29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის ჯგუფისა“ და „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციების ფასები ეცემა.

უფრო კონკრეტულად, ბირჟაზე Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 5.21%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 4.755 გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, TBC Bank Group PLC-ის აქციების ღირებულება 6.37%-ით არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ ერთი აქციის ფასი 3.020 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ბიზნესპრესნიუსი