ჩეხეთი აპირებს შეწყვიტოს რუსული ნავთობის იმპორტი 2025 წლის ივლისიდან.
ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო მილსადენის კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ზდენეკ დუნდრამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. ახლა ჩეხეთი ნავთობის მოთხოვნილების ნახევარს რუსეთიდან იღებს, განმარტავს გამოცემა.
სახელმწიფო გეგმავს დასავლეთის ქვეყნებიდან ნავთობის მიწოდების გაზრდას 2025 წლის მეორე კვარტალში.
სახელმწიფო კომპანია შეწყვეტს იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან იტალიას, გერმანიასა და ჩეხეთს შორის ტრანსალპური ნავთობსადენის მოდერნიზაციის შემდეგ.