როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი...
სასკოლო სახელმძღვანელოში
მოცემული ფორმულის
პრაქტიკაში გაცოცხლება ის
მომენტია, რომელიც
მოსწავლეს აღმოაჩენინებს,
რომ მეცნიერება მხოლოდ
აბსტრაქტული ცნებების
კრებული არ არის. სწორედ ამ
ფილოსოფიაზეა
დაფუძნებული სასწავლო
მოდელიც.თეორიიდან პრაქტიკამდეSTEM
სკოლაში სწავლა ონლაინ
მიმდინარეობს და
მეთოდოლოგია პროექტზე
დაფუძნებულ სწავლებას
(Project-Based Learning) ეფუძნება, რაც
მოსწავლეებს საშუალებას
აძლევს, ცოდნა რეალური
პრობლემების გადაჭრას
მოახმარონ. სასწავლო
პროგრამა, რომელიც
სპეციალურად ამ
სკოლისთვის შეიქმნა, ორი
ოთხთვიანი მოდულისგან
შედგება.როგორც საინჟინრო
ფიზიკის დოქტორი და
მოდულების ავტორი, მარეხი
მაზანაშვილი განმარტავს,
პროცესი ეტაპობრივად
რთულდება:„პირველ მოდულში სწავლა მთლიანად ონლაინ პლატფორმაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები ვირტუალურ გარემოში სწავლობენ მიკროკონტროლერის დაპროგრამებას, სხვადასხვა სენსორების მუშაობის პრინციპს… მეორე მოდული უკვე რეალური კომპონენტების ჩართულობით მიმდინარეობს –
გვიზიარებს მარეხი
მაზანაშვილი.ეს მიდგომა
უზრუნველყოფს, რომ
მოსწავლეები არა მხოლოდ
თეორიულად ითვისებენ
მასალას, არამედ
პრაქტიკულადაც ქმნიან
საკუთარ
პროექტებს.„მოლოდინი მაქვს, რომ პროექტი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება – მოიცავს მეტ რეგიონს, მეტ მოსწავლეს. ვრწმუნდები, რომ კომაროვისა და საქართველოს ბანკის STEM სკოლის პროექტი გახდება ეროვნული საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციურ, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას მომავალი თაობისთვის –ამბობს
ნინო ხიხაძე, STEM სკოლის
მასწავლებელი.გარემო, რომელიც პოტენციალს ავლენსSTEM
სკოლის ერთ-ერთი მთავარი
მიზანია, შექმნას გარემო,
სადაც ნიჭიერი
ახალგაზრდები საკუთარი
პოტენციალის სრულად
გამოვლენას შეძლებენ.
სრულად დისტანციური
ფორმატი და საქართველოს
ბანკის სტიპენდია
საუკეთესო
მოსწავლეებისთვის
უზრუნველყოფს, რომ
ხარისხიანი STEM განათლება
მიუხედავად მათი
საცხოვრებელი ადგილისა,
ყველასთვის ხელმისაწვდომი
იყოს.„ნიჭიერ მოსწავლეებს პოტენციალის გამოსავლენად სჭირდებათ სწორი გარემო და ხელმისაწვდომობა, სწორედ ასეთი გარემო შექმნა ჩვენმა პროექტმა ახალგაზრდებისთვის საქართველოს ყველა რეგიონიდან,“ –ამბობს
გიორგი ლექვინაძე, STEM
სკოლის
მასწავლებელი.პროექტის
შედეგები აჩვენებს, თუ
როგორ იცვლება მოსწავლეთა
დამოკიდებულება საკუთარი
შესაძლებლობების მიმართ.
ბევრი მათგანი
თავდაპირველად ვერც კი
წარმოიდგენს, რომ რთული
ტექნოლოგიური პროექტების
შექმნა
შეუძლია.„ჩვენთან მოდიან მოსწავლეები, რომლებსაც უყვართ ფიზიკა, მათემატიკა, თუმცა უმეტესობას არ აქვს წარმოდგენა, რა შეუძლია STEM განათლებას. პირველი მოდულის ბოლოს ყველას ვუსვამთ კითხვას, წარმოგედგინა, რომ ასეთ რამეს გააკეთებდი? ყოველთვის გვპასუხობენ, რომ წარმოუდგენელი ეგონათ. მეორე მოდულის შემდეგ კიდევ უფრო გაოგნებულები რჩებიან საკუთარი შესაძლებლობებით –
ამბობს გიორგი ჯიქიძე,
ელექტრო ინჟინერი, STEM
სკოლის
მასწავლებელი.საბოლოო
ჯამში, STEM სკოლა არის
ინვესტიცია მომავალში,
რომელიც ახალგაზრდებს არა
მხოლოდ ტექნოლოგიების
მომხმარებლებად, არამედ
მათ შემქმნელებად
აქცევს.„სტუდენტებს სჭირდებათ ორი რამ: მოწადინება და ახლის სწავლის სურვილი. ინტერესს და ინჟინერიის სიყვარულს ჩვენ გავუღვივებთ,“ –
განმარტავს ელგუჯა
აბულაძე, ელექტრო ინჟინერი,
STEM სკოლის მასწავლებელი.თუ
ჯერ კიდევ არ ხარ
დარწმუნებული, ნახე 5
მიზეზი რატომ უნდა ისწავლო
STEM სკოლაში. იმისთვია კი რომ
არ გამოგრჩეს შენთვის
საინტერესო პროექტები და
შესაძლებლობები,
რომლებსაც საქართველოს
ბანკი გთავაზობს, გადადი
ბლოგზე და გაეცანი 2026 წელს
დაგეგმილ ყველა პროექტს.
გაეცანი ყველა დეტალს STEM
სკოლაზე და გაიგე
ყველაფერი რაც
გჭირდება რეგისტრაციიდან
დაფინანსებამდე და დარეგისტრირდი
STEM სკოლაში.
1789550942