ჟურნალ Forbes-ის პროექტი 30 Under 30ყოველწლიურად იმ ახალგაზრდა ლიდერებს, მეწარმეებსა და მეცნიერებს აერთიანებს, რომლებსაც საკუთარი ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია და წელს ბანკი პროექტის სპონსორიც გახდა. ამ მასალაში 2025 წლის განათლებისა და მეცნიერების კატეგორიის გამარჯვებულს ქიმიკოს ხატია თარგამაძეს გაგაცნობთ.

განათლება და სამეცნიერო აღმოჩენები

ხატია ნიუ იორკის საქალაქო უნივერსიტეტის (The City University of New York) დოქტორანტი მკვლევარია, ქიმია კი ჯერ კიდევ სკოლაში შეუყვარდა. მოსწონდა, რომ სულ რაღაც ახალს და საინტერესოს სწავლობდა. დროთა განმავლობაში თავადაც მოუნდა, ამ სფეროს ნაწილი გამხდარიყო:

რამდენ კითხვასაც არ უნდა გასცე პასუხი, ყოველთვის ჩნდება რაღაც ახალი. წარუმატებელი ექსპერიმენტიც კი ხშირადახალი კითხვის დასმისა და უკეთესიმიმართულების პოვნის საფუძველი ხდება. სწორედ ეს მუდმივი ძიებაა ჩემი ერთ-ერთიმთავარი მოტივაცია.

გარდა მუდმივი ძიებისა, მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გამოცდილება და განათლება სხვებსაც გაუზიაროს:

მეორე მნიშვნელოვანი მოტივაცია ჩემთვის ისარის, რომ ცოდნა და გამოცდილება მხოლოდჩემთან არ დარჩეს. მინდა, ჩემს მუშაობასსხვებისთვისაც ჰქონდეს ღირებულება, იქნებაეს სხვა მკვლევარი, სტუდენტი, რომელსაცჩემს ცოდნას გავუზიარებ, თუ უფრო ფართოპერსპექტივით, სამეცნიერო პროგრესი, რომლის მცირე ნაწილიც ჩემი საქმიანობაიქნება.

ახალი შესაძლებლობები ფარმაციაში

ხატიას კვლევა პირდაპირ უკავშირდება ახალი წამლებისა და სამედიცინო პრეპარატების შექმნას. ის ეძებს გზებს, თუ როგორ მიიღოს წამალი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს.

ფარმაციაში მოლეკულის ზუსტ ფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ოდნავი უზუსტობაც კი საკმარისია, რომ წამალმა თავისი სამკურნალო ფუნქცია დაკარგოს. ხატიას კვლევა კი მეცნიერებს ეხმარება, ეს პროცესი ზუსტად მართონ და შექმნან ისეთი რთული სამედიცინო პრეპარატები, რომელთა მიღებაც აქამდე არსებული მეთოდებით შეუძლებელი იყო:

ახალი მეთოდები მეცნიერებს აძლევსინსტრუმენტებს რთული მოლეკულებისშესაქმნელად. ამის პრაქტიკულიღირებულება განსაკუთრებით ფარმაციაშიჩანს, რადგან შესაძლებელი ხდება ისეთინაერთების მიღება, რომელთა სინთეზიცმანამდე წარმოუდგენელი იყო.

აღიარება და პასუხისმგებლობა

ხატიასთვის Forbes Under 30-ში მოხვედრა მხოლოდ საამაყო მიღწევა არ არის. ფიქრობს, რომ განათლებასა და მეცნიერებაში ერთი წარმატება გარკვეულ სტანდარტს აწესებს და გაძლევს პასუხისმგებლობას, რომ განვითარება გააგრძელო და არ გაჩერდე. ახალგაზრდა მეცნიერების პოტენციალის სრულად ასათვისებლად კი კერძო სექტორის როლი და კვლევების დაფინანსება უმნიშვნელოვანესია:

როდესაც შენს საქმიანობას ასეთ დონეზეაფასებენ, ბუნებრივად ჩნდება სურვილი, რომეს ნდობა მომავალშიც გაამართლო. ჩემთვისბევრად მნიშვნელოვანი იქნება, წლებისშემდეგ ჩემს პროფესიულ გზას რომ შევხედავ, დავინახო, რომ მოლოდინი ჩემი შემდგომისაქმიანობით გავამართლე.

რჩევა ახალგაზრდა მეცნიერებს

იმისათვის, რომ ხარისხიანი განათლება რეალურ კვლევაში გადაიზარდოს, ხატია მომავალ მეცნიერებს ურჩევს, მზად იყვნენ ბევრი შრომისთვის, რადგან შედეგი ყოველთვის სწრაფად არ მოდის. სახელმძღვანელოებთან ერთად აუცილებელია თანამედროვე სამეცნიერო სტატიების კითხვაც და იმის დანახვა, თუ რა კითხვები და პრობლემები რჩება თანამედროვე მეცნიერებაში გადაუჭრელი:

განათლებასა და მეცნიერებაში მხოლოდ იმისცოდნა არ არის მნიშვნელოვანი, რაც უკვეაღმოჩენილია. უნდა შეგეძლოს დაინახოისიც, რაც ჯერ არ ვიცით, დასვა კითხვარატომ?“ და არ დაკმაყოფილდე მხოლოდმზა პასუხებით.

ახალი თაობის წახალისება და მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. Forbes Under 30-ის პროექტის დაფინანსებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - აღმოვაჩინოთ და მხარი დავუჭიროთ პერსპექტიულ, ნიჭიერ და ინოვაციურ ახალგაზრდებს, რათა განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.