საქართველოში „საერთაშორისო სავაჭრო პალატამ“ (ICC) გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო - მათი ოფისები 2024 წლის 5 დეკემბრამდე დაიკეტება.

“საერთაშორისო სავაჭრო პალატამ” სპეციალურ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ICC-ი მკაცრად გმობას მმართველი პარტიის ”ქართული ოცნების” მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების უხეშმა გაყალბებამ ქვეყნის ყველა ქალაქში ფართო საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია და ასობით ათასი მოქალაქე ქუჩებში პროტესტის გამოსახატად გავიდა.

ICC Georgia თვლის, რომ პარტია “ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებით საქართველოს კონსტიტუცია, კონკრეტულად კი 78-ე მუხლი დააღვია.

“ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის იმ ერის მისწრაფებებს, რომელიც ცდილობს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობას.

დამოუკიდებელი და თავისუფალი ევროპული საქართველოს მსურველ ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისადმი სოლიდარობით, ICC-Georgia მტკიცედ დგას ყოველი მშვიდობიანი მომიტინგეების გვერდით. ამ მოძრაობისადმი ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და მათი ხმის გასამყარებლად, გადავწყვიტეთ სამი დღით გაფიცვა. ჩვენი ოფისები დაიკეტება 2024 წლის 5 დეკემბრამდე.

ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ხალხის ნებას და დემოკრატიული პრინციპები დაიცვან.

საქართველოს მომავალი თავისუფლებისა და ევროპასთან ინტეგრაციის ვალდებულებაშია“, - ნათქვამია განცხადებაში.