქმდის ახალი ეტაპის პრეზენტაცია იმართება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა კადრების დეფიციტსა და კვალიფიციური კადრების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

,,ბოლო სამი წელია ბიზნესის მხრიდან სახელდება 2 მწვავე პრობლემა - სამუშაო ძალის და კვალიფიციური კადრების დეფიციტი. შემიძლია დავასახელო რამდენიმე სექტორი, სადაც არის ქრონიკული სამუშაო ძალის დეფიციტი 20 -22% -ის ფარგლებში - ეს ასევე დამოკიდებულია სეზონურ ფაქტორზეც, ზოგჯერ ეს მაჩვენებელი იწევს ზემოთ, ზოგჯერ ქვემოთ", - აცხადებს სოსო ფხაკაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესს აქვს მოთხოვნა კონკრეტულ უნარ-ჩვევებზე, მაგრამ იმ მუშახელს, რომელიც მაძიებელია სამსახურის ეს უნარები არ გააჩნია. 

,,ბიზნესს აქვს მოთხოვნა კონკრეტულ უნარ-ჩვევებზე, მაგრამ იმ მუშახელს, რომელიც მაძიებელია სამსახურის ეს უნარები არ გააჩნია, სწორედ ამიტომ არის ეს პროგრამა მნიშვნელოვანი და აქტუალური", - განმარტავს სოსო ფხაკაძე. 

ცნობისთვის, პრეზენტაციას თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად დედაქალაქის საკრებულოს წევრები და ბიზნესმენები ესწრებიან.