USA2GEORGIA ამერიკის საწყობში მიღებულ ამანათებზე ტარიფს ზრდის.
კომპანიამ მომხმარებელს ოფიციალური შეტყობინებით აცნობა.
ამ დრომდე მოქმედი ტარიგი 1 კილოგრამზე $9 იყო, 20 მარტიდან კი ტრანსპორტირების ღირებულება $9.95 გახდება, გაძვირების მიზეზი საავიაციო საწვავის ღირებულების ზრდაა.
„საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ბოლო მონაცემებით, გლობალური ეკონომიკური პროცესების ფონზე, საავიაციო საწვავის ღირებულება 58.4%-ით გაიზარდა. აღნიშნულმა ფაქტორმა პირდაპირი გავლენა იქონია საჰაერო გადაზიდვების საოპერაციო ხარჯებზე მთელ მსოფლიოში. (გთხოვთ, დეტალური მონაცემები იხილეთ IATA-ს ოფიციალურ პლატფორმაზე).
მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება მომსახურების ხარისხის სტაბილურობა და მომხმარებლისთვის საიმედო სერვისის უწყვეტად შეთავაზება. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანიის შიდა რესურსების მობილიზებით - 2026 წლის 20 მარტამდე ამერიკის საწყობში მიღებულ ამანათებზე შევინარჩუნოთ მოქმედი ტარიფი - $9/კგ.
2026 წლის 20 მარტიდან, ამერიკის საწყობში მიღებულ ამანათებზე კი ამოქმედდება განახლებული ტარიფი:
• ტრანსპორტირების ღირებულება: $9.95/კგ.
• წონის დაანგარიშება: კვლავ განხორციელდება რეალურ და მოცულობით წონებს შორის მეტობის პრინციპით“, - წერია კომპანიის განცხადებაში.












